RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ფსონზე - თბილისის მერის პოსტია

08.04.2009  |  16:15

2/9/8/2298.jpegოპოზიციის აქციების დაწყებამდე ორი დღით ადრე, სიტუაცია საქართველოში სულ უფრო ემსგავსება პოლიტიკურ ბლოკბასტერს, სასურველია, რომ ბლოკბასტერის ატრიბუტები, რომლებზეც ქართული მასმედია განუწყვეტლივ მაუწყებლობს, აპრილის წინააღმდეგობის სცენარიდან ამოღებული იქნას. ჯერჯერობით კი, სიტუაცია ამგვარია: რადიკალური ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, ხელისუფლება კი გაცვლას სთავაზობს - დაკმაყოფილდნენ დედაქალაქის ხელმძღვანელის თანამდებობას.

შესაძლოა, რეჟიმი ადგილობრივი ხელისუფლების ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს, მათ შორის თბილისის მერის. ამის შესახებ პრობაციის, სასჯელაღსრულებისა და იურიდიული მხარდაჭერის მინისტრათან საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის წინ, რონდელის ფონდში, ჟურანლისტებს განუცხადა ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ. "თუ კი ხელისუფლება მართლაც მზად არის ოპოზიციასტან დიალოგისთვის, მას მოუწევს გარკვეულ დამობებზე წასვლა. თბილისის მერის არ ჩევნების დანიშვნა კი, ის მინიმუმია, რაზეც ამ ეტაპზე შეუძლია ხელმძღვანელობას დათანხმედეს",- ვეფხვაძის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო «GHN».

უნდა აღინიშნოს, რომ დიმიტრი შაშკინმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩაატარა საპარლამენტო ოპოზიციასთან. მასში მონაწილეობა მიიღეს ლევან ვეფხავაძემ,, დეპუტატმა პარტიიდან "ჩვენ თვითონ" დიმიტრი ლორთქიფანიძემ, დეპუტატმა ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძემ და იმავე პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ. შეხვედრაზე ასევევ მოიწვიეს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელი. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მათ განიხილეს საკითხი სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, საკონსტიტუციო რეფორმის მომზადების მიზნით. " ეს ხანგრძლივი პროცედურაა და საჭიროებს ყველა დეტალის განხილვას",- დიმიტრი შაშკინის ციტირებას ახდენს Civil.ge.

ამასობაში, არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების წინადადებას იგნორიორებას უკეთებს. მისი წარმომადგენლები არ მოვიდნენ არც პირველ და არც მეორე შეხვედრაზე პრობაციის მინისტრთან. "შეურიგებელთა" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისაუბრებენ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან. მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერაფრით გადაწყვიტა ოპონენტებთან პირისპირ შეხვედრა, უმეტესი მათგანი სხვათაშორის მისი ყოფილი თანამებრძოლია.

დიდი წარმატებაა, რომ ახალგაზრდა მინისტრმა მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიღაცის დასმა მაინც შეძლო ოპოზიციიდან. ხელისუფლების წინადადებას ოპოზიციამ "საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა უწოდა".

დათმობის დემონსტრირების გასაკეთებლად, მთავრობამ დედაქალაის მერის პოსტის გაწირვაც კი გადაწყვიტა. ეს ფაქტი ოპოზიციამ კომენტარის ღირსადაც არ ჩათვალა. ოპოზიციური ფორმირებების ყოველ ლიდერს, ხომ პრეზიდენტის სკამზე აქვს პრეტენზია. თუმცა თბილისი მერის პოსტიც - სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მის ხელში ხომ - მთელი დედაქალაქის ელექტორატია. თავად მიხეილ საკაშვილმა საპრეზიდენტო სკამისკენ ნაბიჯი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გააკეთა.( "ვარდების რევოლუციის" მიტინგებზე, სააკაშვილი რომელიც მაშინ საკრებულოს ხელმძღვანელობდა, საკუთარი კაბინეტის ფანჯრიდან მაუწყებლობდა- ი.პ.)

ქართული მასმედია გვატყობინებდა, რომ მიხეილ ნოკოლოზი ძემ ოპერაცია "შემცვლელი" ჩაიფიქრა ანუ თავის შემცვლელად ახლანდელ მერს გიგი უგულავავს ამზადებს. ასე, რომ ხელისუფლების აზრით, ისინი ოპოზიციას სარფიან გარიგებას სთავაზობენ. მაგალითად, მმართველი პარტიის " ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2010 წლის მერის არჩევნების წინადადება "ძალიან საღი" აზრია, გვატყობინებს Civil.ge. მმართველი პარტია, მისი სიტყვებით, ოპოზიციას საარჩევნო კოდექსის შეცვლისთვისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლეკტებისთვის სთავაზობს დიალოგს, რაც რეალურად მისცემს მათ შესაძლებლობას " არჩევნების საშუალებით მიაღწიონ გამარჯვებას, თუ კია ამას შეძლებენ". თარგამაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სხვა დათმობები არ იქნება. მმართველი პარტია არ განიხილავს არც ვადამდელ საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და რაც რეფერენდუმის შესაძლებლობას. ქალაქის მთავრობის არჩევნები კი, როგორც თარგამაძე თვლის,- სწორედ ის კონსტიტუციური გზაა მთავრობის შეცვლის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100