RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააკაშვილი თემიდით მანიპულირებას ცდილობს

14.05.2009  |  13:56

2701.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური ძალების ლიდერებთან შეხვედრისას, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვდნენ, წამოაყენა საპროტესტო აქციების დროს ჩადენილ ყველა სამართალდარღვევაზე მორატორიუმის გამოცხადების წინადადება. ევროპელი დიპლომატები სააკაშვილის წინადადებას მიესალმებიან. სამართალდამცავები კი ამაში ხელისუფლების მცდელობას ხედავენ, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას. ისინი კანონის უზენაესობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერების 11 მაისის შეხვედრას შესამჩნევი რეზულტატები არ მოუტანია. ოპოზიცია კვლავ საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. ჯერ კიდევ გაუგებარია დაეთანხმებიან თუ არა ოპონენტები სააკაშვილის შეთავაზებას იმის შესახებ, რომ დაიწყონ ერთობლივი სამუშაოები კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. 12 მაისს „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანა ეკა ბესელიამ განაცხადა „9 აპრილის კომიტეტის" სახელით, რომ კომიტეტის წევრი ყველა პარტია თვლის: ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას შეუძლია. მისი თქმით, კონსტიტუციურ რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა ვერ განმუხტავს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებას. „მეჩვენება, რომ ხელისუფლება ხელოვნურად აწარმოებს დიდი გამწვავების პროცესებს", -ეკა ბესელიას გამოსვლის ციტირებას ახდენს ქართული მასმედია.

ამასთანავე, რადიკალური ოპოზიციის რიგებშიც კი დაფიქრდნენ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე. ყოველ შემთხვევაში, 12 მაისს მთელი დღის განმავლობაში ნინო ბურჯანაძის პარტიის ოფისში კონსულტაციები ტარდებოდა ამ თემაზე.

რაც შეეხება სააკაშვილის მეორე შეთავაზებას - მორატორიუმის გამოცხადებას ოპოზიციონერების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიებაზე, - ამის თაობაზე არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა. რაც, პრინციპში, გასაგებიცაა. არავის გამოუცხადებია ამ მორატორიუმის მოქმედების ვადები. გამოდის, რომ ოპოზიციონერების წინააღმდეგ საქმის განახლება ხელისუფლებას ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში შეეძლება. თანაც თუკი ხელისუფლება საუბრობს ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ სამართალდარღვევებზე, მაშინ ეს უკანასკნელი იმავე სახის ბრალდებებს აყენებს ახლანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.

ევროპელმა დიპლომატებმა ოპტიმიზმით მიიღეს სააკაშვილსა და ოპოზიციას შორის წამოწყებული დიალოგი. ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ ამ შეხვედრას „კარგის მომასწავებელი" უწოდა. ამის შესახებ სემნებიმ სტოკჰოლმში ყოფნის დროს განაცხადა „რუსთავი 2"-ის ეთერში. „პოლიტიკურმა წინააღმდეგობამ თბილისის ქუჩებიდან მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა გადაინაცვლოს" ,-აღნიშნა პიტერ სემნებიმ და იმედი გამოთქვა, „რომ პირველ შეხვედრას მალე გაგრძელებაც მოყვება". „იმედი მაქვს, რომ კონსტიტუციური და არჩევნების თემატიკა, ასევე მასმედიის თავისუფლება იქნება მოლაპარაკების მთავარი საგნები. სასარგებლო იქნებოდა, რომ ორივე მხარე დაფიქრებულიყო იმ რეზულტატებზე, რომლების მიღწევაც მათ შეუძლიათ" ,-თქვა პიტერ სემნებიმ და თან აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადება, რომლითაც მან ოპოზიციას მიმართა, ევროკავშირის რეკომენდაციებს შეესაბამება.

შეესაბამება თუ არა ევროკავშირის რეკომენდაციებს სააკაშვილის წინადადება მორატორიუმის გამოცხადების შესახებ? პრეზიდენტის თქმით, ბევრი დარღვევა იქნა ჩადენილი. „ეს ყველაფერი არ იყო სასიამოვნო. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში ხალხი ამაზე პასუხისმგებლობას ატარებს. მაგრამ ჩვენ ვართ მზად ასეთ ნაბიჯზე წასასვლელად, რადგან არ გვინდა, რომ ვინმე ჩიხში იყოს მომწყვდეული, ან ვინმეს ჰქონდეს იმის განცდა, თითქოს მას უკან დასახევი გზა არ გააჩნია. ჩვენ ყველანი ერთად შევიმუშავებთ ხელშეუხებლობის გეგმას",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციონერებთან გამართული შეხვედრის კომენტირებისას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100