RSS
на русском en in english
05.12.2016
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

აგვისტოს ომამდე ჩასახვა

06.04.2009  |  16:40

2/6/6/2266.jpegსაქართველოში საბავშვო ბუმია. 2008 წელს შობადობამ ოცი პროცენტით მოიმატა. ამბობენ ამ ყველაფერს პატრიარქმა ილია მეორემ შეუწყო ხელი, რომლეიც ოჯახში ყოველი მესამე ბავშვის ნათლიაა. როგორი იქნება სტატისტიკა, საბედისწერო აგვისტოდან ცხრა თვის შემდეგ, ჯერ უცნობია.

საქართველოში კათოლიკოსმა "დემოგრაფიული სასწაული" მოახდინა, ამტიკეცბს დასავლური მედია. "ქორწინებისა და შობადობის სტატისტიკა საქართველოში იზრდება, მიუხედავად ომისა და კრიზისისა. ამ დღეებში ნაცნობმა ახალგაზრდა კაცმა, რომლის მოკრძალებული საოჯახო ბიუჯეტი ჩემთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, ფრიად გამაოცა სიახლით იმის შესახებ, რომ ის და თავის მეუღლე მესამე შვილს ელოდებიან. მან არ გაიზიარა ჩემი დაბნეულობა და მიმიხვდა რა უსიტყვო შეკითხვას, ბედნიერი ღიმილით სახეზე მომიგო:" არაუშავს სადაც ორი თეფში ლობიოა იქ მესამეც გამოიძებნება, სამაგიეროდ ბავშვს პტრიარქი მონათლავს",- წერს BBC კორესპონდენტი.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება და მისი "დაბერება" ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშიერბით, როდესაც შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გათანაბრდა. 1989 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 2007 წელს - 4,5 მილიონი 160 ათასი აფხაზეთისა და 70 ათასი სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ჩათვლით. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ თუ კი ეს ტენდენცია გაგრძელდება, ამსთან ერთად კი არ შეწყდება საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გადინება, მაშინ 2050 წლისთვის მისი მოსახლეობა მხოლოდ 3 მილიონი ადამიანი იქნება. გაერომ საქართველო იმ 45 ქვეყნის სიაში ჩართო, სადაც ნაციის დაბერება შეიმჩნევა ანუ: ქვეყნის მოქალაქეთა 16 პროცენტზე მეტი - 65 წელზე უფროსია.

და აი ბოლოს და ბოლოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ მზად არის სულიერი მეურვეობის ქვეშ აიყვანოს ახალდაბადებულთა ნაწილი. "ოჯახის სურვილის შემთხვევაში, ყოველი მესამე ბავშვის ნათლია პირადად კათოლიკოს-პატრიარქი გახდება, ნებისმიერ ოჯახში მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა"- ნათქვამი იყო განცხადებაში. პირევლი ასეთი ნათლობა შედგა 2008 წლის 19 იანვარს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. სულ ორი წლის განმავლობაში თითქმის 2000 ბავშვი იქნა მონათლული. სულიერი მეურვეობის გარდა ეკლესია მატერიალურ დახმარებასაც დაპირათ და ბანკში სპეციალური ანგარიში გახსნეს პატრიარქის ნათლულების დასახმარებლად.

თავის მხრიდან სახელმწიფომ მიიღო მიზანმიმართული პროგრამა, რომლის თანახმადაც ყოველი უქონელი ოჯახი ბავშვის დაბადებისას სახელმწიფოსგან 1 ათას ლარს მიიღებს. და აი გატარებულმა ზომებმა სასურველი რეზულტატიც მოიტანეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2008 წელს შობადობა თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა 2006 წლეთან შედარებით: თუ კი მაშინ 48 ათასი ბავვი დაიბადა, 2008-ში ამ ციფრმა 57 ათასი შეადგინა. წერს Financial Times Deutschland. ეყრდნობა რა გიორგი ვაშაძის სააგენტოს ხელმძღვანელებს BBC კიდევ უფრო გაცისკროვნებულ სურათს ხატავს: შობადობის ზრდა ამავე პერიოდში 39 პროცენტს შეადგენს. ქორწინებათა რაოდენობამაც 2005 წელთან შედარებით 72 პროცენტით მოიმატა.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ შობადობა გაიზარდა, გლობალური ფინანსური კრიზისისა და აგვისტოს ომის მიუხედავად. რათქმაუნდა პატრიარქის როლიც ამ საკითხში ძალზედ მნიშვნელოვანია. პერინატანული მედიცინის, მეანობისა და გინეკოლოგიის კ.ჩაჩავას სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის გენერალური დირექტორი - პროფესორი ნატა კაზახაშვილი თვლის, რომ სწორედ ილია მეორის ინიციატივა გახდა დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზეზი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100