RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

„ევროვიზია-2009“: საქართველო ევროპული კონტექსტიდან ამოვარდა

20.05.2009  |  12:09

2765.jpeg16 მაისს მოსკოვში დასრულდა კონკურსი „ევროვიზია-2009", რომელმაც რეკორდული აუდიტორია შეკრიბა - ასმილიონზე მეტი ტაყურებელი მთელს მსოფლიოში. ერთი დღით გვიან კი, თბილისში დასრულდა მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air - Alter/Vision, რომელიც რუსეთის დედაქალაქში მუსიკის დღესასწაულის ჯიბრზე იქნა მოწყობილი და 30 ათასი თაყვანისმცემელი შეკრიბა ქალაქის იპოდრომზე.

„ევროვიზია-2009" უკვე შევიდა ისტორიაში ორგანიზების დონითა და თავის გაქანებით. ნორვეგიელი ჟურნალისტების სიტყვებით, რომლებიც 2010 წლის მასპინძელი ქვეყანა გახდნენ, ევროვიზიის ამგვარი მიღება ოსლომ სათუა, რომ გაიმეოროს, გადმოსცემს რია ნოვოსტი. მარტო სპორტკომპლექს „ოლიმპიისკის" სცენა რად ღირს, რომლის საერთო ფართობი კილომეტრნახევარია! კონკურსისადმი არნახულ ინტერესს მთელი მსოფლიოდან აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობაც ადასტურებს - დახლოებით ორიათასხუთასი ადამიანი. და აი, კონკურსის დასრულების ორი დღის შემდეგაც კი, „ევროვიზია-2009"-ის მოსკოვის ფინალის თემა, ისევ პირველ ადგილზეა საინფორმაციო სააგენტოების რეიტინგებში. აი საქართველოში ჩატარებულ Tbilisi Open Air-ია შესახებ ინფორმაციის შეგროვება კი, მარცვალ მარცვალაა საჭირო.

„ ქართულ ფესტივალზე „ევროვიზიისგან" განსხვავებით ყველა უკრავს იმას რასაც უნდა და ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი,- Alter/Vision -ის ერთერთი ორგანიზატორის ანა სიხარულიძის ციტირებას ახდენს „კავკაზსკი უზელ".- ხალხის მიერ დაკავებულია 13 ათასი კვადრატული მეტრი - ფაქტიურად მთელი ტერიტორია შევსებულია! დაახლოებით 30 ათასი ადამიანი შეიკრიბა". ისღა დაგვრჩენია გავიხაროთ „ალტერვიზიის" ორგანიზატორების ენთუზიაზმით, ვინაიდა 30 ათასი, ასობით ათას ადამიანთან შედარებით, თანაც მთელს მსოფლიოში, ცოტა არ იყოს დამამწუხრებელი ციფრია.

მაგრამ სამწუხაროდ, რეიტინგი სულაც არ გამოდგა გადამწყვეი ფაქტორი, მოსკოვის ჯიბრზე ჩატარებული „თავისუფალი იდეის" ფესტივალზე და არც ქართველების აზრი. მომღერალ დიანა ღურწკაიას თქმით, რომელიც „ევროვიზია-2008"-ზე წარმოადგენდა საქართველოს, განაცხადა რომ, ჯერ კიდევ შერჩევის სტადიაში ორგანიზატორებმა გამმგონებლობის საოცარი ნიჭი გამოიჩინეს, როდესაც „ნამდვილ, ძლიერ პროფესიონალ მომღერლებს, სპეციალურად უკეთებდნენ ცუდ გახმოვანებას და ცუდ სურათს ადებდნენ ტელეტრანსლიაციისას".- მომღერლის ციტირებას ახდენ სს ოსინფორმი. „საქართველოს ხალხს ეს არ უნდა - დარწმუნებით ამბობს ღურწკაია.- ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი ტელეარხი „მაესტრო" და მისი ეთერი უბრალო ვეღარ იტევს ზარებს და შეტყობინებებს უბრალო ადამიანებისგან, რომლებიც შეშფოთებასა და იმედგაცრუებას გამოხატავენ ნაციონალური კონკურსის შერსარჩევი ეტაპის გამო".

როგორც დრომ გვიჩვენა, „ევროვიზია-2009"-ში საქართველო მონაწილეობაზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა, თავიდანვე მოხდინეს მოსკოვის ფესტივალისადმი კონფრონტაციული მიდგომის კუტივირება. ტყუილად კი არ შერქვეს ჟურნალისტებმა Tbilisi Open Air - Alter/Vision ფესტივალს „ანტირუსული თვითშემოქმედების ფესტივალი". აღსანიშნავია, რომ „მუსიკალურ-საპროტესტო" ფესტივალით Alter/Vision თავად მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდეა. „მინდა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საუკეთესო ევროპული ჯგუფები, სოლიდარობის ნიშნად თბილისში ჩამოვიდენენ, საქართველოს თავისუფლების მხარდასაჭერად და ევროპულ დონეზე ატარებენ ფესტივალს,- საქართველოს პრეზიდენტის ციტირებას ახდენს Day.az. - ეს მკაფიო გამოხატულებაა იმისა, თუ როგორი სოლიდარობით სარგებლობს საქართველო, მთელი ევროპის მასშტაბით. ფესტივალს მთელი ევროპული პრესა ესწრება".

ყველასათვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, ტრაბახი უყვარს. ტემპერამენტიანი პრეზიდენტის მფარველებს, ხშირად უწევთ მისი დაშოშმინება. აი ახლაც მთელი ევროპა, თბილისის იპოდრომზე მოეჩვენა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100