RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ფსიქოლოგიური შეტევა გრძელდება

21.04.2009  |  16:54

4/5/8/2458.jpegსაპროტესტო კვირა თბილისში დაიწყება 21 აპრილს, ოთხ დღიანი სააღდგომო ტაიმ-აუტის შემდეგ. ოპოზიციისა და ხელისუფლების წინააღმდეგობის პაუზა ირღვეოდა ორივე მხრიდან წამოსული მწარე განცხადებებით. ექსპერტები სამშაბათიდან „ცხელი კვირის" დასაწყისს ვარაუდობენ. თბილისური წინააღმდეგობა, რომელიც 9 აპრილს დაიწყო, უკვე მონათლეს „ფსიქოლოგიურ ომად" ან „ნერვების ომად".

გამარჯვებული იქნება ის, ვისაც ნერვები გაუძლებს - ასეთ პროგნოზს იძლევა ქართველი ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა. ხელისუფლებას ნერვები უმტყუნებს, სულ იმეორებენ ოპოზიციის ლიდერები მორიგი ჩალურჯებების შემდეგ, რომლებსაც ღამის საათებში, გაურკვეველ ვითარებაში იძენენ მათი მომხრეები. თბილისში უკვე სერიოზულად ალაპარაკდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ზონდერბრიგადებზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი საკუთარ საპატრულო „პოლიციასაც" კი ქმნის. 21 აპრილიდან ოპოზიციას მისი მომხრეები დაიცავენ.

გასული კვირის ბოლოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვას, სადაც მოუწოდებდნენ, რომ არიდებოდნენ ძალადობას და ქვეყანაში ესკალაციას და ეიძულებინათ ორივე მხარე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც - ყველა საკითხი გადაეჭრათ დიალოგის გზით. საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფი ორივე მხარეს მოუწოდებს, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები „დღის ორმაგი წესრიგით", რომლის დროსაც განხილული იქნება ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი წინადადებები. „გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების აზრები მოლაპარაკებების თემაზე ერთმანეთს არ ემთხვევა, რის გამოც პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედის, მოლაპარაკებები უნდა ჩატარდეს დღის ორმაგი წესრიგით: განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ წამოყენებული საკითხები. თანაც, აუცილებელი პირობაა ის, რომ უზრუნველყოფილი იქნას მოლაპარაკებების პროცესის შესაბამისი გამჭვირვალობა",- საუბარია განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს 18 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრებმა, იუწყება Civil Georgia.

მიმართვას შეუერთდნენ ჟურნალისტები ზვიად ქორიძე, ლაშა ტუღუში, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე. საზოგადო მოღვაწეები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს მოსახლეობის საპროტესტო აქციები სავსებით კანონიერია და შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. განცხადებაში მითითებულია, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას მოქალაქეების უფლებები, მათ შორის პროტესტის გამოთქმის უფლება და არ უნდა გაიმეოროს 2007 წლის ნოემბრის შეცდომები.

ამასობაში ნერვების ომი გრძელდება. ხელისუფლება დასწრებაზე წავიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია: შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი ზონდერბრიგადები არ არსებობს. ოპოზიცია სპეციალურად ამწვავებს სიტუაციას და საზოგადოების დეზინფორმირებას ახდენს.

გამოიყენეს აპრობირებული მეთოდები - ვიდეოჩანაწერები და აღიარებითი ჩვენებები. ამჯერად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ჯაბა კოკაიას, ოპოზიციური მიტინგის ერთ-ერთი ნაცემი მონაწილის, ჩვენება, რომელიც მან მისცა გამოძიებას 17 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ჯაბა კოკაია ამბობს, რომ ის მიტინგის შემდეგ პირად საქმეებზე წავიდა სოფელ ლილოში, სადაც მოუვიდა ჩხუბი საგზაო ინციდენტის გამო. მისი ჩვენების თანახმად, ოპოზიციამ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენა ეს კერძო შემთხვევა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკურ წინააღმდეგობასთან. „მე დავბრუნდი მიტინგზე და შევხვდი რამოდენიმე ადამიანს. მათ მკითხეს, თუ რა მოხდა, მე ავუხსენი, რომ ვიჩხუბე. მათ კი მითხრეს - მოდი, ეს ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და ვთქვათ, რომ შენ ზონდერბრიგადამ გცემა. მე ცოტა ნასვამი ვიყავი, ცოტა შოკშიც და მათ დავეთანხმე",- კოკაიას ციტირებას ახდენს GHN. იმ ოპოზიციონერების სახელებს, რომლებმაც ეს შემთხვევა ხელისუფლებას მიაწერეს, კოკაია არ ასახელებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100