მთავარი | აზრები | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
- საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა? 23.05.2013 13:27 საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღს და ტყვია–წამალს ყიდდნენ. ამ სენსაციურ ინფორმაციას ექსპერტი მამუკა არეშიძე აქვეყნებს. არეშიძის მტკიცებით, იარაღი რამდენიმე სამხედრო ბაზიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის რამდენიმე საწარმოს ანგარიშზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო ჩარიცხული. ექსპერტი არ ასახელებს იმ ქვეყანას, საიდანაც ეს თანხები შემოვიდა.
- სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა 16.05.2013 18:17 ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915–1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება?
- სტალინის კულტი დედოფლისწყაროში 13.05.2013 11:05 მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება.
- ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები 13.05.2013 11:02 სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო ”სვობოდას” თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის ”მიეზღვა” გიორგი ფარესაშვილს?
- ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან? 25.04.2013 19:00 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?
- ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს 25.04.2013 18:58 პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან–მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია.
- რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი 18.04.2013 12:37 პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?
წინააღმდეგობა. დღე მეორე
14.04.2009 | 09:23ოპოზიციური ძალების მიერ პრეზიდენტისათვის წაყენებულ ულტიმატუმს ვადა გაუვიდა. ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ტელევიზორის ეკრანიდან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავის პოსტის დატოვებას 2013 წლამდე არ აპირებს, ასევე გამოყო ის კითხვები, რომლის გარშემო ოპოზიციასთან მსჯელობისათვის მზადაა. ესენია: ეკონომიკა, ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატიული რეფორმები.
ანალოგიური წინადადებით მმართველი პარტია, ჯერ კიდევ საპროტესტო აქციების დაწყებამდე გამოვიდა. რატომაც არ შევახსენო, გადაწყვიტა მიხეილ ნიკოლოზის ძემ. იგი პირდაპირი ეთერში სახელმწიფო კანცელარიიდან საუბრობდა, სადაც ფარავნის გესის მშენებლობის მემორანდუმზე საქართევლოს მთავრობა და თურქული კომპანია „ანადოლუ ჯგუფი" მემორანდუმს აფორმებდა.
მაგრამ სააკაშვილმა, რომელსაც ფიარის უმაღელსი კლასის სპეციალისტად თვლიან, ერთ გამოსვლაში გადაწვიტა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განეხილვა. თავიდან მან გადაწყვიტა უმაღლესი შეფასება მიეცა გასული დღის მოვლენებისათვის : „ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი დემოკრატიისათვის. ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გამოთქვა თავისი აზრი ისე, როგორც ეს მაღალი კულტურის, განვითარებულ ან განვითარების სტადიაში მყოფი ევროპული ქვეყნის დემოკრატიას შეესაბამება". იქვე სხვათაშორის აღნიშნა: „უახლოეს 4 წელიწადში, ეს ჩემი პრეზიდენტობის ვადაა, მე და ჩემი მთავრობა საქართველოში ახალი მასშტაბის ჰიდრორესურსის აშენებას ვაპირებთ, რომელიც ენგურჰესს გაუტოლდება".
რით ვერ არის მრავარიცხოვან ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების თავგანწირული მაგალითი? „ჩემთვის თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანია, მე ყოველი თქვენთაგანის პრობლემები გულთან ახლოს მიმაქვს. ვიცი, რომ ქვეყანაში ბევრი უკიდურეს გაჭირვებას განიცდის და მომავლის იმედი აქვს დაკარგული. დღეს ჩვენი მოქალაქეები სწორედ ამ გაჭირვებით და უპერსპექტიობით არიან გაღიზიანებულები. მეც გაღიზიანებული ვარ ამით, იმ პრობლემებით რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ყოველივე ამის დასაძლევად აუცილებელია მეტი შრომა და სწორი გადაწყვეტილებები"- განაცხადა სააკაშვილმა.
სიძნელეების დასაძლევად, აღნიშნა პრეზიდენტმა აუცილებელია დიალოგი და ერთობა. როგორც პოლიტოლოგი ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს ოფიციალურმა თბილისმა ტაქტიკა შეცვალა. „2007 წელს ხელისუფლების მეთოდოლოგია სხვა იყო. თუ მაშინ მმართველი ჯგუფი საპროტესტო აქციებს აგრესიით შეხვდა და მათი რიტორიკაც აგრესიული იყო. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ისინი „დამამშვიდებელ" პოლიტიკაზე გადავიდნენ - განაცხადა სესიაშვილმა GHN -თან ინტერვიუში. მისი თქმით ხელისუფლება ცდილობს შექმნილ სიტუაციას „მაქსიმალურად ლიბერალურად" მიუდგეს. გათვლა გასაგებია: პროტესტის ტალღა თავისთავად მივა უარამდე. რამდენ ხანს შეიძლება რუსთაველზე დგომა? აღდგომის წინ ყველა ქართველი ეკლესიაში წავა, შემდეგ წინაპართა სასაფლაოზე და არა პარლამენტის წინ.
ჯერ-ჯერობით ოპოზიცია არ აპირებს დათმობაზე წასვლას ან უკან დახევას. პრეზიდენტმა ულტიმატუმს იგნორირება გაუკეთა, მისმა ოპონენტებმა კი, იგნორირენბა გაუკეთეს მორიგ დაპატიჟებას დიალოგზე. დანიშნულ 16.00 პარლამენტთან პროტესტანტებმა დაიწყეს მოგროვება. აჯანყების მეორე დღეს ოპოზიციის სახელით კონსერვატორმა კახა კუკავამ განაცხადა: „ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას. დღეს საღამოს 6 საათიდან აქედან დაიწყება მანიფესტაციები, ორი ძირითადი მიმართულებით.მომიტინგეთა ნაწილს №1 საშუალო სკოლიდან საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის მიმართულებით წარუძღვება „ალიანსი საქართველოსთვის" და ლევან გაჩეჩილაძე. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან მეტროსადგურ „ავლაბარის მიმართულებით გაემართება მეორე მანიფესტაცია კონსერვატიული პარტიის, ხალხის პარტიის და „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" ხელმძღვანელობით. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და მომიტინგეები აქ დარჩებიან. ამგვარად ჩევნ მოძრაობას გადავკეტავთ არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, არამედ კოსტავას ქუჩაზე და ქეთევან წამებულის გამზირზეც".
კუკავას განცხადებით ქალაქის ეს ქუჩები ყოველდღიურად გადაიკეტება. საპროტესტო და დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება მანამ, ვიდრე სააკაშვილი არ გადადგება.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info