RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული ბიზნესის სააპრილო ჩიხი

16.04.2009  |  10:34

3/9/4/2394.jpegვნების კვირის პირველ დღეებში საქართველოში, არასახუმარო ვნებათაღელვა გაჩაღდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. საქმე იმაშია, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირებაში, ბიზნესმენებიც ჩაერთნენ. ზოგი ბარაკიდაების იქითა მხარეს დადგა, ზოგი კი აქეთ. კონფლიქტის ცეცხლს, ნავთი გადაასხა საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) -ს თავმჯდომარე - ფადი ასლიმ, რომელმაც განაცხადა, რომ "ოპოზიცია საქართველოში ბიზნესს კლავს".

ამჟამად ICC თავკაცი ქართველ ბიზნემსენებთან გაცხარებულ მიმოწერაშია და ღია რეჟიმში პასუხობს მათ ბრალდებებს. ფადი ასლის საკუთარი დაპირისპირება დაეწყო, ქართული პოლიტიკური და ბიზნეს- ელიტის გარკვეულ ნაწილთან. საპროტესტო აქციების დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე. ოპოზიციის მისამართით ლიბანელი ბიზნესმენის ერთი შეხედვით უწყინარი მოწოდებით დაიწყო ყველაფერი. ფადი ასლი აფრთხილებდა ოპოზიციას, რომ უვადო საპროტესტო აქციები, ეკონომიკისთვის სახიფათოა. პოტენციურმა ინვესტორებმა შესაძლოა უარი თქვან საქართველოსთან თანამშრომლობაზე.

ოპოზიციონერებმაც პასუხი არ დააყოვნეს. პარტიის "ახალი მემარჯვენეები" ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ფადი ასლი და ზოგიერთი ქართველი ბიზნესმენი, ხელისუფლების დავალებას ასრულებს. "თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები, ხელს უშლის მათ ბიზნესის მართვაში. ცოტა უხერხულია, როცა ფადი ასლი აცხადებს, რომ მის ბიზნესს დაბრკოლებები ექმნება. როგორც ჩვენ ვიცით, ფადი ასლი წლების განმავლობაში ფულს ქართველი ხალხზე, ქათმის ბარკლების გაყიდვით შოულობდა. პრობლემას წარმოადგენს არა საპროტესტო აქცია პარლამენტთან, არამედ საშინაო, საგარეო და პოლიციური პოლიტიკა მერაბიშვილ-სააკაშვილისა",- უკმაყოფილებას ვერ ფარავდა გამყრელიძე 11 აპრილს გამართულ მიტინგზე.

საქართველოს ეკონომიკის ექს-მინისტრმა და ამჟამად ამ დარგის ექსპერტმა ლადო პაპავამ, 13 აპრილს ღია წერილი გაუგზავნა: ფადი ასლის, მასთან ერთად კი, ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს. პაპავას თქმით, ქვეყანაში სტაბილურობაზე პირველ რიგში ხელისუფლება აგებს პასუხს. "საზოგადოებაში მასობრივი საპროტესტო განწყობილება, რომ არ ყოფილიყო, ოპოზიცია ვერ შეძლებდა ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანას. ის, რომ საპროტესტო აქციები მავნებელია ეკონომიკისათვის ყველამ იცის, მაგრამ ბიზნესმენებს ადრესატი შეეშალათ - უპრიანი იქნებოდა ხელისუფლებისთვის მიგემართათ, რომელთა გაუაზრებელმა პოლიტიკამაც გამოიყვანა ადამიანები ქუჩაში".- თვლის ექსპერტი.

თითქოს ყველაფერს, ამით შეიძლებოდა დასმოდა წერტილი. ბოლოს და ბოლოს, შიდაპოლიტიკური პრობლემები - იმათი საქმეა, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ქართველი მეწარმეები თავად გაერკვევიან ყველაფერში: ბიზნესის მართვის პირობებშიც და იმაშიც თუ რას დაიცავენ ისინი. თუმცა, მაშინ საქართველო საქართველო არ იქნებოდა, თუ კი ურთიერთ წინააღმდეგობის მუხტი, გრიპის ვირუსივით არ გავრცელდებოდა. ფადი ასლიმ გადაწყვიტა რევანში აეღო და უპასუხა ქართველ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს. როგორც "ბიზნეს საქართველო" აქვეყნებს, ICC-ის თავკაცმა სპეციალური განცხადებით მიმართა დავით გამყრელიძეს. რომელშიც ფადი ასლი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის რიგი განცხადებები, მუქარის ტონით იყო გაკეთებული. ფადი ასლისგან, ლადო პაპავასაც მოხვდა. ლიბანელმა ნიზნესმენამ, პირადი პატივისცემ გამოხატა მის მიმართ და განაცხადა, რომ ვინაიდან პაპავა ოპოზიციონერია, ამის გამო მისი როგორც ექსპერტის აზრი, არ არის გასათვალისწინებელი. ამასთანავე ფადი ასლი ხოტბას ასხამს და იწონებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხოლო ოპოზიციის ქმედებებს, დაწყებული 2007 წლის ნოემბრიდან, 9 აპრილის საპროტესტო აქციებით დამთავრებული - ბიზნესთან მიმართებაში "არამეგობრულად" აფასებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100