RSS
на русском en in english
25.11.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

„მამები და შვილები“ – პოლიტიკური კონფლიქტი

12.05.2009  |  09:27

2663.jpegქართველი ანალიტიკოსები „ვარდების რევოლუციის" გამარჯვების შემდეგ, განვითარებული მოვლენების საწყისი მიზეზების განხილვისას, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადგილი ჰქონდა „მამებისა და შვილების" კონფლიქტს. რევოლუციური ტრიუმვირატი სააკაშვილი-ბურჯანაძე-ჟვანია ანუ „ჭაღარა მელიის"(ასე შეარქვეს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს.) მოსწავლეები გახლდნენ. ხუთი წლის შემდეგ წამოზრდილი მოსაწავლეებისა და გაჭაღარავებული მასწავლებლების კონფლიქტი, შეურიგებელ ბრძოლაში გადაიზარდა.

ხელისუფლებაში მოსულ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, საზოგადოება იმედის თვალით უყურებდა და თან საბჭოური წარსულის დავიწყებას ცდილობდა. გაზრდილი მოსაწავლეების და გაჭაღარავებული მასწავლებელის კონფლიქტი გარდაუვალი იყო, ასე აცხადებდა საქართველოს ინტელექტუალური ელიტა, რომელიც იმედოვნებდა, რომ ამჯერად იმედები არ გაუცრუვდებოდათ. ახლანდელი პოლიტიკური დაპირისპირება ჯერ-ჯერობით არანაირად არ მოუნათლავთ, მაგრამ უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის ელიტა, რომელიც „ახალგაზრდა რეფორმატორებს" აპლოდისმენტებით შეხვდა, ახლა ბარიკადების მეორე მხარეს დგას.

ოპოზიციის მიერ დადგმულმა გალია-საკნებმა, რომლებიც თბილისს „ამშვენებს" : რეჟისორები, მსახიობები და მეცნიერები სხედან. ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ბნელი წარსულის, გაციებული ბინების, უშუქობის, კანნიერი ქურდების ინსტიტუტის და კორუფციისათვის გამოცხადებული ბრძოლის ტალღაზე - დაიჭირეს ბიზნესმენები, პრესტიჟული შენობებიდან გამოასახლეს პოეტები და მეცნიერები, გამოყარეს პენსიონრები. ის ვინც ორმოც წელზე მეტისაა ცხოვრების ბორტს მიღმა აღმოჩნდა, მათი ცოდნა და გამოცდილება საქართველოსათვის საჭირო აღარ აღმოჩნდა. ასე რომ ცოტა გაზრდილი რევოლუციონერებისა და რევოლუციური რეფორმებისაგან შეწუხებული ინტელექტუალების კონფლიქტი, ისეთივე გარდაუვალი გახდა, როგორც თავის დროზე, თავად „ვარდების რევოლუცია".

ამ დროს კი, მიხეილ ნიკოლოზის ძე ძველებური თავდავიწყებით განაგრძობს შეურიგებელ ბრძოლას ძველ გვარდიასთან. მუხროვანის ბუნტის მოწყობაში ყველა ბრალდებული, წარსულში მაღალჩინოსანი სამხედროა. გამონაკლისი, რომელმაც შერისხულ- აჯანყებული მეამბოხეებისა და გენერლების რიგები შეავსო, მორიგი ჯაშუში - ვახტანგ მაისაიაა. იგი სწორედ „ახალგაზრდა რეფორმატორების" პლეადისაა. მაისაია, პრეზიდენტ სააკაშვილზე, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია და არა მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ხუთი წლით მცროსია.

საქართველოს ხელისუფლება უკვე მრავალი წელია ამტკიცებს, რომ „რევანშისტების" ისწრაფვიან ზიანი მიაყენონ ქვეყანას. რუსეთის მისამართით დღენიადაგ გამოთქმული აბსურდული ბრალდებების გარდა, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ამ დაპირისპირების დროს ოპოზიცია განდევნილ ქართველ ბიზნესმენებთან და პოლიტიკოსებთან: ლევან პირველთან, ქიბარ ხალვაშთან, ასლან აბაშიძესთან და სხვებთან კავშირში დაადანაშაულა. აპრილში პოლიტიკური აქციების დაწყებამდე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვარაუდიც კი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის სულიერი მამა, პირადად ედუარდ შევარნაძეა.

თავად ედუარდ ამბროსის ძემ განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. „მე პენსიონერი პოლიტიკოსი ვარ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვერევი, არ ვხვდები არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის წარმომადგენლებს"- უარყო ბრალდება შევარდნაძემ, მაგრამ ჟურნალისტები, სწორედ მას მიმართავენ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე კომენტარისათვის. მართალია ის უკვე სტაჟიანი „ექსპრეზიდენტია", მაგრამ მის სიბრძნესა და შორს მჭვრეტელობაში ეჭვი არავის ეპარება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100