RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართულ ოპოზიციას ინგლისურად მოქცევას ასწავლიან

04.05.2009  |  10:36

5/8/2/2582.jpegქართულმა ოპოზიციამ პირობა დადო, რომ მაისშიც არ შეწყვეტს საპროტესტო აქციებსა და მიტინგებს. „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი არ გამორიცხავს საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობას. კომპრომისის ტენდენცია ძლივს დაისახა, ოპოზიცია კი ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება.

დიალოგის დაწყების შესაძლებლობამ უფრო მკაფიო კონტურები მიიღო მას შემდეგ, რაც 28 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით ეკლესიებში შენდობის ლოცვები გაისმა. მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა მიხეილ სააკაშვილმა და ირაკლი ალასანიამაც გამოთქვეს, რომელსაც ბევრი ადამიანი მთელი ოპოზიციის ლიდერად მიიჩნევს.

მონანიებიდან მეორე დღეს, „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციას შეუძლია არგუმენტირებულად დაარწმუნოს ხელისუფლება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაში. „ჩვენ უკვე მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესახებ. ჩვენ სხვა ხედვა გვაქვს. თუკი ხელისუფლებასთან შეხვედრა შედგება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ მის დარწმუნებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელი დანიშვნა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა არის. ჩვენ შევძლებთ ამის არგუმენტირებულად დამტკიცებას",- განუცხადა ჟურნალისტებს ალასანიამ.

ამასთანავე, ალასანიას სიტყვების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლებასთან შეხვედრა შესაძლებელია, საპროტესტო აქციები მაინც გაგრძელდება. იმავე დღეს ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ საზოგადოების წარმომადგენლებს ერთობლივი საბჭოს შესაქმნელად.

შესაბამისი ინიციატივით მიმართა „ქორთიარდ მერიოტში" შეკრებილ საზოგადოების წარმომადგენლებს „ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ. გამყრელიძის თქმით, საბჭო დაკავდება ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანი გზების ძიებით. როგორც შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე „თავისუფალი აზრის სახლის" ხელმძღვანელმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, შეხვედრა უფრო ადრეც უნდა შემდგარიყო, რათა საზგადოებას სცოდნოდა, თუ რა რესურსებს ფლობს ოპოზიცია და როგორია მისი გეგმები. „როდესაც ოპოზიციის ფსონები ასე მაღლა არის აწეული, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად",- აცხადებდა არეშიძე.

მიუხედავად იმისა, რომ დიალოგის აუცილებლობაზე უკვე რამდენი ხანია ორივე მხარე საუბრობს, ყველაფერი მაინც დეკლარაციის დონეზე რჩება. საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმავე დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ პატრიარქს არ სურს მოწინააღმდეგე მხარეებს შორის შუამავლის როლის შესრულება. „გუშინდელი შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქს პოლიტიკურ ძალებს შორის შუამავლის როლის შესრულების ინიციატივა არ გამოუთქვამს. ის უბრალოდ დაინტერესდა ოპოზიციის გეგმებით ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით და მოგვიწოდა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ შემდგომში მივიღებთ, იყოს დაფუძნებული ქვეყნის სიყვარულზე და მისი ინტერესებიდან გამომდინარეობდეს",- თქვა გამყრელიძემ.

თავის მხრივ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პატრიარქთან შეხვედრის დროს აქციების შეწყვეტის საკითხზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. „საუბარი მივიდა ეროვნული თანხმობის მიღწევის აუცილებლობამდე, თუმცა ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს იქნებოდა მომდევნო ნაბიჯი, მანამდე კი მიხეილ სააკაშვილი უნდა გადადგეს. თუკი ის ამას გააკეთებს, დანარჩენ ძალებს შორის მიღწეული იქნება ეროვნული თანხმობა",- განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოპოზიციონერები თვლიან, რომ მორიგი „წინააღმდეგობის ტალღის" იდეამ საზოგადოებაში მხარდაჭერა ჰპოვა. ქართველმა პოეტმა, თანამედროვე ეროვნული ჰიმნის ავტორმა დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია უფრო გადამწყვეტად და აქტიურად უნდა მოიქცეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100