RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მიხეილ ხუბუტია: პატრიარქმა კირილემ საქართველოსა და რუსეთის ახალგაზრდობა დალოცა

13.05.2009  |  09:58

2680.jpegახლანდელი ქართულ-რუსული ურთიერთობები სავსეა ღელვით, ტკივილით და საზრუნავით. იმის შესახებ, თუ როგორ დაებრუნებინათ ძველი სიყვარული და მეგობრობა, გამარჯვების დღეს, რომელიც წმინდაა ქართველებისთვისაც და რუსებისთვისაც, საუბრობდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე და რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია.

საქართველოსა და რუსეთის ხალხი საზღვარმა გაყარა და ერთმანეთს გადაკიდა. მათ ახლა არა მხოლოდ კორდონები და საბაჟოები ყოფს, არამედ პოსტსაბჭოთა წლებში დაგროვილი წყენები და გაუგებრობები. ისინი ახლაც რაღაც დაკარგულს ეძებენ. რატომ, ვისი მიზეზით მივიდა რუსულ-ქართული ურთიერთობები დღევანდელ მდგომარეობამდე? ამ კითხვაზე პასუხის ძებნას ახლა აზრი არ აქვს. სწორედ დამნაშავეების ძებნის გამო, მთელი ისტორიის მანძილზე პირველად, ჩვენი ხალხი კრიზისამდე მივიდა. სწორედ ამიტომ გვიწევს ახლა იმ პატარა სულიერებისა და რწმენის ძებნა, რომლის წყალობითაც ქართველები და რუსები შეძლებენ ერთმანეთის გაგებას.

მაშ დღეს, მიუხედავად გაუგებრობის წლებისა, აგვისტოს ომისა, რა აერთიანებს ამ ორ ხალხს, როლებიც ერთმანეთისკენ მიიწევენ?

რწმენა, მართლმადიდებლობა - აი ის უწყვეტი ძაფი, რომელმაც სამუდამოდ შეაერთა რუსები და ქართველები. არანაირ პოლიტიკას არ შეუძლია ამ სულიერი ერთობის დარღვევა. ის ხომ შემთხვევითი არ იყო, როდესაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა საფუძველი აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ხალხთა შორის დიალოგის განახლებას. ის ჩამოვიდა ალექსი მეორესთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე. მაშინ შედგა მისი შეხვედრა დიმიტრი მედვედევთანაც. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სწორედ ილია მეორემ მოუწოდა ხალხს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისკენ. საქართველოს მაცხოვრებლების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მხოლოდ პატრიარქს შეუძლია ქვეყნის გამოყვანა პოლიტიკური კრიზისიდან, რომ სწორედ მას შეუძლია საქართველო იხსნას შიდა განხეთქილებებისგან.

როგორც ჩანს სწორედ სასულიერო პირების კისერზე დაწვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანა. ამიტომაც რუსეთში საქართველოს კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ მიმართა რუსეთის პატრიარქს ასეთი წერილით: „ჩვენ გვინდოდა თქვენთვის მოგვემართა, თქვენო უწმინდესობავ, თხოვნით, რომ დაგეჭირათ მხარი ქართველთა კავშირის ინიციატივისთვის, რომელიც ითვალისწინებს რუსეთში კავკასიური დიასპორების ახალგაზრდა მართლმადიდებელი წარმომადგენლების თქვენთან შეხვედრას. ეს შეხვედრა იქნებოდა კეთილი ნიშანი ახლანდელი ქართულ-რუსული ურთიერთობების ფონზე".

პატრიარქი გამოეხმაურა მიხეილ ხუბუტიას მიმართვას და შეხვდა მას. შეხვედრა მნიშვნელოვანია არა მარტო ქართული დიასპორისთვის, არამედ მთლიანად ქართველი და რუსი ხალხისთვის.

საუბარი მიდიოდა ქართულ-რუსული ურთიერთოების პერსპექტივებზე და შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ დღევანდელ პირობებში არ არის დაკარგული ორივე ერის სულიერი ორიენტირები. როგორც რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, „დამაიმედებელია, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მზადყოფნას გამოთქვამს იმისთვის, რომ ითამაშოს გლობალური როლი რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტების დამყარებაში საერთაშორისო დონეზე". როგორც ზემოთ ითქვა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც მომხრეა რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის წამოწყებისა.

სიმბოლურია, რომ პატრიარქსა და მიხეილ ხუბუტიას შორის შეხვედრა გამარჯვების დღეს შედგა. 9 მაისის დღე ერთნაირად წმინდაა რუსისთვისაც და ქართველისთვისაც. რწმენითა და თავისუფლებისთვის ერთობლივად დაღვრილი სისხლით, არის ჩვენი ერების ბედი გადაჯაჭვული.

ახლა თბილისში გახსნილია „ოკუპაციის მუზეუმი". ამიტომაც საზღვრის ორივე მხარეს გული წყდებათ: ჩვენს დიდ წარსულს ხაზი გადაესვა. მიუხედავად ამისა, ყოველ წელს მაისის დღეებში თბილისის გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის მონუმენტი ივსება ყვავილებით. ასე იყო და იქნება მანამ, სანამ ცოცხალია მოგონები მათზე, ვინც ჩვენი გულისთვის სიცოცხლე გაწირეს. ხვალინდელი დღის იმედით მიდიან იქ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ქართველი ვეტერანები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100