RSS
на русском en in english
26.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული ოპოზიცია კურორტებზე მიდის

18.05.2009  |  20:57

2743.jpegროგორც ჩანს, ოპოზიციის ფანტაზია ამოიწურა. ხუთი კვირის განმავლობაში ყველაფერი სცადეს - პრეზიდენტის რეზიდენციისთვის სტაფილოების სროლით დაწყებული, პოლიციის შენობის "შტურმით" დამთავრებული. ხელისუფლებამ ყველა გამოცდას გაუძლო, ფაქტიურად დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის სრული სიძლიერით გამოყენების გარეშე. ოპოზიციის ერთადერთი მიღწევა სახელმწიფოს მეთაურის დაყოლიებაა კონსტიტუციურ ცვლილებებზე.

თბილისის ცენტრალური ქუჩის ბლოკადის მოხსნის გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლების აქტიურობამ იკლო. დღეს ღამით მომიტინგეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ კოსტავას ქუჩა გახსნეს. ყველა გისოსებიანი გალია ქუჩის სავალი ნაწილიდან ტროტუარზეა გადატანილი. მანქანების მოძრაობა დილიდან მთლიანად აღდგა.

ოპოზიციის ნაწილს დათმობებზე წასვლა არ სურდა, რის გამოც ეროვნულ ლიდერებს შორის უთანხმოებაც კი ჩამოვარდა. ქუჩის გახსნის წინადადება სააკაშვილის ოპონენტებიდან ყველაზე რბილს - "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერს- ირაკლი ალასანიას გაუჩნდა. მას ხან სტვენით აცილებდნენ, ხან მხარს უჭერდნენ, საბოლოოდ რუსთაველზე გამართულ მიტინგზე ორატორებმა ხალხი დაარწმუნეს, რომ არანაირ განხეთქილებას მათ შორის ადგილი არ ჰქონია. დიპლომატიური წარსულის მქონე ლიდერის ინიციატივა საბოლოოდ საპროტესტო შტაბის სხდომაზე მიიღეს.

თბილისში საპროტესტო აქციების ერთგვარი შეწყვეტა შეიძლება ბევრი მიზეზით აიხსნას. მთავარია, რომ დიალოგი ხელისუფლებასთან, შეძლება იდეალურად არა, მაგრამ მაინც შედგა. ეს ალასანიას მოქნილი პოზიციის დამსახურებაა. მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წინადადება წამოაყენა. ამან შეიძლება ბიძგი მისცეს სახელისუფლებო მწყობრის შეცვლას და საქართველოს გადაქცევას საპარლამენტო რესპუბლიკად, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობა უკვე განიხილავს ამ კომისიის შექმნის საკითხს სასტუმრო "ძველ თბილისში" გამართულ მოლაპარაკებებზე. "ჩვენ ვთვლით, რომ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად შეიქმნება ეს კომისია და რამდენად ქმედითუნარიანი იქნება ის",- განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ კი ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალას შესთავაზა, რომ დაეწყოთ მომავალი კვირიდან მოსალოდნელი რეფორმების საგნობრივი განხილვა. ჯერჯერობით კი პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც სააკაშვილის წინადადებაზე ცივი უარი განაცხადეს, არ გამოუთქვამთ ახალი კონსტიტუციური მოდელის შემუშავებაში მონაწილეობის მიღების სურვილი.

თანდათანობით ოპოზიციონერებს ეწურებათ მატერიალური რესურსები, რომლებითაც ხალხს ქუჩის აქციებში იტყუებდნენ. დედაქალაქის მაცხოვრებელი უკვე როგორც სამსახურში ისე დადიოდნენ რუსთაველის გამზირზე და ტელევიზიის წინ. ყველაზე პარტიულ მოღვაწეებსაც კი მობეზრდათ თბილისის გისოსებიანი პეიზაჟი. დღეს მათ განაცხადეს, რომ კურორტებზე მიდიოდნენ - ისინი იქაური ხალხის ამხედრებას აპირებდნენ ტირანის წინააღმდეგ. არაფერი ზედმეტი არ გაიფიქროთ. კონსერვატიული პარტიის ინფორმაციით, "9 აპრილის" შტაბმა განცხადებები შეიტანა აქციებისა და სხვა საპროტესტო ქმედებების თაობაზე ბათუმისა და ქუთაისის მერიებში.

მოკლედ, მიტინგებზე ოპოზიციას საბოლოოდ არ უთქვამს უარი. საზოგადოებრივი ტელევიზიის წინ დღეს კვლავ გამართეს "სირცხვილის დერეფანი" , მაგრამ სხვა ორმა ტელევიზიამ "რუსთავი 2-მა" და "იმედმა" უარი თქვეს ამ აქციის გაშუქებაზე, რომელიც თითქმის სამი კვირაა მიმდინარეობს. მათ თავიანთ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს: "მიუღებლად მიგვაჩნია ჟურნალისტზე განხორციელებული ნებისმიერი ზეწოლა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

ჩვენი კოლეგებისთვის სოლიდარობის გამოცხადების გარდა, ვთვლით, რომ ამით ჩვენ შევძლებთ იმ პროვოკაციების თავიდან აცილებას, რომლებიც შეიძლება ტელევიზიის წინ მოხდეს", - საუბარია სპეცგანცხადებაში. ტელეკამერების გარეშე პირველი არხის პიკეტირებას ოპოზიცია, სავარაუდოდ, უსარგებლოდ ჩათვლის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100