RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ხელისუფლება და ოპოზიცია: შეხვედრა დიალოგის გარეშე

06.04.2009  |  21:36

2/7/2/2272.jpegქართული ოპოზიციის მასობრივ აქციებამდე, ერთ კვირაზე ნაკლები დრო დარჩა. თბილისში მოსალოდნელი ქარიშხლის წინ, დუმილმა დაისადგურა. გაგრძელება არ მოჰყოლია კომპრომატების ისტორიას, რამდენადმე დაეცა პოლიტიკური რიტორიკის სიმძაფრე, დიალოგისკენ მოწოდება კი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა. მრავალთვიანი დაპირისპირების პერიოდში პირველად, 2 აპრილს, მრგვალ მაგიდასთან შეხვდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. შეძლებენ მოლაპარაკებას ოპონენტები, იპოვიან კომპრომისს თუ საქართველოს კვლავ ელოდება რყევების ეპოქა?

მსგავს კითხვებს სვამს არა მხოლოდ საქართველოს ყოველი მოქალაქე, არამედ ყველა, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის ბედი. მათზე პასუხებს , რა თქმა უნდა, 9 აპრილის შემდეგ მიიღებენ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველ დიალოგს, ჯერ არანაირი კონკრეტული რეზულტატი არ მოუტანია. შესაძლებელია მხოლოდ თავად შეხვედრის კონსტატირება. 2 აპრილამდე რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, მრგვალ მაგიდასთან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების დასმაც კი, ვერ შესძლო. ტრადიციულად მგზნებარე კამთში, თემებზე : შეხვდნენ თუ არა; თუ კი, მაშინ სად და საერთოდაც რა განეხილონ,- პირველი ნაბიჯი, როგორც იქნა გადაიდგა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაავალა ოპოზიციასთან დიალოგის წარმოება, საპარლამენტო უმცირესობის სამი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრთან აუდიენციაზე მივიდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დეპუტატი „ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიიდან, ლევან ვეფხვაძე, დეპუტატი პარტიიდან „ჩვენ თვითონ",დიმიტრი ლორთქიფანიძე, დეპუტატი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან, გურამ ჩახვაძე და იმავე პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენდა „ახალი თაობა - ახალი ინიციატივების" წევრი, კოკი იონათამიშვილი. შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თვალს ადევნებდა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

როგორც civil.ge გვატყობინებს, შეხვედრამდე ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წამოაყენებს სამ მოთხოვნას, რომლებიც, მისი თქმით, მომავალი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება. პირველი - დილოგი უნდა გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოში, რათა მის მიმართ ნდობა გაიზარდოს. მეორე - პოლიტიკურ დიალოგში უნდა ჩაერთონ პოლიტიკური პარტიების ლიდერები და თავად სააკაშვილი. „ მიხელი სააკაშვილი არა მხოლოდ პრეზიდენტია, არამედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერიცაა, - განაცხადა მან. მესამე - დიალოგის დაწყებამდე არ უნდა იყოს წამოყენებული წინასწარი პირობები. უნდა ვივარაუდოთ, რომ თავის მოთხოვნებს ვიცე-სპიკერი წინასწარ პირობებად არ თვლის.

ამასთანავე, ხელისუფლების მიმართ თვით ყველაზე ლოიალური „ქრისტიან-დემოკრატების"ინიციატივები არ გაითვალისწინეს. ყოველი შემთხვევისთვის, ეს ეხება ოპოზიციური პარტიების სააკაშვილთან პირდაპირ დიალოგს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულებისთანავე თავად ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

თუმცა, ხელისუფლებას მათთვის ტრადიციულ ოპტიმიზმს ეს არ უკარგავს. დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ თითქოს და შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იმუშავებს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ყველა მიმართულებით. რითი დაკავდება ეს საბჭო, როდესაც არცერთ პუნქტზე არანაირი შეთანხმება არ მომხდარა, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ კი, იგნორირება გაუკეთა ამ შეხვედრას, რთული წარმოსადგენია. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც, შაშკინმა არ ისაუბრა დეტალებზე და მხოლოდ აღნიშნა, რომ მორიგი შეხვედრა შედგება 7 აპრილს „ჭეშმარიტების საათამდე" სამი დღით ადრე.

იმის იმედი, რომ ასეთ ექსტერემალურ რეჟიმში ოპონენტები ერთმანეთისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამენ, საქართველოში არავის აქვს. GeorgiaTimes-თან საუბრისას რუსეთში საქართველოს ექს-ელჩმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა:" როგორ უნდა ვუწოდოთ შაშკინთან გამართულ შეხვედრას „დიალოგი", როდესაც მას პარაქტიკულად ერთი პარტია ესწრებოდა? ხელისუფლების წინადადება არასერიოზულია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100