მთავარი | აზრები | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
- საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა? 23.05.2013 13:27 საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღს და ტყვია–წამალს ყიდდნენ. ამ სენსაციურ ინფორმაციას ექსპერტი მამუკა არეშიძე აქვეყნებს. არეშიძის მტკიცებით, იარაღი რამდენიმე სამხედრო ბაზიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის რამდენიმე საწარმოს ანგარიშზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო ჩარიცხული. ექსპერტი არ ასახელებს იმ ქვეყანას, საიდანაც ეს თანხები შემოვიდა.
- სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა 16.05.2013 18:17 ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915–1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება?
- სტალინის კულტი დედოფლისწყაროში 13.05.2013 11:05 მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება.
- ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები 13.05.2013 11:02 სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო ”სვობოდას” თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის ”მიეზღვა” გიორგი ფარესაშვილს?
- ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან? 25.04.2013 19:00 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?
- ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს 25.04.2013 18:58 პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან–მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია.
- რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი 18.04.2013 12:37 პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?
დავით ბაქრაძის საიდუმლო სერობა
30.04.2009 | 18:10ევროპელი დიპლომატები კვლავ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, მგარამ ქუჩის პროტესტი ისევ არ დაძრულა ადგილიდან. ამჟამად კრიტიკის სამიზნე - პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძეა, რომელმაც განაცხადა , რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.
ევროსაბჭოს გენარალური მდივანი ტერი დევისი ცდილობს დაარწმუნოს ქართველი პოლიტიკოსები, რომ პარლამენტი ყველაზე საუკეთესო ადგილია პრობლემების გადასაწყვეტად, ვიდრე ქუჩა. " საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შექმნილი სიტუაცია, მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ყველა საკითხი რომელსაც ოპოზიცია აყენებს, პარლამენტში უნდა გადაწყდეს. მე არ მესმის რატომ თქვეს თავის დროზე ოპოზიციურმა დეპუტატებმა მანდატებზე უარი. არამგონია ქუჩაში რამეზე მოლაპარაკება შეიძლებოდეს. უბრალოდ არ მესმის როგორ შეიძლება ქუჩიდან ოპონირება",- ტერი დევისის ციტირებას ახდენს ქართული მასმედია.
ფრანგი დიპლომატის ეს გამონათქვამები ოპოზიციამ მტრულად მიიღო. ხოლო საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნეს განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლებასთან შეხვედრა სასტუმროში ნაცვლად პარლამენტისა, რომელიც ბოლკირებულია საკან-გალიებით, მიუღებელია. ოპოზიციამ დიპკორპუსთან კონტაქტებისთვის, სპეციალური ჯგუფის ფორმირებაც კი გადაწყვიტა. ჯგუფში შევიდნენ ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა და სალომე ზურაბიშვილი. როგორც Day.az გადმოსცემს, ჯგუფის წევრები სრულ ინფორმაციას მიაწოდებენ დიპლომატიურ კორპუსს აქციის მიმდინარეობისა და ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე იმ პროვოკაციების თაობაზე, რომლებიც მათი მომხრეების წინააღმდეგ ხორციელდება.
ოპოზიციის თქმით, პროვოკაციათა ჩამონათვალი დღითიდღე იზრდება. ბრალდებები ზოგჯერ ღიმილსაც იწვევეს: მომიტინგეებისათვის ნასროლი წყლიანი პაკეტი თუ გალია- საკნების დაბომბვა ფეკალურ მაესებიანი პაკეტებით. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხომ, ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგეს ჯერ ერთმანეთისკენ.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ყოველი ლიდერის უკან, საზოგადოების ნაწილი დგას. ამიტომაც მთავრობას არ სურს საზოგადოების ამ ნაწილისთვის იმ შეგრძნების განვითარება, რომ ის მარგინალიზებულია და კუთხეში მიმწყვდეული. ეს საერთო ჯამში ცუდი იქნება ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლებას სურს თავად შესათავაზოს გამოსავალი ოპოზიციას იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც ახლა ის იმყოფება. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ შეუძლიათ იმის გათვლა თუ რა მოყვება "საკნების აქციას", რომელსაც არანაირი რეზულტატები არ მოაქვს და რომელიც ამ აქციაში მონაწილე ადამიანების სერიოზულ დისკრედიტაციას იწვევს.
კიდევ უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები ალაპარაკდენენ, უახლოეს მომავალში საქართველოში ნაკლებად რადიკალურად განწყობილი და უფრო კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიების შექმნის შესახებ. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, ასეთ პარტიებს მმართველი პარტიის ის წარმომადგენლები შექმნიან, რომლებიც არ არიან კმაყოფილნი ხელისუფლების პოლიტიკური კურსით. ამავ დროულად გიგი წერეთელი ვარაუდობს, რომ კონსტრუქციულ ოპოზიციაში ახლანდელი ოპოზიციური სპექტრის ნაწილიც გადავა. ვიცე-სპიკერის აზრით, რადიკალურ ოპოზიციას მომავალი არ აქვს, კონსტრუქციულს კი გაცილებით მეტი მომხრე ეყოლება.
არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ნებისმიერ ნაბიჯში, ავ ზრახვებს ხედავს. გიგი წერეთლის განცხადებაც არ გახლდათ გამონაკლისი. არც მის უფროსს- დავით ბაქრაძეს აკლებენ კრიტიკას. ამ კვირას ქართული ოპოზიციის ლიდერებმა, პარლამენტის თავმჯდომარეს სიცრუეში დასდეს ბრალი. კვირის დასაწყისში მან განაცხადა, რომ ჰქონდა კონფედენციალური მოლაპარაკებები ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან, თუმცა ამ მოლაპარაკებების დეტალები მან არ დააკონკრეტა, მისი სიტყვებით " ამას შეუძლია ხელი შეუშალოს პროცესებს".
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info