RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ამნისტია მიკერძოებით

08.04.2009  |  21:01

3/0/6/2306.jpegსაქართველოში მორიგო ამნისტია იგეგმება, ქრისტეს აღდგომის დეღესასწაულთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით პრეზიდენტი 400 ადამიანის შეწყალებას აპირებს. მოქალაქეები იხარჯებიან ახალი სახის უსაფრთხოებისა და დაცვის მოწყობილობებზე. რას უნდა ველოდეთ ამნისტიისგან რომელიც საპროტესტო აქციებს ემთხვევა? პოლიტიკოსები საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ ამნისტიის წინაშე.

როგორც, საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის შედგენილი, სახლმწიფო შეწყალების კომისია გვატყობინებს, შესაწყალებელ პატიმართა სიას, ჯერ სახელმწიფო კანცელარიაში იხილავენ. ქართული მედია თავის მხრივ წერს, რომ შეწყალების კომისიას ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა დაგეგმილი ამნისტიის გარემო უკვე მგზნებარე კამათია ატეხილი.

პარლამენტის ოპოზიციურმა დეპუტატმა, პარტიიდან "ქართული დასი" ჯონდი ბაღათურიამ ხელისუფლებას მოწოდებით მიმართა გადადგან ნაბიჯი ოპოზიციასთან შესახვედრად და გაანთავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი. " თუ კი ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს, ეს იქნება სიგნალი მთელი საზოგადოებისთვის, რომ მთავრობა მზად არის რეალური და რეზულტატებზე ორინეტირებული დიალოგისთვის და არა დილოგისთვის, დიალოგის გამო",- ბაღათურიას ციტირებას ახდენს nregion. პარლამენტარის სიტყვებით, მან შეწყალების კომისას გადასცა 18 მოქალაქისგან შემდგარი სია, რომლებიც პოლიტპატიმრებად ითვლებიან. ამავე სიაში მან ჩართო პერზიდენტის კოდორის ხეობაში ყოფილი რწმუნებულის და- ნორა კვიციანი, ასევე იგორ გიორგაძის მომხრეები და რიგი სხვა ადამიანები. სულ სია 13 კაციანია.

ხელისუფლება დუმს პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე, 2008 წლის ბოლოს ამასთან დაკავშირებით, უკვე გაიმართა არასახუმარო ბატალიები. "ვარდების რევულუციის" ხუთი წლისთავის აღსანიშნავად სააკაშვილმა ყველაზე მასშტაბური ამნისტია გამოაცხადა. სწორედ ამიტომ 17 დეკემბერს საქართველოსთვის საყვარელ რელიგირ დღესასწაულზე "ბარბარობა"- წმინდა ბარბარეს დღე - გათავისუფლდა 1280 ადამიანი. ოპოზიცია, რომელიც სწორედ გასული წლის დასასრულისთვის გააქტიურდა, უკმაყოფილებას არ მალავდა.

მოითხოვდნენ სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მაგრამ პოლიტიკური კრიზისის ტალღაიდან, სისხლის კოდექსის ლიბერალიზაციამდე ხელები ვერ მიაწვდინეს. უფლებათადამცველები მხოლოდ იმას აღნიშნავენ: 2003 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, ციხეებში პატიმრების რაოდენობა ორნახევრჯერ გაიზარდა - 6 274 იადან 15 432 ადამიანამდე. ამას ადასტურებს როგორც სააგენტო "საქართველოს სიახლეები" გვატყობინებს, 2006 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა. წელს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კრიმინალთან ბრძოლა იმდენად წარმატებულად მიმდინარეობს, რომ ქართველი "კანონიერი ქურდები" რუსეთში გადავიდნენ.

ამასთან ერთად საქართველოში ახლახანს დაიწყეს ახალი ციხის მშენებლობა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პენტენციალური დაწესებულების მშენებლობა 2500 პატიმარზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ამ მიზნებისთვის გათვალისწინებულია 10 მილიონი ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ ციხის მშენებლობა კრიმინალზე წარმატებული გამარჯვებების შეძახილების ფონზე და მსობრივი ამნისტიების დროს - ცოტა არ იყოს გაუგებარი დაბანდებაა სახელმწიფოს მხრიდან, მითუმეტეს კრიზისის პირობებში. თუმცა პარადოქსებთან მეგობრობისგან არ არიან დაზღვეულნი.

აი პოლიტპატიმრების საკითხი კი, მორიგი დაპირიპირების მიზეზი შეიძლება გახდეს ხელისუფლებასთან. ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ წინა წლის ნოემბერში, როდესაც გასული წლის ამნისტიას იხილავდნენ, ოპოზიციამ არამარტო მოითხოვა პოლიტპატიმრების განთავისუფლება, არამედ 30 კაციანი სიაც წარადგინა. ყველა მათგანი თავის ადგილზე დარჩა: ან სასჯელის ვადის გასვლამდე ან შემდეგ ამნისტიამდე. მაშინ ლევან ბეჟაშვილმა - ერთერთმა პარლამენტარმა უმრავლესობიდან განაცხადა:" ჩვენ ციხეებში არ გვყავს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით სხედან. ყველა ეს ადამიანი დაპატიმრებულია კრიმინალური დანაშაულის ბრალდებით".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100