RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული პროტესტი ვიოლინოს გასაღებით

19.05.2009  |  10:18

2745.jpegთბილისში ტარდება მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air - Alter/Vision. ორგანიზატორების განცხადებით, ეს მოვლენა პოლიტიკისგან თავისუფალია და იდეურად საწინააღმდეგოა, მოსკოვში ჩატარებული საერთაშორისო კოკურსისა „ევროვიზია- 2009".

„იმან რამაც შეუშალა ხელი ჩვენს ჯგუფს «სტეფანე და 3G» მონაწილეობა მიეღო კონკურსში „ევროვიზია", არამარტო მასმედიის ინტერესი გამოიწვია, არამედ მუსიკოსებისაც, რომლებსაც სურთ „ევროვიზიის" ალტერნატივა იპოვნონ"- განუცხადა Reuters ფესტივალის ორგანიზატორმა აჩიკო გულედამნმა.- მთელს მსოფლიოში ათასი ფესტივალი არსებობს და ძალიან რთული იქნება ინტრიგის გარეშე მასობრივი ინტერესის მიპყრობა".

განთქმული „ინტრიგა" საქართველომ თავად შექმნა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ქვეყანამ უარი თქვა მოსკოვში გაეგზავნა საკუთარი შემსრულებელები მას მერე, რაც „ევროვიზიის" საკონტროლო ჯგუფმა განიხილა რუსული მხარის განაცხადი და ქართული მხრის ინფორმირება მოახდინა იმის შესახებ, რომ უნდა შეიცვალოს პროვოკაციული სიმღერის «We Don't Wanna Put In», ან ტექსტი, ან ახალი სიმღერა უნდა წარმოედგინათ. როგორც ცნობილი კონკურსის დროს არ დაიშვება პოლიტიკური ან ანალოგიური ხასიათის: არც ტექსტი, არც გამოსვლები და არც მოქმედებები. ამგვარი მოთხოვნა გარკვევითაა გაწერილი „ევროვიზიის" წესდებაში.

მაგრამ ქართველებს საკუთარი წესები აღმოაჩნდათ და როგორც ჩანს, მორიგი სპექტაკლის სცენარიც მოამზადეს. თანაც პოლიტიკური ელფერით. როგორც „როსბალტი" გვატყობინებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა პროდიუსერმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ: კონკურსის ადმინისტრაციაზე გავლენა იქონია, რუსეთის პოლიტიკურმა წნეხმა, სიმღერა კი არ შეიცავს პოლიტიკურ განცხადებებს. (სიმღერის მისამღერში ინგლისურ ენაზე გაისმის „ჩვენ არ გვინდა პუტინი"- ა.გ.)

მოგვიანებიტ კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოში „ევროვიზიის" თანადროულად, ჩატარდება ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას 15 ქვეყნის 20 შემსრულებელი მიიღებს, იტყობინება „იზვესტიე". არჩიელ გულედანის თქმით - Alter/Vision-ი უდიდესი მუსიკალური მოვლენა იქნება საქართველოში, მისი დამოუკიდებლოვის გამოცხსდების დროიდან ანუ 1991 წლიდან. „ჩვენს მსმენელს აღელვებს თავად მუსიკა, ეს იმ დროს როდესაც „ევროვიზია" მხოლოდ ქვეყნებს შორის კონკურსია, სადაც ერთმანეთში ურევენ მუსიკას, პოლიტიკას და სპორტს".- სარკაზმით საუბრობდა გულედანი. როგორც ჩანს ორგანიზატორს ავიწყდება, რომ მოსკოვში მუსიკისა და პოლიტიკის არევა, მხოლოდ ერთმა ქვეყანამ მოინდომა - საქართველომ, რის გამოც მიიღო კიდეც უარი.

საინტერესოა, რომ ფესტივალის ჩატარება დაგეგმილი იყო, ჯერ კიდევ მოსკოვში სიმღერის შესარჩევ კონკურსამდე. თუმცა „სტეფანე და3G»-ს ისტორიის შემდეგ თბილისმა, იხელმძღვანელა რა უკვე ჩვეული ტრადიციით „რუსეთის ჯიბრზე", მუსიკალური მოვლენა გადაწყდა მაისისთვის გადაეტანათ. ალბათ, ღონისძიების მთავარი სლოგანიც უფრო პოლიტიკური მოსაზრებით შეარჩიეს, ვიდრე კულტურულით. "მუსიკა ათავისუფლებს" ამგვარი პლაკატები შეგიძლიათ მრავლად იხილოთ შარდენის ქუჩაზე და ბამბის რიგში. სწორედ იქ დაიწყება და შემდგომ თბილისის იპოდრომზე გაგრძელდება ფესტივალი - Tbilisi Open Air - Alter/Vision. ქართული მასმედია წრს იმის შესახებ, რომ ღონისძიებას უკვე გამოუჩნდნენ სპონსორები, თანაც არა ერთი და ორი, არამედ - 24! და ეს იმ დროს, თუ კი გავითვალისწინებთ თავისუფალ შესვლას, რაც პროექტის სპონსორებს სერიოზულ შემოსავალს ვერ მოუტანს. რა არის მიზეზი ამგვარი სპონსორთა აჟიოტაჟისა Alter/Vision-ის გარშემო, თანაც რომლის მონაწილეების სიაც არ გამოირჩევა ცნობილი ვარსკვლავებით?

  „ეს კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება, ევროპელი მუსიკოსების ნეგატიური დამოკიდებულებისა „ევროვიზიის" მიმართ",- ერთ-ერთი ორგანიზატორის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო Trend.

თბილისის ფესტივალი დაუპირისპირდება „ევროვიზიას", რომელიც წლევანდელის მაგალითზე პოლიტიკურად კონტროლირებად და ბიუროკრატიულ კონკურსად გადაიქცა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100