RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

განხეთქილება ოპოზიციის რიგებში

14.04.2009  |  16:02

3/7/4/2374.jpegქართული ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ კვირაში პროტესტის ტალღა ქვეყანას ახალი ძალით გადაუვლის. ამასობაში, ოპოზიციის რიგებში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში "მოლაპარაკების უნარიანობით" არ გამოირჩეოდა, ისევ განხეთქილებამ იჩინა თავი.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ყოფილი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და მისმა პარტიამ "სამართლიანი საქართველოსთვის" უარი განაცხადეს ოპოზიციის მიტინგებში შემდგომ მონაწილეობაზე. ამის შესახებ ნოღაიდელმა შეტყობინება, გაზეთისათვის "ვერსია" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ოპოზიციურ წყაროებზე დაყრდნობით გაზეთი გვატყობინებს: ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ზოგიერთი პარტიის ლიდერები წინააღმდეგნი იყვნენ ზურაბ ნოღაიდელის თბილისის ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობისა" გამოცემის მონაცემებით, " ამ ოპოზიციონერებმა, თბილისის მიტინგის ორგანიზატორებს ულტიმატუმი წაუყენეს - თუ კი ზურაბ ნოღაიდელი მიიღებს აქციებში მონაწილეობას, მაშინ ისინი დატოვებენ მიტინგს პროტესტის ნიშნად".

გამოდის, რომ პარლამენტის ყოფილ სპიკერს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ახალა პარტია "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო"-ს ხელმძღვანელია, ოპოზიციონერები შეეგუენ, აი ყოფილ პრემიერ მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს კი - ვერა? თუმცა ცოტა არ იყოს ეს ყველაფერი უცნაურია. თავად ფაქტი თავისთავად ოპოზიციის რიგებში განხეთქილებას ადასტურებს და ამის ნიშნები სხვათაშორის იმედების მომცემი მიტინგების დასაწყისშივე გაჩნდა. მაგალითად "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წინააღმდეგობის მეორე დღესვე განაცხადა, რომ ოპოზიციური ლიდერები მზად არიან აწარმოონ დიალოგი ხელისუფლებასთან. თავის მხრივ გაერთიანებული ოპოზიციის თავკაცმა ლევან გაჩეჩილაზემ და "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაზემ განაცხადეს , რომ პოროტესტანტების ერთადერთი მოთხოვნა - პრეზიდენტის გადადგომაა.

კიდევ ერთიც, შეკრებილები გახდნენ სამი ქართველი ქალის ურთიერთობების გარჩევის მოწმეები, რომელთათვისაც პოლიტიკა მათი ცხოვრების საქმედ იქცა. მაგალითად, პარტია "იმედი"-ს ლიდერი ირინა სარიშვილი, იგორ გიორგაძის თანამებრძოლი, ქართული მასმედიის ინფორმაციით, ტრიბუნაზე სიტყვით არ გამოვიდა, მის მიმართ რიგი გამოჩენილი ოპოზიციონერების ნეგატიური დამოკიდებულების გამო. "იგორ გიორგაძის იდეოლოგიის მატარებელი, ადამიანები და მკვლელები გია ჭანტურიასი - განაცხადა გოგა ხაინდრავამ - არ შეიძლება საქართველოში ოპოზიციის გვერდით იდგნენ". თავად სარიშვილი თვლის, რომ მისთვის " კატეგორიულად მიუღებელია ნინო ბურჯანაძის გვერდით დგომა". უკანასკნელს კი, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა ექს მინისტრთან და "საქართველოს გზის" ლიდერთან სალომე ზურაბიშვილთან. იმასაც ამბობენ, რომ თავის დროზე სააკაშვილმა ზურაბიშვილი თანამდებობიდან, ნონო ბურჯანაძის დაჟინებული თხოვნით გაათავისუფლა.

ოპოზიციონერბმა არაერთხელ მოუწოდეს ერთმანეთს დავივიწყონ წარსული წყენა და საეთო მიზნისთვის ანუ სააკაშვილის გადადგომისთვის გაერთიანდნენ. თუმცა არც ისე ადვილია კეთილიშობილური ზრახვების განხორციელება. გარდა ყველა ზემოტ აღნიშნული უთანხმოებებისა, გამოიხატა აშკარა ურთიერთ გაუგებრობა წმყვან ოპოზიციურ ლიდერებს: ირაკლი ალასანიასა და ნინო ბურჯანაზეს შორის.

ნინო ანზორის ასული კატეგორიულად აცხადებს, რომ ერთადერთი, რის შესახებაც შეიძლება საუბარი გაიმართოს - ეს პრეზიდენტის გადადგომაა და ამის განხილვა მხოლოდ პირდაპირ ეთერში უნა მოხდეს. "ალიანსი საქართველოსთვის" მთავრობისგან კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვს, ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას, შ.ს.ს-ს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოხსნას. ტელე "იმედის" კანონიერი მეპატრონეებისთვის დაბრუნებას და მასმედიის სრულ თავისუფლებას. თუ კი, ხელისუფლება შეასრულებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას "ალიანსი საქართველოსთვის" მზად არის მოხსნას მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გადადგომის შესახებ"- შეატყობინა ქართულ მასმედიას, როგორც Nregion აქვეყნებს, ალიანსის ერთერთმა წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100