RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააკაშვილი „არაქურდულად“ იქცევა

21.05.2009  |  09:45

2777.jpegსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია: ზოგიერთისთვის - ის დაუღალავი რეფორმატორი და დემოკრატია, ზოგისთვის კი - დიქტატორი და ტირანი. მაგრამ მას აქვს ერთი უდაო ნიჭი თუ უნარი: გადააქციოს მეგობრები მტრებად, პარტნიორები კი, კონკურენტებად. ახლანდელი ოპოზიციის ლიდერები - პრაქტიკულად ყველა, პრეზიდენტის ყოფილი თანამებრძოლია. ამჯერად საკაშვილი ყოფილ სამხედროებს დაუპირისპირდა. ასევე მეტერი იპოვნა, კრიმინალური „ავტორიტეტის" ბონდო შალიკიანის სახით, რომელიც ახლო წარსულში, პრეზიდენტის თანამოაზრე გახლდათ.

ამბობენ, რომ საქართველოში ვერ მოიწყენ. ეს თავად სააკაშვილმა დაადასტურა საპარლამენტო უმრავლეოსბასთან შეხვედრისას. ამჯერად პრეზიდენტმა საუბარი რადიკალური ოპოზიციის მეთოდებზე წამოიწყო. ქართული მასმედია გვატყობინებს, რომ მან ხაზგასმით აღნიშნა: ხელისუფლების გაკრიტიკება მრავალი რამისთვის არის შესაძლებელი, მაგრამ ოპოზიციური ჯგუფები ამას არ ჯერდებიან, ისინი თავსლაფს ასხამენ მთავრობას.

ამ ცოდვებში, პრეზიდენტმა ყოფილი თანამებრძოლი, კრიმინალურ წრეებში ცნობილი, ბონდო შალიკიანი დაადანაშაულა. სააკაშვილის ვერსიით ის, ოპოზიციის ერთერთი აქტიური ფინანსისტია.

საპასუხოდ ბონდო შალიკიანმა, როგორც გადმოსცემს გაზეთი „ვზგლიადი", სააკაშვილი „მოსისხლე მტრად" დაასახელა. შალიკიანმა რესპუბლიკის მასმედიის საშუალებით განცხადება გაავრცელა, რომლეშიც ნათქვამია, რომ აღარ აპირებს აიტანოს, ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან დევნა. ასევე მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მას არაკანონიერად წაართვა დაახლოებით 100 ათას მილიონზე მეტი ლარის ქონება. ( დაახლოებით 60 მილიონი დოლარი).

უნდა ითქვას, რომ ბონდო შალიკიანის სახელი, საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არაფერს არ ეუბნება. მასთან დაკავშირებული სკანდალი 2004 წელს წარმოიშვა. მაშინ პოლიციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა 18 კრიმინალური „ავტორიეტეტი" დააპატიმრეს. მათ შორის იყო, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქუთაისში ერთერთი ავტორიტეტული ადამიანი, ბონდო შალიკიანი. მის სახლში აღმოჩენილი იქნა ორი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური და სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი. ამას ხმაურიანი პროცესი მოჰყვა, მაგრამ მაშინ შეკითხვა: ასეთი ადამიანი პარლამენტის დეპუტატი როგორ გახდა, არავის არ დაუსვამს.

გარკვეული დროის შემდეგ შალიკიანი მამხილებელი სიტყვით გამოვიდა: რომ სააკაშვილი, ხელისუფლებაში სწორედ კრიმინალური ფულის საშუალებით მოვიდა. მასმედიის შეტყობინებით ბონდო შალიკიანმა განაცხადა, რომ 2003 წელს სააკაშვილის ანგარიშზე ნახევარი მილიონი დოლარი გადაურიცხა, თანაც ეს მაშინ იმ დროისათვის ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის პირადი მითითებით გაკეთდა. შალიკიანი ამტკიცებს, რომ არსებობს წრილობითი დოკუმენტი, ფულის განაღდების შესახებ.

„როცა მე ვჭირდებოდი ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს, მე მაშინ მათთვის პატივსაცემი ადამიანი და წარმატებული ბიზნესმენი ვიყავი, - ყვება ბონდო შალიკიანი.- მაგრამ მას მერე, რაც მათ გამომიყენეს, მე მათთვის არასაჭირო გავხდი, მე მათ „გადამაგდეს" და „ფულში გამწეწეს". მათ მე „კრიმინალი" მიწოდეს, წამართვეს დეპუტატის მანდატი და დამაპატიმრეს. ფაქტიურად ხელისუფლებამ მე მძევლად ამიყვანა, რათა წაერთმიათ ჩემთვის კუთვნილი მრავალმილიონად ღირებული ქონება და აქტივები".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100