RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პოლიტიკურ უგზობაში

07.05.2009  |  09:40

2629.jpegსაქართველოს ოპოზიციას მოქმედების ახალი გეგმა აქვს. მოპიკეტეები აპირებენ ავტომაგისტრალების ჩაკეტვას. თავიდან ეს შეეხება დედაქალაქში შემოსასვლეს და გასასვლელს, ამას შემდეგ გადაიკეტება ცენტრალური ავტომაგისტრალები, რომელთა საშუალებითაც გადაადგილდება ტრანზიტული ტვირთი. თუ კი ოპოზიციის გეგმებს ხელისუფლების მოქმედებები არ ჩაშლის, დედაქალაქთან ახლოს სამხედროების აჯანყებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვის გამო.

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ნიშნავს ჭეშმარიტების საათს. ამჯერად თბილისში, 9 მაისს ელოდებიან. პარტია "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიტინგზე განაცხადა: 9 მაისი გახდება ჩვენი, საქართველოს ხელისუფლებაზე გამარჯვების დღე. პოლიტიკური წინააღმდეგობის დაწყებამდე ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ საქართველოს ბედი 9 აპრილს გადაწყდება. ერთი თვის განმავლობაში თბილისი ციებ-ცხელებით იყო შეპყრობილი - ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა და მოქალაქეთათვის აქამდე არნახული სამანქანო საცობები, საკნების ქალაქები, სახელმწიფო დაწესებულებების "დაბომბვა" კომბოსტოებით, სტაფილოებით და კვერცხებით. სააკაშვილის კვალდაკვალ დევნა კაფე-რესტორნებში. მაგრამ ერთი ადგილიდან სიტუაცია, ამ ერთი თვის განმავლობაში მაინც არ დაძრულა.

პოლიტიკური კრიზისი, არანაირ მოალაპარაკებებს და დაპირებებს არ ემორჩილება. და აი, ოპოზიციამ გადაწყვიტა შემდეგი შეტევა განახორციელოს. გზებისა და ავტომაგისტრალების გადაკეტვის გარდა, მორიგ ულტიმატუმსაც წამოაყენებენ. ამჟამად ოპოზიციამ სააკაშვილს 72 საათი მისცა "რათა მან დააკმაყოფილოს მოთხოვნა, მისი გადგომის შესახებ და ჩაატაროს შემდგომ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, ქვეყანაში ხელისუფლების კონსტიტუციური, მშვიდობიანი გზით შეცვლასთან დაკავშირებით". ათვლა 8 მაისიდან იწყება.

თუ კი, ხელისუფლება ისევ არანაირ რეაგირებას არ მოახდენს, ოპოზიცია 11 მაისს აპირებს უვადოდ საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალების და ასევე საზღვრებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების პიკეტირებას. "ჩვენ ბოდიშს მოვუხდით სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ვერ შეძლებენ საქართველოზე ტრანზიტის განხორციელებას".- ოპოზიციის ერთერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის ციტირებას ახდენს სააგენტო "ინტერფაქსი".

ხელისუფოლება ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს, ოპოზიციის ახალ გეგმებზე. მათი ყურადღება მუხროვანის ინციდენტზეა გადატანილი. როგორი იქნება მათი რეაქცია საბოლოო ჯამში? და სერთოდ მივა კი, საქმე ოპოზიციის მიერ ჩაფიქრებული გემების განხორციელებამდე? საპროტესტო აქციების დასაწყისიდანვე ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ახდენს ტექნიკისა და პოლიციის მობილიზებას მათ დასარბევად. გაუძლებს ამჯერად ამ გამოცდას მიხეილ საკაშვილის ნერვები, თუ 2007 წლის მოვლენების განმეორება გარდაუვალია? პრეზიდენტმა მიტინგების დასრულების ვადაც კი დათქვა - 16 მაისი, რათა ღისეულად აღნიშნოს 26 მაისს დამოკიდებლობის დღე.

ახალი მუქარის შემდეგ, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არანაირი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება. თანაც თუ მანამდე საუბარი მიდიოდა გარკვეულ დათმობებზე,- რომ საპარლამენტო არჩევნები სრულიად შესაძლებელია ჩატარდეს, თანაც საარჩევნო კოდექსის შეცვლის გათვალისწინებით ოპოზიცია მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებდა მანდატებისა, - მაგრამ ამჟამად სიტუაცია შეიცვალა. ( შესაძლოა იწინასწარმეტყველეს მუხროვანის სამხედროების აჯანყება, რომელმაც ასე არია კარტები?) გუშინდელ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელიც ამჯერად გორში ჩატარდა, პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ კატეგორიულად უარყო როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. როგორც გვატყობინებს GHN, ბაქრაძის ერთერთი მათავარი არგუმენტი გახლდათ - ხელისუფლებას არ შეუძლია თავს იმგავარი ფუფუნების საშუალება მისცეს, როგორიცაა ვადამდელი არჩვენები.

აჯანყებული სამხედროების შესახებ ინფორმაციის მიღებამდე, თბილისში განიხილავდნენ დაგეგმილი ავტომაგსტრალების ბლოკადის, შესაძლო შედეგებს. პოლიტიკოსები შეშფოთებას გამოხატავდნენ, დასავლეთის რეაქციის გამო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100