RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

შეარიგებს თუ არა ევროკავშირი სააკაშვილს ოპოზიციასთან?

17.04.2009  |  16:34

4/2/4/2424.jpegევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში პიტერ სემნები 16 აპრილს საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა: „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერს ირაკლი ალასანიას, პარტიის „საქართველოს გზა" ხელმძღვანელს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს. შეხვედრის თემა იყო ხელისუფლებასთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან, დიალოგის მომზადება. გამოუვა თუ არა ევროკავშირს საქართველოში დაძაბულობის განმუხტვა?

პირდაპირი კონტაქტები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს, წლის დასაწყისიდან ფაქტიურად არ არსებობს. დიალოგისკენ მოწოდებები პრეზიდენტის მომხრე „ნაციონალური მოძრაობისგან" მხოლო ტელეეთერებში ისმის. ისინი ურთიერთპრეტენზიების მორევში იძირებიან, რაც კიდევ უფრო მეტად ძაბავს სიტუაციას. შუამავალთა როლის საკუთარ თავზე აღებას ცდილობენ წამყვანი პოლიტოლოგები, რომლებიც გაერთიანდნენ „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში". ამ დღეებში ისინი შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და ოპოზიციასთანაც გეგმავენ მოლაპარაკებას.

ახლა საქმეს ხელი პიტერ სემნებიმაც მოკიდა, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, როგორც ქართული მასმედია იუწყება, ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებასთან მოლაპარაკების თაობაზე საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ. „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პიტერ სემნებისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის სააკაშვილთან შესახვედრად. მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ ერთ საკითხზე აწარმოებს - რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ მზად არის მოისმინოს ხელისუფლების შემოთავაზებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერების სემნებისთან შეხვედრაზე „ალიანსს საქართველოს" კიდევ წარმოადგენდა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დროს საუბარი იქნება სააკაშვილის გადადგომაზე. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ის ოპოზიციური ძალები, რომლებსაც სურთ პრეზიდენტთან შეხვედრა, არ არიან წინააღმდეგი მსგავს შეხვედრაში ოპოზიციის სხვა წევრების მონაწილეობისა.

ეს ეხება სალომე ზურაბიშვილს, რომელის აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დიალოგის წარმოების ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავს. „მინდა გკითხოთ: თუკი ხელისუფლება ჩვენ რუსეთის აგენტებად მიგვიჩნევს, რა დიალოგის წარმოებას აპირებს ის აგენტებთან?"-მიმართა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს. მას დიალოგის წარმოებისთვის საკუთარი პირობები აქვს: „სააკაშვილთან შეხვედრისთვის და მოლაპარაკებისთვის მზად ვართ მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი ეს მოხდება საჯაროდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნის ირგვლივ - მისი გადადგომის". ასეთივე პოზიცია აქვთ კონსერვატორებს. „ღია შეხვედრაში, სადაც სააკაშვილის გადადგომის საკითხი დადგება, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ",- განაცხადა მათმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

კონსერვატორების სხვა წარმომადგენელი კახა კუკავა ამტკიცებს: „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაში მიდის დავა ამ საკითხზე - გარკვეული ძალები სააკაშვილის გადადგომას უჭერენ მხარს, სხვები კი ამის წინააღმდეგ გამოდიან". მოკლედ, თავად მიხეილ სააკშვილს დიალოგზე თანხმობა არ განუცხადებია. საუბარია მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრაზე, რომლებიც მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საკითხი, გარდა პრეზიდენტის გადადგომისა. ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ მზად არის ოპოზიციასთან ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის, გარდა სააკაშვილის გადადგომისა: „ეს არასწორი და არასერიოზული საქციელი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ომის პირობებში ვართ რუსეთთან".

ნებისმიერ შემთხვევაში, დიალოგის დანიშვნის მცდელობაც კი დიდი მიღწევაა საქართველოს ქრონიკული მოულაპარაკებლობით დაავადებული პოლიტიკოსებისთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100