RSS
на русском en in english
23.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ევროპელები, ქართული წინააღმდეგობის ლაბირინთებში

25.05.2009  |  09:17

2810.jpegევროპელები კვალავ ცდილობენ შეურიგებელი ქრთველი პოლიტიკოსები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები, ისევ შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. რადიკალურმა ოპოზიციამ, ხელისუფლება არმიის საბოლოოდ განადგურებაში დაადანაშაულა, სახალხო დამცველმა კი, პიტერ სემნებს სთხოვა დახმარება ადამიანის უფლებების დრღვევის ფაქტების გამოძიებაში...

სემნებთან შეხვედრაზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში" მოვიდნენ „დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „საქართვეოს გზის" ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი. კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნა, იმისთვის რომ 11 მაისს დაწყებული დიალოგი ხელისუფლებასთან გაგრძელდეს, ვერ მოხერხდა. როგორც შეხვედრის მერე განაცხდა ზურაბიშვილმა, მთავრობა ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს. ნინო ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მიერ მასმედიის შევიწროვებაზე, რომლებსაც ამის გამო არ შეუძლიათ სიმართლის თქმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტელეკომპანია მაესტროს" მაუწყებლობის გასაფართოვებლად, თურქეთში შესყიდული იქნა პტს(ტელესიგანილ გადამცემი), მაგრამ ის საბაჟოზე გააჩერეს და უკან გააბრუნეს. თავად სემნებმა განაცხადა, რომ ყურადრებით მოუსმინა ოპოზიციონერებს და დაასკვნა:"ვფიქრობ - მოჰყავს მისის სიტყვები Trend-ს.- სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი და ხანგრძლივი სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარეებს შორის დიალოგით შეიძლება იქნეს მიღწეული".

სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც ამჟამად ჩამოყალიბდა საქართველოში, მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ წინადადება, ახლა უდაბნოსა შინა მღაღადებლის მაგვარია. წინააღმდეგობის დაწყებიდან 40 დღის შემდეგ, უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა. პიტერ სემნებთან შეხვედრის დროს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ევროკავშირის სპეცწარმომადგენელს დაჟინებული თხოვნით მიმართა: გაუწიოს დახმარება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიებაში, გვატყობინებს GHN.

სუბარის სიტყვებით, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების წნეხის ქვეშ თუ დაიწყებს საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის უამარავი ფაქტის გამოძიებას. საქართველოს ომბუცმენმა მოქალაქეთა უფლებების დარღვევის, მისთვის ცნობილი მაგალითები მოიყვანა.

ამასობაში, თუ კი ოპოზიციონერები სულ უფრო ხშირად აპელიერებნ მოხუცი ევროპის აზრით, ხელისუფლება ოკეანის გაღმიდან ელოდება მხარდაჭერას. იმავე დღეს როდესაც ოპოზიციონერები სემნებს ხვდებოდნენ, საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ ვაშინგტონში ელჩებისთვის რწმუნების სიგელის გადაცემის ცერემონიაზე, ა.შ.შ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დააიმედა, რომ ამერიკა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

როგორ აეწყობა ა.შ.შ-ს ახმჟამინდელი პრეზიდენტის ურთიერთობები საქართველოსთან? ამ საკითხთან დაკავშირებით უამარავი ვერსია და ვარაუდია. მაგრამ ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერავინ იძლევა. მხოლოდ იმის კონსტატირებაა შესაძლებელი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ იწვის სურვილით ჩაერიოს, მეგობარი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პრობელემებში. თღუმცა არც იმის წინააღმდეგია, რომ ურთიერთობები უკვე გამოცდილ პარტნიორთან გააგრძელოს, როგორიც სააკაშვილი და მისი გუნდი გახლავთ. როგორც იტყობინება სს GHN, ა.შ.შ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა პრობლემა დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, პირადად ის როგორც ა.შ.შ-ს ხელისუფლება, მიესალმება სააკაშვილის ოპოზიციისათვის შეთავაზებულ წინადადებას დიალოგის გაგრძელების შესახებ, რათა პრობლემები ამ გზით იქნას მოგვარებული. თუმცა ტეფტმა აქვე დასძინა:"ჩვენ გვესმის, რომ მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ და ეს პოზიციები ვერ იქნება შეთანხმებული ან მოგვარებული ერთი შეხვედრით". ასეთი შეხედულება ჰქონდა ა.შ.შ-ს 9 აპრილამდეც, თქვა ჯონ ტეფტმა. მან დაადასტურა და საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთხელ აღენიშნა, რომ ეს პოზიცია დღესახ არ შეცვლილა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100