RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

კრახისკენ მიმავალი რეფორმები

23.04.2009  |  15:49

4/9/1/2491.jpegსაქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე ვენაში გაემგზავრა, მსოფლიო ბანკის ჯილდოს ჩამოსატანად. მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) ანგარიშის რეზულტატებით, საქართველო აღიარებულია ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად ცენტრალურ აზიასა და ევროპაში.

როგორც, რადიოსადგური "კომერსანტი" გვაცნობებს, IFC-ს ანგარიშიდან გამომდინარე, საქართველო ლიდერობს: ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების რეალიზებისათვის. ანგარიშში 150 ქვეყნის მონაცემები იყო წარმოდგენილი. როგორ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა აღნიშნა, ეს ფაქტი - დიდი წარმატებაა საქართველოსთვის და პირველ რიგში დამატებით ინვესტიციებზე მიგვანიშნებს. მისი სიტყვებით ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეფორმები საქართველოში ნამდვილად რეზულტატიანი იყო.

აქედან გამომდინარე, სრულებით გაუგებარია: ასეთმა წარმატებულმა ლიბერალურმა რეფორმებმა, რატომ მიიყვანა ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისამდე? საერთაშორისო ექსპერტების მიერ საუკეთესოდ შეფასებულმა გარდაქმნებმა, რატომ მიიყვანა მოსახლეობა სიღარიბემდე, თავად ქვეყანა კი - კავკასიაში უმუშევრობის ყველაზე მაღალ მაჩვენებლამდე? მიხეილ ნიკოლაევიჩმაც კი, ცდილობდა რა ოპოზიციის სახე წარმოესახა, რომელიც მეორე კვირაა აფორიაქებს ქვეყანას საპროტესტო აქციებით, აღნიშნა რომ, მისი გადადგომა ძირითადად იმ ადამიენბს სურთ, ვინც რეფორმების შედეგად სამსახური დაკარგა და ასეთი მიახლოებით 250 ათასი ადამიანია. " ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა, ვერ შეძლო საკუთარი ადგილის ეპოვნა ახალ ეკონომიკურ სიტუაციაში. კორუფციასტან და კრიმინალთან ბრძოლის შედეგად, ჩვენ ათასობით ადამიანი ჩავსვით ციხეში. მათი ყველა ნათესავი გამოვიდა ახლა ქუჩაში, ჩემი გადაგომის მოთხოვნით".- განაცხადა სააკაშვილმა.

და რაშია მაშინ რეფორმირების არსი? ანალოგიურ რეიტინგს IFC ყოველწლიურად წარმოადგენს. მაგალითად 2006 წელს საქართველო ასევე სცნეს ლიდერად, ეკონომიკური რეფორმების ტემპების გამო: შედარებით უფრო ადვილი გახდა კერძო ფირმის დარეგისტრირება, კრედიტის აღება და თანამშრომელთა შტატის აყვანა. თუმცა, სასურველ კეთილდღეობამდე მოქალაქეები ამ ნოვაციებმა ვერ მიიყვანა. ასე რომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ ბიზნეს წრეებში IFC-ს ანგარიშს არაერთგვაროვან კომენტარებს უკეთებენ. კომპანიის "ნიბა ინვეტ"-ის დამაარსებელი ნიკო ლეკიშვილი აცხადებს, რომ ბიზნესის წახალისების მიზნით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა. " კანონმდებლობის თვალსაზრისით გამარტივდა პროცედურები და შემოღებული იქნა გარკვეული შეღავათები. თუმცა, იმაზე ლაპარაკი გამიჭირდება, რამდენად არის რეალურად საქართველო ევროპაში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა".- ლეკიშვილის ციტირებას ახდენს რადიო "კომერსანტი".

მარავალი ბიზნესმენი საერთოდაც თავს იკავებს კომენტარებისგან, ვინაიდან მათთვის უცნობია, ამჯერად რა კრიტერიუმებით მიენიჭა საქართველოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყნის სტატუსი. აქ ხომ შეჯამებულია ხუთწლედის შედეგები. სხავათაშორის 2008 წელს IFC-ემ ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანად აზერბაიჯანი აღიარა. როგორც იტყობინებოდა Day.az, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა განცხადება და საკუთარ ხალხს ამასთან ერთად მსოფლიო აზერბაიჯანელი ხალხის სოლიდარობის დღე და ახალი წელი მიულოცა. " ეს უდიდესი მიღწევაა, რომელიც ასაბუთებს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, აზერბაიჯანში ემსახურება ქვეყნის ყოველმხრივ განვითარებას და აძლიერებს მას".- ალიევის ციტირებას ახდენდნდა მაშინ აზერბაიჯანული მედია.

მაგრამ ხუთწლედში, როგორც გამოაშკარავდა, მაინც საქართველომ გაიმარჯვა. სხვათაშორის ქართული ეკონომიკის მამამთავარი კახა ბენდუქიძე, წელს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს სწორედ მან განაცხადა, სამშობლოში დაბრინებისას, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს და არა ხელი შეუშალოს ბიზნესს და ამას დაამატა, რომ საქართველოში სინდისის გარდა, ყველაფერო იყიდება. კანონმდებლობამ მართლაც განიცადა რეფორმირება, მაგრამ... 90-იან წლებში გაჩრებულ საწარმოები ჯერაც არ ამუშავებულა, ცხოვრების დონემაც ვერ აიწია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100