RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პატრიარქის სააღდგომო გზავნილის აღქმის სირთულეები

23.04.2009  |  09:47

4/7/8/2478.jpegსააღდგომო მიწყნარების შემდეგ, ოპოზიციამ საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა წამოიწყო. იმედი იმისა, რომ დიდებული დღესასწაული გაანელებს ვნებათაღელვას და პატრიარქის ილია მეორის მოწოდებით, ოპონენტები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, ჯერ არ გამართლდა. ილია მეორემ თავის სააღდგომო ქადაგებაში მიუთითა ვექტორი, ქვეყნის ამჟამინდელი პრობლემების გადასაწყვეტად. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს, საკაშვილმა გაიმეორა პატრიარქის ეპისტოლეში გაჟღერებული მიმართულებები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საკუთარ სააღდგომო ქადაგებაში ისაუბრა, ქვეყნის ხელისუფლების პასუხიმგებლობაზე. "ყველაზე დიდი უფლებებითაა აღჭურვილი და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას".- GHN-ს მოჰყავს სიტყვები მისი ქადაგებიდან. მთავარი ნაციონალური ამოცანების გარდა, პატრიარქმა მოუწოდა:" ტერიტორიული უასაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, დავიცვათ სულიერი და ნაციონალური სიმდიდრეები" და ასევე რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისკენ. ეს პატრიარქის პირველი მოწოდება როდია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის, საზოგადოებრივ დონეზე დიალოგის დაწყებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ილია მეორემ პირველმა მოინახულა მოსკოვი გასული წლის დეკემბრის ბოლოს, რათა გამოთხოვებოდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პარიარქს ალექსი მეორეს. შედგა მისი პირადი შეხვედრა და საუბარი დიმიტრი მედვედევთან. სწორედ ამ დროიდან აღდგა ორ ქვეყანას შორის დიალოგი. თბილისში დაბრუნებისთანავე, ქართული ეკლესიის წინამძღოლმა ხაზგასმით აღნიშნა:" მე ვთვლი რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს ძალისხმევა, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის მშვიდობიანად აღდგენისათვის". უკვე ერთი კვირი შემდეგ, მოსკოვში ჩავიდა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დელეგაცია, რათა განეხილათ დაგროვებული პრობლემები რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებთან.

საკუთარ პატრიარქს, ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია აღიქვამს როგორც ბურჯს და საყრდენს ძნელბედობის ჟამს. სწორედ ის მოუწოდებდა "საღი აზრისკენ", როდესაც "ვარდების რევოლუციამ" დაიქუხა. სწორედ ის, არიგებდა მთავრობასა და ოპოზიციას, გასული წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ. საქართველოს საზოგადოების უმეტეს ნაწილს მიაჩნია, რომ სწორედ ილია მეორეს შეუძლია ახლა ქვეყნის გადარჩენა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ჩიხიდან სწორი გამოსავლის პოვნა. ვინაიდან, ქარველები პოლიტიკური პრობლემების სიმძიმის გარდა, დიდი ჯაფით მოიპოვებენ ლუკმა პურს, რათა ოჯახი გამოკვებონ. ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში, მთავრობას შესთავაზა საგადასახადო ამნისტია ჩაატაროს. ( ანალოგიური იდეა ოპოზიციის წარმომადგენლებამაც გამოთქვეს).

პატრიარქის სიტყვებით, მსოფლიო ფინანსური კრიზისი, მწვავედ შეეხო ქართულ ბიზნესს და საერთოდ ქვეყნის მოსახლეობას. სწორედ ამიტომ საჭიროა ქმედითი ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ სამუშაო ადგილების შემდგომი შემცირება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქის აღიარებით, მან მოცემულ საკითხათან დაკავშირებით, კონსულტაციები ჩაატარა წამყვან ეკონომიკურ ექსპერტებთან. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ხელისუფლება პატრიარქს მაინც დაუგდებს ყურს. პარტია "წარმოება გადაარჩენს საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ სააგენტოსთან Interpressnews საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქის ეპისტოლეში გაჟღერებულ საკითხებს, ხელისუფლება განიხილავს.

პატრიარქმა განსაკუთრებულად აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პრობლემები:" დღეს კახელ გლეხებს სოლიდურ თანხებს სთავაზობენ იმისთვის, რომ მათ გაჩეხონ ბავშვივით გაზრდილი ვაზი და სხვა კულტურები დათესონ. ამასთან ერთად ყურძნის მოყვანასთან დაკავშირებულ ინტერესს იმითაც კლავენ, რომ ჩაბარებული მოსავლისთვის მინიმალურ ფასს აძლევენ". როგორც რადიო "კომერსანტი" იტყობინება, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უმალ უპასუხა, რომ უარს არ იტყვიან ვაზის შეცვლის პროგრამაზე, ვითომც და "არარენტაბელური ვაზის" შეცვლის ინიციატივა, თავად გლეხებისგან მოდის. ხელისუფლბა კი, მხოლოდ და მხოლოდ გაჩეხილი ვაზის მიწებს ყიდულობს, გექტარს 2000 ლარად (!!!)

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100