RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს ხელისუფლების ახალი ვერსია: აჯანყებაში პუტინია ჩარეული

27.05.2009  |  09:57

2841.jpegმუხროვანის აჯანყების გამოძიება, მორიგ დეტექტური ჟანრის სერიალად გაიქცა, უამრავი უცნობით. ის ჯერ დასრულებული არ არის,მხოლოდ იმის კონსტატირება შეიძლება, რომ: რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი ეჭვმოიტანილი ჩნდება. ამჟამად ბუნტის დაფინანსებაში, ქართული წარმოშობის პეტერბურგელ ბიზნესმენს ალექსანდრე ებრალიძეს სდებენ ბრალს, რომელმაც სულ ახლახანს გააცხადა საკუთარი საპრეზიდენტო ამბიციები. მის უკან, საქართველოს მთავრობის ვერსიით, თავად რუსეთის პრემიერი - ვლადიმერ პუტინი დგას.

მუხროვანის აჯანყების გამოძიების იმედი, თბილსში ცოტა ვინმეს თუ ჰქონდა. ექსპერტები ერთხმად აცხადებდნენ, რომ ორგანიზატორების დაკავების სპეცორერაციაც კი, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, არ მოჰფენდა ნათელს ამ საქმეს. სიმართლეს მაინც ვერავინ შეიტყობს. ოპოზიცია კვლავ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ აჯანყება საერთოდაც არ ყოფილა, მუხროვანის მოვლენები - მიხეილ ნიკოლოზის ძის მორიგი შოუა. თუმცა მთავრობას საკუთარი შეხედულება აქვს. თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ 21 მაისს მოულოდნელი განცხადება გააკეთა და ამჯერად პეტრბურგელი ბიზნესმენი ალქსანდრე ებრალიძე დაადანაშაულა, მუხროვანის აჯანყების დაფინანსებაში.

„საქმის გამოძიება, ძალიან საინტერესო ფაზაში შედის"- „ინტერფაქსი" ახდენს თარგამაძის ციტირებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ეჭვმიტანილთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე თარგამაძის სიტყვებით, წინასწარ პატიმრობაში უკვე 32 ადამიანია და ერთი განთავისუფლებულია გირაოთი. თორმეტი დაპატიმრებულთაგანი - სამოქალაქო პირეია, ხოლო ოცი - სამხედრო. ერთერთი აჯანყების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი მოკლულია 21 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მისი მომხრეები - კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე - მძიმედ არიან დაჭრილები.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა თბილისმა უკვე არაერთხელ შეიცვალა საკუთარი აზრი, რუსეთის აჯანყებასთან კავშირის შესახებ. ამჯერად „ვერსია" კვლავ შეასწორეს: შეთქმულების კვალი მოსკოვში კი არა, პეტერბურგში მიდის. თარგამაძემ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ მუხროვანის ჩაშლილი აჯანყება რუსეთში მომუშავე ქართველი ბიზნესმენის მხარდაჭერით მზადდებოდა, რომლსაც თურმე მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის ხელისუფელებასთან. „გეგმის მიზანი, როგორც მინიმუმი არეულობის გამოწვევა იყო, ხოლო მაქსიმუმი, ნიადაგის მომზადება რუსეთის საოკუპაციო ჯარების თბილისში შემოსაყვანად",- მაუწყებლობდა პარლამენტარი. „მე თავს ვიკავებდი იმ ადამიანის დასახელებისგან, ვინც ყველაფერი ეს მოაწყო, სანამ მან თავად არ განაცხადა, რომ ამ ჩაშლილი აჯანყების შემდეგ, მას ლოდინი აღარ შეუძლია და პრეზიდენტად აპირებს ბალატირებას შემდეგ არჩევნებზე". - დამაინტრიგებლად საუბრობდა თარგამაძე. ბოლოს და ბოლოს მან გაახმოვანა „ეჭვმიტანილის" სახელი: „ ეს გახლავთ - ბატონი ებრალიძე".

ალექსანდრე ებრალიძე - საიდუმლოებით მოცული ფიგურაა. ამ ბოლო ხანებში მისი სახელი ძალზე ხშირად მუსირებს. ადრე მისი არსებობის შესახებ, ასაქართველოში გაგონილიც კი არ ჰქონდათ. განა დაიმახსოვრებ ყველას, ვინც ამ ღვთისგან დალოცვილი ქვეყნიდან წავიდა რევოლუციისა და გაჭირევების პერიოდში. მითუმეტეს, რომ ებრალიძე საქართველოდან შორეულ 1971 წელს წავიდა, როდესაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, ახლანდელი სუვერენიტეტების პარადი, მაშინ დისიდენტებსაც კი არ დასიზმრებიათ. მაგრამ დრო იცველბა. ქართული მასმედია მუდმივად ახსენებს ებრალიძეს. 2009 წლის მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში ის აპირებს თბილისში გახსნას საქართველოს ხალხების მსოფლიო ასამბლეის ფილიალი და კურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვს. ქართვერლი ჟურნალისტების მონაცემებით, ის მზად არის მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდეს და აქტიურად დაკავდეს პოლიტიკით. ამას გარდა, ის თითქოს და აპირებს გაზეთის გამოცემას, რადიოსადგურისა და ტელევიზიის გახსნას,- წერს „ახალი რეგიონი".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100