RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გზა ურთიერთგაგებისაკენ გოჩა ძასოხოვის მიხედვით

10.04.2009  |  10:17

3/2/8/2328.jpegსაქართველოს პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება სხვადასხვანაირია: ერთნი აქამდე დიდად აფასებენ მიხეილ სააკაშვილის უნარს, მშრალი ამოვიდეს წყლიდან, მეორენი კი გაწბილებულები არიან და ელოდებიან მისი მმართველობის დასასრულს. მაგრამ ყველა ერთ რამეში თანხმდება: პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტს აქვს უნიკალური უნარი, მტრად აქციოს მეგიობრები, მოკავშირეები კი მოწინააღმდეგეებად. ახალგაზრდა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა, გენერალ - ლეიტენენტმა გოჩა ძასოხოვმა აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა რიგები შეავსო. ის, თუ რა ხდება თბილისში და რაში შეიძლება გადაიზარდოს ეს ყველაფერი, მან გუშინ, პოპულარულ ჟურნალისტურ კლუბ „საქმიან ატმოსფეროში" შეხვედრისას მოყვა.

ოსური წარმოშობის ბიზნესმენმა, რომელმაც საქართველო პოლიტიკური მოტივების გამო დატოვა, ჟურნალისტებს ქართული ღვინით, რომელიც ღმერთმა უწყის, როგორ მოხვდა დედაქალაქში, ხაჭაპურით და ოსური ღვეზელით გაუმასპინძლდა. ქართული სუფრა მისი საუკეთესო ტრადიციაა.

პოლიტიკური დევნილი არ მალავდა თბილისში დატოვებული სახლის, მეგობრებისა და ახლობლებისადმი ნოსტალგიას და სიტუაციის შეცვლის იმედებს. ზუსტად ამიტომ, უკვე მოსკოვში მყოფმა გოჩა ძასოხოვმა, ჩამოაყალიბა პოლიტიკური გაერთიანება - „საქართველოს ხალხთა ასამბლეა".

უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლებში, ეს პირველი ორგანიზაციაა საქართველოს პოლიტიკურ არენაზე, რომელსაც მიზნად აქვს, გააერთაინოს ხალხი არა ნაციონალური ნიშნით, არამედ წარმოშობით. ძველ, კერთილ დროს ხომ საქართველოში არსებობდა ისეთი გაგება, როგორიცაა „თბილისელი", რაც ნიშნავს - არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების ხარ, მთავარია ის, თუ როგორი ურთიერთობა გაქვს მეგობრებთან, მეზობლებთან და საერთოდ, მთელს მსოფლიოსთან. დაუსრულებელი კატაკლიზმების შემდეგ, რომელიც საქართველოში 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თბილისელები მოედვნენ მთელს მსოფლიოს. სწორედ მათ - რუსების, სომხების, ბერძნების, აზერბაიჯანელების და რა თქმა უნდა, ქართველების გაერთიანებას აპირებს გოჩა ძასოხოვი თავის ორგანიზაციაში.

„დამეთანხმეთ, რომ მაგალითად, ბერძენს, რომელიც უკვე ათეულობით წელია ათენში ცხოვრობს და ააწყო თავის ბიზნესი, შეუძლია გაუკეთოს თავის ქვეყანას, სადაც დაიბადა ანუ საქართველოს უფრო მეტი, ვიდრე სუფთა სისხლის ქართველმა პრემიერმა, რომელიც გაიქცა იმიტომ, რომ მიშიკომ მას თავში წამოარტყა, - ხსნის თავისი ორგანიზაციის ინტერნაციონალიზმის იდეას გოჩა ძასოხოვი. - მრავალი მაგალითია იმისა, როდესაც არაქართველი წარმოშობის ადამიანები ავლენდნენ პატრიოტიზმს და სამოქალაქო პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში". როდესაც ნაციონალიზმი წარსულს ჩაბარდება, საქართველო დაიწყებს აღორძინებას, დაასკვნა მან.

მისთვის სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, დაანგრიოს საუკეთესო ტრადიციები. მაგრამ ეს ეხება არა მხოლოდ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, არამედ იმასაც, რასაც პატიოსნების კოდექსს უწოდებენ. ძასოხოვი თვლის, რომ სააკაშვილი ეს არის ბიჭი, რომელიც კი გაიზარდა თბილისში, მაგრამ მაინც ვერ გახდა ნამდვილი თბილისელი. მისთვის უცხოა ამ ქალაქის მენტალიტეტი. ის მზადაა გაძარცვოს, წაართვას, მოკლას ნებისმიერი, ვინც ინარჩუნებს დამოუკიდებელ აზროვნებას. შეხედეთ, რამდენი პოლიტიკური ემიგრანტია საქართველოდან - ქიბარ ხალვაში, ლევან პირველი, ანდრიაძე... ყველა ამ ხალხს სააკაშვილმა წაართვა ბიზნესი და ისინი იძულებულები გახდნენ, წასულიყვნენ, თუმცა შეეძლოთ შეეტანათ თავისი წვლილი ქვეყნის განვითარებაში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - ვინ მიიღო სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება, ძასოხოვმა განაცხადა: დასავლეთში იყვნენ ისინი, ვინც კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ ომის და ისინიც, ვინც მიანიშნებდა - სცადეთ. „ამ უკანასკნელებს დაუჯერა სააკაშვილმაც, გადაწყვეტილება კი მან თავად მიიღო", - აცხადებს ძასოხოვი და ამტკიცებს, რომ ბრძანება N.2 უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გამოგონილი არაა. თუმცა აგვისტოს მოვლენების ერთმნიშვნელოვანი შეფასება ძასოხოვს არ შეუძლია. ის თვლის, რომ დაზარალდნენ ქართველებიც, ოსებიც და რუსებიც.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100