RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

„იაფი დაზღვევა“ ქართველებისთვის მიუწვდომელია

27.04.2009  |  15:54

5/2/6/2526.jpegმიხეილ სააკაშვილის სიამაყე - ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა ჩავარდა, აცხადებენ ქართველი ექსპერტები. ხალხს სკანდალურ სადაზღვევო კომპანიებთან შეხება ეშინია. ხელისუფლების მიერ რეკლამირებული ხუთლარიანი მომსახურეობის პაკეტის ღირებულებაც 12 თვეზე და ოჯახის წევრთა რაოდენობაზე გადამრავლებით ძალიან მაღალი აღმოჩნდა.

ხუთლარიანი დაზღვევის პროგრამა სადაზღვევო და სამედიცინო სექტორის ახალი დაპირისპირების მიზეზად იქცა - ირწმუნება რადიო „კომერსანტი". წინამდებარე სკანდალზე „ჯორჯიან თაიმსი" მარტის თვეში წერდა. მას შემდეგ ექიმების ბიზნესმენებისადმი უნდობლობა ოდნავაც არ შემცირებულა. მზღვეველები კვლავაც აცხადებენ, რომ მედიკოსები კლიენტებს მათ საწინააღმდეგოდ განაწყობენ და შესაბამისად პრეზიდენტის პროგრამის რეალიზებას ხელს უშლიან. „ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი შესაძლოა ჰოსპიტალის სექტორის არაადეკვატური რეაგირება გახდეს, რომელიც ჩვენთან კონსოლიდირებული მუშაობის ნაცვლად, ხშირად მცდარ ინფორმაციას ავრცელებს" - გულწრფელ აღშფოთებას გამოთქვამს მარტის სკანდალთან დაკავშირებით „არქიმედე გლობალ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ნიკა რამიშვილი. მაშინ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებამ უარი თქვა ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის კლიენტების მიღებაზე, საავადმყოფოს ანგარიშებზე დაგროვილი დავალიანებების გამო.

პროგრამის რეალიზების დამუხრუჭება ავტორების მიერ გაუთვალისწინებელ ისეთ დეტალსაც შეუძლია, როგორიცაა მძიმედ ავადმყოფობის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების პროგრამაში მონაწილეობის არ დაშვება. როგორც რადიო „კომერსანტი" აცხადებს „სახალხო დაზღვევის" გენეტალური დირექტორის გიზო ცაგარეიშვილის განცხადებით ასეთი კლიენტების მომსახურეობა დაზღვევის სისტემას ეწინააღმდეგება, რომელიც გულისხმობს გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ფინანსურ დახმარებას. რა თქმა უნდა, ქრონიკული დაავადებების დიაგნოზის მქონე პირთა დაზღვევა, რომელთაც მუდმივი მკურნალობა ესაჭიროებათ კერძო, კომერციული ორაგნიზაციისათვის უბრალოდ წამგებიანია. მხოლოდ მათ, ვისაც მზღვეველებთან პირველი ხელშეკრულების დადების შემდეგ დაესვათ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი, „სახალხო დაზღვევა" სრულად უნაზღაურებს დიაგნოსტიკის და სამთვიანი მკურნალობის ხარჯებს.

შეგახსენებთ, ხელისუფლება აპირებდა ივნისის ბოლომდე თავის პროექტში ჩაერთო საქართველოს 500 ათასი მოქალაქე, მაგრამ 10 აპრილის მონაცემებით პროგრამაში მონაწილე ყველა ფირმაში სახელმწიფოს დახმარებით მხოლოდ 10 ათასი კლიენტი დაეზღვია, ანუ გეგმის მხოლოდ 2 პროცენტი. რამდენად რეალურია დარჩენილი ორი თვის მანძილზე დანარჩენი 98 პროცენტის მოზიდვა? ალბათ არა და ამიტომაც პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ პროგრამის რელიზაციის ვადა გაიზრდება. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები შემდგომში ექსპერტებმა უკვე გააკეთეს არადამამშვიდებელი დასკვნები: ქვეყანაში, სადაც მძიმე სოციალური მდგომარეობაა „იაფი დაზღვევის" პროგრამის ჩავარდნა ხელისუფლებისადმი უნდობლობაზე მეტყველებს. ამის თაობაზე გაზეთ „რეზონანსზე" დაყრდნობით „ბიზნეს გრუზია" წერს.

მაგრამ ციფრები ოდნავაც არ თრგუნავს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. იქ დარწმუნებულნი არიან, რომ პრეზიდენტის ინიციატივის განხორციელება წარმატებულად მიმდინარეობს. „თუ დაზღვევის მსურველთა რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტი იქნება, ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტის შევსება მოხდება" - ოპტიმისტურად განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ.

სადაზღვევო კომპანიებიც ცდილობენ არ შეიმჩნიონ რომ „იაფი დაზღვევა" კრახს განიცდის. „ალდაგმა" რადიო „კომერსანტის" მონაცემებით პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურეობის პაკეტი უკვე 1 700 მოქალაქეს გაუფორმა. „ჯი-პი-აი ჰოლდინგმა" 6 ათას ადამიანზე მეტი დააზღვია, კომპანიაში აცხადებენ, რომ სადაზღვევო პაკეტის გაყიდვაში ზრდის ტენდენცია აღინიშნება. „ვიმედოვნებთ, რომ 30 ივნისამდე მოქალაქეთა მაქსიმალურ რაოდენობას დავაზღვევთ" - აცხადებენ კომპანიაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100