RSS
на русском en in english
24.11.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო კრიზისის ახალი ტალღის მოლოდინშია

18.05.2009  |  20:59

2744.jpegეკონომიკის სფეროს უკანასკნელი სიახლეები არც თუ სახარბიელოა: გადავადებული კრედიტების ზვავია მოსალოდნელი, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა გაიყინა, საქართველოს საგარეო ვალები იბერება ეროვნული ვალუტის ვარდნის გამო. ამ დროში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ლარი თავისუფალ მიმოქცევაში გაეშვა. ექსპერტები კრიზისის ახალ ტალღას წინასწარმეტყველებენ.

გადავადებული საბანკო კრედიტების პრობლემა მწვავდება და კომერციული ბანკის კლიენტები ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ დახმარებისთვის. როგორც საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე აცხადებს, ჩინოვნიკებმა უკვე გაუწიეს შუამდგომლობა 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს გადახდების გადავადებისა და ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე. ამ ფონზე ექსპერტები სულ უფრო მეტ საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ. ვაჟა კაპანაძის აზრით, გადავადებული კრედიტების ზრდამ ქვეყანაში შეიძლება კოლაფსი გამოიწვიოს. ის თვლის, რომ ხელისუფლებამ სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ასეთივე აზრი გააჩნია საინვესტიციო კომპანია "ემიგრანტის" ხელმძღვანელს ზაზა სიორიძეს. "ხელისუფლებამ კეთილი ნება უნდა გამოავლინოს და დაეხმაროს ბანკებსა და მოსახლეობას, მისცეს კომერციულ ბანკებს კრედიტი, რათა მათ შეძლონ პრობლემების დაძლევა და პარალელურად გამოისყიდონ ფიზიკური პირების ვალდებულებები ბანკებისგან",- განაცხადა მან. მოსახლეობის გადახდის უუნარობამ სამშენებლო სექტორის განვითარება შეაჩერა. ხალხმა შეწყვიტა უძრავი ქონების ყიდვა და არ შეუძლია დროულად იპოთეკის დაფარვა.

ტურისტული ბიზნესიც სიძნელეებს განიცდის კრედიტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ რადიო "კომერსანტს" ესაუბრა ტურისტული კომპანიის "travel tour" ხელმძღვანელი სიკო გეგიაძე. ის თვლის, რომ ეკონომიკის ხსნა შეუძლია უფრო ლიბერალურ საგადასახადო კოდექსს და ხელისუფლების ჩაურევლობას ბიზნესში. სხვათა შორის, ხელისუფლებამ გაამარტივა საბაჟო იმპორტზე გადასახადები. მოკლედ, ზოგი საქმიანი ადამიანი თვლის, რომ ქვეყანაში ისედაც კომფორტული პირობებია ბიზნესის წარმოებისთვის. "საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება 24 საათში შეიძლება, არის დამაკმაყოფილებელი საგადასახადო სისტემა, შემოსავალზე გადასახადმა დაიწია, ის 2013 წლამდე კიდევ უფრო ნაკლები გახდება",- ახლახან განაცხადა ამერიკის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ. მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს არ მიუღია ისეთი მასშტაბი, როგორიც სხვა სახელმწიფოებში, ამიტომაც, დღესაც კი, აქ ახალი ბიზნესის წამოწყება სიძნელეს არ წარმოადგენს.

ამასობაში, საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქტიური ვარდნა გრძელდება. უკანასკნელი თვის განმავლობაში ქვეყანაში კომერციული გარიგებების დიდი ნაწილი ხდებოდა ბირჟის მიღმა.

მაისის პირველ დღეებში ლარის კურსმაც ვარდნა დაიწყო. ვარდნის ტენდენცია უკვე თითქმის ერთი წელია შეინიშნება. მსოფლიო სავალუტო ფონდის ახალი კრედიტების ფონზე ეს საქართველოს საგარეო ვალის ზრდას იწვევს. თუკი 2008 წლის ბოლოს ის შეადგენდა 4697 მილიარდ ლარს, ახლა ის კიდევ 79,2 მილიონი ლარით გაიზარდა, იუწყება კონტროლის პალატა. 4 მაისს ვაჭრობა დაიწყო 1,6501-ით 1 ამერიკულ დოლარზე, შემდეგ კი ლარმა 1,6550 ნიშნულამდე დაიწია. ამ დონეზეა ის ახლაც გაჩერებული.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ვალუტის ინტერვენცია მოეხდინა მხოლოდ აუქციონებზე. ბანკირები ირწმუნებიან, რომ ეს ფულის ბაზრის განვითარებას და დოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს, თუმცა ექსპერტები ახლა ლარის ჩაშვების თაობაზე ეჭვს გამოთქვამენ.

 

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100