RSS
на русском en in english
14.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს ხელისუფლება ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგებს

09.04.2009  |  17:01

3/1/9/2319.jpegსაქართველოს ხელისუფლებამ სომხებით დასახლებული ჯავახეთის აქტივისტს, ვააგნ ჩახალიანს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ექსპერტები თვლიან, რომ ეროვნული უმცირესობების დაშინების მცდელობამ შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს. 9 აპრილამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა ოსების, აზერბაიჯანელების, სომხების და სხვა ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური ალიანსი, ისინი პირველად 20 წლის განმავლობაში შეძლებენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მთელ ქართულ მოსახლეობასთან შეერთებას.

ჩახალიანების ოჯახი კანონის მთელი სიმკაცრით გაასამართლეს. აქტივისტის მამა რუბენი და უმცროსი ძმა არმენი დამნაშავეებად ცნეს იარაღის შესყიდვასა და შენახვაში. ოჯახის უფროსი ასევე გარეულია „მასობრივ არეულობებში მონაწილეობაში". ისინი გადაიხდიან 7 ათას ლარს. ხოლო თავად ვააგნ ჩახალიანმა, პოლიტიკური მოძრაობის „დემოკრატიული ალიანსი - ერთიანი ჯავახეთი" ლიდერმა, „თავისი დანაშაული გააღრმავა" მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვით, რომლებიც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციის თანამშრომლისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევით და ხულიგნობით. ამ ყველაფერმა არეულობაში მონაწილეობასთან, იარაღის შესყიდვასთან და მის შენახვასთან ერთად 10 წლამდე გაზარდა თავისუფლების აღკვეთის ვადა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში ახალქალაქის რაიონის პოლიციის უფროსის, სამველ პეტროსიანის, სახლთან მოხდა აფეთქება. ეჭვი სამ სომხურ ორგანიზაციაზე მიიტანეს. მათი სახლების გაჩხრეკვისას ესროლეს პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ეროვნებით სომეხი იყო. ვააგნ ჩახალიანის სახლში კი იარაღი და საომარი შეიარაღება იპოვეს.

ჩახალიანის დაცვა აპირებს განაჩენის უმაღლეს სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრებას, შემდეგ კი - ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოში. ამისთვის ოჯახის ადვოკატი სტეპან ვოსკანიანი ადრევე ემზადებოდა. ის აცხადებდა, რომ მისი კლიენტების უფლებები უხეშად ირღვეოდა.

სასამართლოს ბოლო სხდომაზე გამოსვლისას ვააგნ ჩახალიანმა სასამართლო პროცესს უწოდა სამარცხვინო „თავისი მრავალრიცხოვანი უკანონობის, შეთითხნილი და მოგონილი სამხილების, თავისი მოწმეების - ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების გამო". განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე კვირით ადრე ბრალდებულმა ღია წერილით მიხეილ სააკაშვილს მიმართა. მან პრეზიდენტს ქართველ სომხებთან დიალოგისკენ მოუწოდა, რათა გადაჭრილიყო მათი პრობლემები საერთაშორისო სტრუქტურებში დავის გატანის გარეშე. „სამწუხაროდ, თქვენ გააგრძელეთ თქვენი წინამორბედების პოლიტიკა, როდესაც ჯავახეთში მცხოვრები სომხები ჩათვალეთ როგორც უაღრესად საშიში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საშიში ელემენტი",- წერდა აქტივისტი. მან სინანულით აღნიშნა, რომ ხელისუფლება, მიუხედავად მატერიალური სახსრების ჩადებისა, მორალურად არანაირ სტიმულს არ აძლევს სომხებს, რომ ქართული ენა შეისწავლონ. არაქართველებს არ შეიძლება ჰქონდეთ „თანასწორობის, კანონის უზენაესობის და საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების თავისუფლების" იმედი.

სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს 238 ათასი ადამიანი, აქედან 53% სომხები არიან. თანაც ისეთ რაიონებში, როგორიცაა ახალქალაქი და ნინოწმინდა, სომხები მოსახლეობის 90 პროცენტს შეადგენენ.

ჩახალიანს და მის პოზიციას რამდენიმე სომხური ორგანიზაცია უჭერს მხარს. კავშირმა „ერკირი" სასამართლო მოსმენების შედეგს უწოდა სამარცხვინო დარღვევებით შესრულებული საქმე. „ერკირმა" მიმართა დახმარებისთვის საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებს. სასამართლოს ვერდიქტს სისულელე უწოდა გარეთიანება „ჯავახეთის" ლიდერმა, სომხური პარლამენტის დეპუტატმა შირაკ ტოროსიანმა. „ჯავახეთში ყველამ იცის, რომ ეს საქმე შეთითხნილია. ვააგნ ჩახალიანს ასამართლებენ მისი საქმიანობის და პოლიტიკური შეხედულების გამო",- განაცხადა ტოროსიანმა.

მან სომეხი აქტივისტისთვის გამოტანილ განაჩენზე იმის თქმას, რომ ეს საქართველოს დამოკიდებულებას აღნიშნავს სომხეთის მიმართ, თავი აარიდა, მაგრამ ჯავახეთში მცხოვრები სომხებისკენ მიმართული აგრესია, მისი თქმით, თვალსაჩინოა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100