RSS
на русском en in english
18.11.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ოპოზიციას ვადა დაუდგინეს

04.05.2009  |  17:14

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ბოლო ცვლილებების თანახმად, პარლამენტის დეპუტატების საერთო რაოდენობა 150 ადამიანამდე მცირდება, საიდანაც 100 პროპორციული სისტემით უნდა შეირჩეს, 50 კი - მაჟორიტარულით. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების თანახმად აბსოლუტური უმრავლესობა - 120 შესაძლებელი 150 ადგილიდან - უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ეკუთვნის სახელისუფლებო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". ამიტომაც ოპოზიციას არ უნდა კვლავ ასეთ ანკესზე წამოგება.

ოპოზიციონერებს შორის ტრადიციულად ერთსულოვანი აზრი არ არსებობს. „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია თვლის, რომ ხელისუფლებასთან აუცილებელია და საჭიროა დიალოგის წარმოება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. ნინო ბურჯანაძემ, ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ლიდერმა, განაცხადა, რომ „ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების არ სჯერა", მაგრამ აღნიშნა, „თუკი ვინმე თვლის, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი და რაიმე პოზიტიური რეზულტატის მიღწევა შესაძლებელია, ჩვენ ამ პროცესს ხელს არ შევუშლით".

საპროტესტო აქციების ამ კვირაში, ოპოზიციონერების დაპრებით, მოსალოდნელია ახალი აფეთქება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, პარტია „საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილის თქმით, 5 მაისს ოპოზიციის აქტივისტები 16-დან 17 საათამდე გადაკეტავენ ყველა გზას, რომელიც რესპუბლიკის დედაქალაქამდე მიდის. ამას გარდა, 4 მაისის დილიდანვე ოპოზიციონერებმა გადაკეტეს ყველა შესასვლელი საზოგადოებრივ არხში, მათ მხოლოდ „სირცხვილის დერეფანი" დატოვეს თანამშრომლებისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს „არაობიექტურად აშუქებენ". საზოგადოებრივ ტელევიზიასთან მიტინგზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „უმეტეს შემთხვევაში ტელევიზია საკმაოდ ტენდენციურ სიუჟეტებს ავრცელებს, განსაკუთრებით საინფორმაციო ხასიათის, რომლებიც არ აძლევენ საქართველოს მოსახლეობას ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალებას დედაქალაქში მიმდინარე პროცესების შესახებ.ეს კი მათში სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებას უშლის ხელს."

იქმნება შთაბეჭდილება, რომ „კავკასიის დემოკრატიის შუქურაში", როგორც ხშირად საქართველოს უწოდებენ ხოლმე, ჯერჯერობით რაღაც „ტელევიზიურმა დემოკრატიამ" გაიმარჯვა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სათავეში ტელეეკრანი და პიარი დასვეს. ხალხი კი, რომელსაც არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენო სკამისთვის ბრძოლის განზრახვა არ აქვს, უბრალოდ დაიღალა ქუჩების გადაკეტვით და საცობებით. ისინი დაიღალნენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც გამუდმებით საქართველოს გადარჩენას პირდებიან, მაგრამ არ იციან როგორ გააკეთონ ეს.

ასე რომ ვადები, რომლებიც ხელისუფლებამ დაადგინა აქციების და ოპოზიციის მორიგი ულტიმატუმების შეწყვეტისთვის, როგოც ჩანს, ვერ შეცვლის ვერაფერს ახლანდელ ჩიხში შესულ სიტუაციაში.

 

ირინა პტაშკოვსკაია

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100