RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სანამ ჩახალიანი ციხეშია – საქართველო დაშლის ზღვარზეა

29.04.2009  |  13:50

5/5/5/2555.jpegსომეხი პოლიტიკური აქტივისტი ვააგნა ჩახალიანი, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჯავახეთში „მასობრივ არეულობებში მონაწილეობისთვის" ციხეში სცემეს. მისი ადვოკატები საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს ომბუცმენს მიმართავენ, მაგრამ როგორც ჩანს არც მათ და არც საქართველოს ხელისუფლებას ჩახალიანისთვის არ სცალიათ. საქართველოს სომხები თვლიან, რომ სწორედ ასეთმა პოლიტიკამ მიიყვანა ქვეყანა სოხუმის და ცხინვალის დაკარგვამდე.

ვააგნა ჩახალიანი, რომელიც განაჩენის გამოტანის შემდეგ თბილისის ნომერ მე-8 ციხეში იმყოფება, აღვირახსნილი ბადრაგის მსხვერპლი გახდა. 16 აპრილს იგი საკნიდან გამოიყვანეს და სასტიკად სცემეს.

როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, „ეს ამაზრზენი ფაქტი საქართველოს ხელისუფლების თავისებური „პასუხია" საზოგადოებრივი უკმაყოფილების დიდ ტალღაზე, კერძოდ კი 14 აპრილს პარიზში საქართველოს საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩახალიანისთვი გამოტანილმა უსამართლო განაჩენმა გამოიწვია".

შეგახსენებთ, რომ ჩახალიანების ოჯახი კანონის მთელი სიმკაცრით გაასამართლეს. ჯავახი აქტივისტის მამა რუბენი და პატარა ძმა არმენი იარაღის შეძენასა და შენახვაში დამნაშავედ სცნეს. ოჯახის უფროსს „მასობრივ არეულობაში მონაწილეობაც" ედება ბრალად. მათ დიდი ჯარიმები დაეკისრათ. თავად ვააგნას კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამომწვევი მასობრივი ღონისძიებების მოწყობა, პოლიციისათვის ჯგუფური წინააღდეგობის გაწევა და ხულიგნობა დააბრალეს.

სასტიკი განაჩენის წინააღმდეგ, პარიზში მოცხოვრებმა სომხებმა 15 აპრილს საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია ჩაატარეს. როგორც რია ნოვოსტი იუწყება საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საბჭოს კოორდინატორი ალექსის გოვჩიანი და პარტია „დაშნაკცუტუნის" წარმომადგენელი მურად პაპაზიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ მიიღო. ელჩმა სომხური ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმინა და დაჰპირდა, რომ მათ მოთხოვნებს თბილისს გადასცემდა. გოვჩიანმა და მამაზიანმა მას სთხოვეს, რომ ჩახალიანის დაცვა ფრანგ ადვოკატებს განეხორციელებინათ.

ჩახალიანები განაჩენის გასაჩივრებას ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში და შემდგომში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აპირებენ. ჩახალიანის ოჯახის სასამართლო პროცესისას დაშვებული დარღვევების გარდა, დაცვის არგუმენტებს ახლა ციხეში ღირსების შელახვაც ემატება.

„ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ამ საზიზღარ ქმედებას და მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველსა და ქვეყანაში პატიმრების უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო სტრუქტურებს რეაგირება მოახდინონ მოცემულ ფაქტებზე და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, მომავალში ვაგან ჩახალიანის მიმართ მსგავსი ქმედებების გამოსარიცხად" - ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

თუმცა უფლებათა დამცველებს ჯერ-ჯერობით არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ სომეხი აქტივისტის დამცველთა თხოვნაზე. საქართველოს ომბუცმენი სოზარ სუბარი შეშფოთებულია შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის საქციელით, რომელმაც წყლით სავსე პოლიეთილენის პაკეტი ესროლა მომიტინგეებს და ერთ-ერთ აქციის მონაწილეს კისტის თოფიდან ესროლა, ხოლო საპროტესტო აქციაზე მოვლენილი საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც ერთის მხრივ „დემოკრატიულობის მაჩვენებლებს" წარმოადგენენ, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფო ორგანოების მუშაობას ხელს უშლიან.

არც ერთს და არც მეორეს საქართველოში ეროვნული უმცირესობების შევიწროვება არ აინტერესებთ, ეს ყოველივე უფრო ნათლად სწორედ ჩახალიანის საქმეში დაფიქსირდა. არც ოპოზიციას აყენებს ამ საკითხს თავისი გამოსვლებისას.

ასეთ სიტუაციაში არაქართველთათვის სრულიად არ არის საინტერესო ერთნაირად ნაციონალისტურად განწყობილი მთავრობისა და ოპოზიციის ხელისუფლებისათვის ბრძოლა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100