RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააღდგომო ტაიმ-აუტი შესაძლოა ოქრუაშვილმა დაარღვიოს

20.04.2009  |  09:30

4/3/0/2430.jpegსააღდგომო დღესასწაულებზე, არასამუშაო დღეებში 17-20 აპრილს ქართული ოპოზიცია ტაიმ-აუტს იღებს, მაგრამ იმპროვიზირებული ციხის საკნებს, რომლებიც პოლიციის თვითნებობის სიმბოლოა: პრეზიდენტის რეზიდენციასთან, კარვების ქალაქს პარლამენტის კედელთან და საზოგადოებრივ ტელევიზიასთან, არ აიღებენ. აღდგომის შემდეგ ოპოზიცია პირობას დებს, რომ საბოლოო და გადამწყვეტ ბრძოლას გამართავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ დროს შედგება დიალოგი ან სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდება, თუ კი ოპონენტები საერთო ენას ვერ გამონახავენ.

უნდა აღნინიშნოს, რომ 15 აპრილს ქართული ოპოზიცია ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა, არდგომის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თავიდან განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებს არ გამართავდნენ, მოსახლეობის უმრავლესობა ხომ ეკლესიის კანონებს მოწიწებით ეკიდება. შემდეგ როგორც ქართული პრესა წერს „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:„ ვთვლით, რომ აქციების და შენობების პიკეტირების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. პროტესტი აღდგომის დღეებში, არ უნდა შეწყდეს". თავის მხრივ პარტია „საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „არ იქნება გამოსვლები, არ იქნება მუსიკა, თუმცა აქციები არ შეწყდება. აქვე გვერდით არის ეკლესია, სადაც მოქალაქეები შეძლებენ სანთლების დანთებას".

ოპოზიციის ლიდერები პირობას იძლევიან, რომ 21 აპრილიდან ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა აგორდება და აქციები რეგიონებშიც დაიწყება. „აღდომის შემდეგ დაიწყება პროტესტის მე-3 და საბოლოო ტალღა, რომელიც გამარჯვებით დასრულდება" - ირწმუნება ზურაბიშვილი. შეძლებენ კი, ოპოზიციონერები შეტევაზე გადასვლას? მომიტინგეთა რაოდენობა ხომ ყოველდღიურად მცირდება, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი, სააკაშვილის პოლიტიკით გაწბილებულია. სოციალური კვლევების შედეგებით, რომელიც Gullup და IPM ჩაატარა მოსახლეობის მხოლოდ 26 პროცენტი აფასებს დადებითად პრეზიდენტის მოღვაწეობას, მაგრამ ამასთანავე ქართველების მხოლოდ მესამედს სჯერა ოპოზიციის გამარჯვებისა. ასეთივეა ყოველკვირეული გამოცემამ „კვირის პალიტრ"-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც. საზოგადოების ამგვარ განწყობას ექსპერტები იმით ხსნიან, რომ: ოპოზიციამ ჭეშმარიტი გაერთიანება ვერ მოახერხა, მას არ ჰყავს ქარიზმატული ლიდერი და აქამდე არ არის წარმოდგენილი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის, რეალური პროგრამა.

თუმცა, ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას და სააღდგომო ტაიმ-აუტის წინ ხელისუფლებას ისევ დაემუქრნენ საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენით, რომელიც „თავის სიტყვას იტყვის" - განაცხადა მიტინგზე ექს- მინისტრის მიერ დაარსებული პარტიის „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" ერთ-ერთმა აქტივისტმა თეა ტლაშაძემ. გვატყობინებს "ნოვოსტი-გრუზია". აქციების დაწყებამდე ამავე პარტიის გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ არაერთგზის განაცხადა, რომ ოქრუაშვილი თბილისში გაზაფხულზე ჩამოვა, მაგრამ შერისუხული პოლიტიკოსის უსაფრთხოების მიზნით, თარიღი არ დაუზუსტებია.

პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ახლო წარსულში მომხდარი ინციდენტი თურქულ თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ვაზიანის სამხედრო აეროდრომის დასაფრენ ბილიკზე დასვეს, სწორედ ქართველ „ქორთან" იყო დაკავშირებული. თითქოს „ხელისუფლება თვითმფრინავში ოქრუაშვილს ეძებდა". ოფიციალური ვერსიაა - თურქი პილოტის არაკომპეტენტურობა, რომელმაც, როგორც ქართული მედია იუწყება, ამ იციდენტის გამო სამსახური დატოვა. მიუხედავა ამისა, თეა ტლაშაძე ირწმუნება , რომ მგზავრებს შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოგვარე იყო, ამიტომაც დასვა ხელისუფლებამ თვითმფრინავი მოშორებით და მას სამხედროების და პოლიციელების ალყა შემოარტყა. „საქართველოს ხეისუფლებამ ამდენი მგზავრის სიცოცხლე, იმიტომ ჩააგდო საფრთხეში, რომ პანიკურად ეშინიათ სახიფათო ოპონენტის ანუ ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენისა" - ტლაშაძის ციტირებას ახდენს „ვზგლიადი".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100