RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ოპოზიციას ვადა დაუდგინეს

04.05.2009  |  17:14

2590.jpegქართული ოპოზიცია 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს აგრძელებს. ქალაქის ცენტრში განთავსებული გისოსებიანი საკნები, გადაკეტილი ქუჩები, კარვების ქალაქები - ასეთია ამჟამად პოეტების მიერ ნაქები თბილისი. დიალოგმა, რომელზეც 9 აპრილიდან საუბრობენ, მრავალდღიანი მიტინგების დასაწყისიდან, მაინც ვერ შეიძინა რეალური ფორმები. ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომამდე დგომის პირობას იძლევა. პრეზიდენტმა კი გადაწყვიტა ყველაფერს წერტილი ორ კვირაში 16 მაისს დაუსვას.

საქართველოს ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს 16 მაისამდე მისცა ვადა, რომ მოაშორონ საკნები რუსთაველის გამზირს. ეს გადაწყვეტილება 26 მაისს თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის გამო მიიღეს. პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხელისუფლებამ, რომელიც სიმშვიდეს და გულგრილობას ავლენდა, ასეთი მკაცრი პირობები წამოუყენა ოპოზიციას: თურმე, აუცილებელია შეწყდეს ეს თეატრალიზირებული აქციები და მოშორდეს ცენტრალურ ქუჩებს ყველა ატრიბუტი ზეიმამდე 10 დღით ადრე. თუკი ოპოზიცია კვლავ გაჯიუტდება ხელისუფლება თავად დაამყარებს წესრიგს რუსთაველის გამზირზე.

სხვათა შორის, ხელისუფლების მიერ დათქმულ ვადაზე 1 დღით ადრე ოპოზიციას ეწურება განაცხადი, რომელიც მას თბილისში აქციების ჩატარების უფლებას აძლევდა. ამასთანავე, 3 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ქართული ოპოზიციის აქციები უკვე ხელოვნურია, რადგანაც არ არსებობს ქუჩების გადაკეტვის აუცილებლობა. პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა: „მე ვფიქრობ, რომ დღეს ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არის ერთადერთი სწორი პოლიტიკა. საფასური, რომელსაც ჩვენ ვიხდით ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის შესანარჩუნებლად, იმის დასტურია, რომ რადიკალურ პოლიტიკას მომავალი არ აქვს. რაც არ უნდა აკეთონ რადიკალურად განწყობილმა პოლიტიკოსებმა, ერთადერთი გზა, რომლითაც მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, არის დიალოგის და მოლაპარაკებების გზა".

ამასთანავე დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციას შეუძლია „ცარიელი საკნებითა და პლაკატებით იდგეს რამდენ ხანსაც უნდა, სანამ თვითონ არ გაიგებს, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია დიალოგი. ჩვენ მათ ხელს არ შევუშლით". ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ 16 მაისამდე ოპოზიციონერები სახლებში წავლენ და შეწყვეტენ ხალხის მოწოდებას ქვეყანაში ახალი რევოლუციური ცვლილებების მოხდენისკენ. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მხოლოდ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ წავლენ. პრეზიდენტმაც ტრადიციულად უპასუხა, რომ არსებითი პრობლემების გარდა არაფრის განხილვას არ აპირებს.

2 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გამოსვლისას საქართველოს ვიცე პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი „მზად არის ოპოზიციონერებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს კონსტრუქციული საკითხების თაობაზე, მაგრამ ,რა თქმა უნდა, მის გადადგომაზე ლაპარაკი არ იქნება". ბარამიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა შეიძლება სედგეს, მაგრამ ულტიმატუმების, წინაპირობების,დღის წესრიგის დაკამერასთან პოზიორობის გარეშე.

ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს ეკონომიკურ სიტუაციასა და კონსტიტუციიურ შესწორებებზე. აქციების დაწყებამდე ისინი ამაზეც არ იყვნენ თანახმა. სახეზეა ოპოზიციის გარკვეული წარმატებები. რატომ არ უნდა მას კომპრომისი? როგორც ჩანს საქმე ისაა, რომ ხელისუფლების წინადადებებში რადიკალური ოპოზიცია კვლავაც ბოროტ განზრახვას ხედავს.ეს შიშები უსაფუძვლო სულაც არ არის. შარშანდელი საპროტესტო აქციების ფონზე, ხომ ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში. ოპოზიციაც საქმის გარეთ დარჩა, მიიღო სადეპუტატო მანდატების მინიმალური რაოდენობა, რომელიც მას გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის არანაირ საშუალებას არ აძლევდა. არ არის გასაკვირი, რომ ასეთი გამოცდილებით ოპოზიციონერები თვლიან, რომ ხელისუფლება უბრალოდ დროს წელავს, რათა მორიგი პროვოკაცია მოამზადოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100