RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ეროვნული დაპირისპირების თავისებურებები რუსთაველზე

14.04.2009  |  17:29

3/7/6/2376.jpegდაპირისპირების მე-5 დღეს, რომელიც 9 აპრილს დაიწყო, მხოლოდ რამდენიმე არცთუისე მნიშვნელოვან ინციდენტზე შეიძლება საუბარი - ხელისუფლება და ოპოზიცია ნაგავზე და პარლამენტის მოედანზე ტუალეტების საკითხებში ვერ გაერკვენ. აქვე უცნობებმა დაანგრიეს ოპოზიციის ნაუცბადევად აღმართული კარვის ტიპის პრეს-ცენტრი. კვლავინდებურად უთანხმოების გამომწვევად რჩება რუსეთთან დამოკიდებულება.

11 აპრილს მიტინგების მე-3 დღეს ქართულმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისათვის. როგორც PanARMENIAN.Net - ი იუწყება ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა. თუმცა მისი განცხადებით ეს გამორიცხავს რუსეთის ჩარევას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობას ქართული ოპოზიციის საპროტესტო აქციებში.

სწორედ კითხვამ: იმეგობრონ თუ არა რუსეთთან და საერთოდ რა მოიმოქმედონ რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ოპოზიციის რიგებში, რომელიც უამისოდაც არ გამოირჩევა ერთიანობით უთანხმოება გამოიწვია. ამგვარად „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-ს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სწორედ კრემლთან მჭიდრო კავშირებში და ჩრდილოეთიდან დაფინანსების მიღებაში სდებს ბრალს აცხადებს: „დღეს ქართულმა სახელმწიფო კომპანიებმა გაავრცელეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, იმის შესახებ, რომ რუსეთი მზადაა ქართულ ოპოზიციას დახმარება აღმოუჩინოს. ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება გარედან. თავად მოუვლით ჩვენს ქვეყანას. მოვუწოდებთ ყველას არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში, რადგან მხოლოდ ქართველი ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება მის სათავეში". მართალია, ნინო ანზორის ასულმა დანამდვილებით არ ფლობს ინფორმაციას მართლა გააკეთა თუ არა სერგეი ლავროვმა მსგავსი განცხადება.

შიდაპოლიტიკური უთანხმოების მორევში მოხვედრილი ქვეყნის ხელისუფლება და მისი ოპონენტები გაძლიერებულად ლაპარაკობენ „რუსულ კვალზე". სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ყველა ქართველი პოლიტიკოსი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იმით აფასებს აწყობს თუ არა ეს მოსკოვს. კრემლის ხელი მათთან კვლავაც ყველგანაა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი გადადგომა ძირითადად უნდათ უმუშევრებს, რომლებმაც რეფორმების შედეგად სამსახური დაკარგეს, ასეთი კი 250 ათასი ადამიანია. „ამ ადამიანების დიდმა პროცენტმა ახალ ეკონომიკურ სიტუაციაში თავისი ადგილის პოვნე ვერ შეძლო. კორუფციასთან და კრიმინალებთან ბრძოლის შედეგად ჩვენ ათასობით ადამიანი დავაპატიმრეთ. ყველა მათი ნათესავი ეხლა ქუჩაში გამოვიდა და ჩემს გადადგომას მოითხოვს" - აღნიშნა სააკაშვილმა. აქვე მან თქვა, რომ უმუშევარ ოპოზიციონერებს რუსი ოლიგარქები აფინანსებენ: „მე მაქვს ამის დოკუმენტალური მტკიცებულება, რომელსაც ჯერ არ ვაქვეყნებ. რუსეთიდან წამოსული ფული, რუსეთის ხელისუფლების ზედამხედველობით მოდის თუ არა ეს არ ვიცი".

საიდუმლო არ არის, რომ რუსეთში ფული ბევრმა ქართველმა იშოვნა, რომლებიც ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარების მხარდასაჭერად გამოდიან. თუმცა ბევრი „ახალი ქართველი", რომლებმაც „რევოლუციური ვარდების" ეკლების გამო სამშობლო დატოვეს ევროპაში ცხოვრობენ და ასევე აკრიტიკებენ ამჟამინდელ მთავრობას. რა, მათაც ანტი-ქართული პოზიცია აქვთ? ხომ არ გამოდის ისე, რომ ოფიციალური თბილისი გამოდის ყველა ქართველის წინააღმდეგ, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

თუმცა დასავლეთთან დამოკიდებულებაში მიხეილ ნიკოლოზის ძე ცდილობს ემოციები მოთოკოს და უფრო რბილ სიტყვებს არჩევს. პრეზიდენტის განცხადებით , მას არ სწყინს, როცა მას აკრიტიკებენ საქართველოში, მაგრამ იგი არ მოელოდა, რომ დასავლეთი შეაჩერებდა თავის ურთიერთობებს საქართველოსთან. „საფრანგეთის დელეგაციამ საკუთარი ვიზიტი გადადო. თურქულმა და არაბულმა კომპანიებმა კონტრაქტებზე ხელმოწერა შეაჩერეს. რა მოუვიდა ამ ხალხს? ჩვენც გადავდოთ ვიზიტები პარიზსსა და სტრასბურგში, როდესაც იქ ქუჩის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს?!" - განაცხადა იმავე ინტერვიუში Newsweek - თან მიხეილ სააკაშვილმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100