RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გადაიდება თუ არა სააკაშვილის გადადგომა?

21.04.2009  |  10:21

4/4/8/2448.jpegევროპელი „მშვიდობის მტრედის" - ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების - შეხვედრა ხელისუფლების მოწინააღმდეგეებთან შედგა. სემნების ვიზიტის ბოლო აკორდი იყო საქართველოს ექსპერტების საზოგადოებასთან შეხვედრა. ევროკავშირი ოპოზიციას ურჩევს „გვერდით მოიტოვოს" პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა, ქვეყნის ხელისუფლებას კი დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს. მხარეებმა მოისმინეს რჩევები, მაგრამ, როგორც ჩანს, თავიანთ აზრზე დარჩნენ.

რეგიონში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელთან პიტერ სემნებისთან საუბრის შემდეგ ქართველმა ექსპერტებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ კონტაქტი მოწინააღმდეგე მხარეებს შორის გარდაუვალია: „თუმცა არსებობს უამრავი ტექნიკური პრობლემა. მათ შორის დღის წესრიგსა და მოლაპარაკებების წარმოებასთან დაკავშირებით. მე ვთვლი, რომ მედიატორის როლი წარმატებით შეუძლია შეასრულოს ლიტვის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს". გიორგი ხუციშვილის აზრით, პირველ რიგში საჭიროა მოლაპარაკების მოდუსის პოვნა: „დიალოგი იქცა რაღაც სალანძღავ სიტყვად, მთავარია, რომ ჩვენ შევთავაზოთ მხარეებს დილოგის ისეთი ფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება თითოეულისთვის საკუთარი წინადადებების წამოყენება". ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ დიალოგი უნდა ჩატარდეს წინასწარი პირობების წამოყენების გარეშე". ვლადიმერ პაპავა კი იმისკენ იხრება, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს ხალხის აზრიდან გამომდინარე და საუკეთესო გზას რეფერენდუმში ხედავს.

რადიოსადგური „კომერსანტი" ქართულ რადიო „თავისუფლებაზე" მითითებით იუწყება, რომ ევროკავშირი ოპოზიციას ურჩევს უარი თქვას გადადგომის მოთხოვნაზე. თავად სემნები ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს: „ორივე მხარე დათმობებზე უნდა წავიდეს, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს მოთხოვნა „გვერდით უნდა გადაიდოს" და დაიწყოს მოლაპარაკებები სოციალურ-ეკონომიკურ და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ეს დიალოგი არ გამოიყენოს როგორც ოპოზიციაზე ზეწოლისა და მარგინალიზაციის საშუალება". სემნებიმ ხაზი გაუსვა, რომ თუკი არსებული პრობლემები ახლავე არ გადაიჭრება, გამორიცხული არ იქნება რეციდივი. ანალოგიური სიტუაცია შეიძლება განმეორდეს ორი, ოთხი ან თორმეტი თვის შემდეგაც.

ჯერჯერობით კი ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მხოლოდ „ალიანსი საქართველოსთვის" არის მზად. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სემნებისთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძველებურად ცდილობს ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას. მან მოყვანა ასეთი მაგალითი: ალასანიამ თქვა, რომ მზად არის სააკაშვილთან დიალოგისთვის და დღის წესრიგში დადგება მისი გადადგომის მოთხოვნა, ხოლო ტელეკომპანიამ „რუსთავი 2" გადმოსცა, რომ ალასანია მზად არის გაესაუბროს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც დიალოგის ფარგლებში.

ბურჯანაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ოპოზიციური პარტიებიდან არცერთი „არც ხვალ და არც ზეგ" არ შეცვლის თავის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დიალოგის ერთადერთი შესაძლებელი ფორმა შეიძლება იყოს მხოლოდ „პრეზიდენტის უსწრაფესი და უმტკივნეულო გადადგომა". თავის მხრივ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" (ირაკლი ოქრუაშვილის პარტია) ლიდერმა ეკა ბესელიამ, რომელიც ასევე შეხვდა პიტერ სემნების, გაიმეორა: „სააკაშვილმა ამოწურა თავისი რესურსი" და „მხოლოდ მშვიდობიანი წასვლა შეიძლება გახდეს განხილვის საგანი და არა ის, რომ უარი ითქვას მისი გადადგომის მოთხოვნაზე". ანალოგიური პოზიცია უჭირავთ „ეროვნული ფორუმის" და „ალიანსი თავისუფლებისთვის" ლიდერებს.

„საზოგადოება ვერ შეურიგდება იმას რომ სააკაშვილი თანამდებობაზე დარჩეს, ამიტომაც ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოხდეს მისი გადადგომა, ჩვენ ამის კონსტიტუციური უფლება გვაქვს",- განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსულმა კონსტანტინე გამსახურდიამ, პარტია „ერთობის" ლიდერმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100