RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო სიმწიფის გამოცდას აბარებს

01.06.2009  |  10:55

2891.jpegსაქართველომ თავისი სრულწლოვანება აღნიშნა. 26 მაისი ითვლება ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. ეს მოხდა 18 წლის წინ - შფოთიან 1991 წელს, როდესაც სსრკ დაიშალა. საქართველოს ზრდის პროცესი მარტივი არ ყოფილა: კონფლიქტები, ომები, სამოქალაქო დაპირისპირება. მეთვრამეტე დაბადების დღეც არც ისე ადვილი გამოდგა. საპროტესტო ტალღის გამო, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, ხელისუფლება იძულებული გახდა უარი ეთქვა რიგ ღონისძიებებზე, მათ შორის სამხედრო აღლუმზე.

სხვა ყველაფრის გარდა სრულწლოვანება ეს არის ოცნებების და უკეთესი მომავლის იმედის დრო. სწორედ ამით ცხოვრობს ახლა საქართველოც - მომავალი დღის იმედით. როგორი იქნება ის? ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, რომელიც ქვეყანას ფაქტიურად ორ ნაწილად ყოფს საუკეთესო სურვილების გამო - დემოკრატიის განვითარებისთვის. ასე რომ მხოლო იმედიღა რჩება იმისა, რომ ეს გარდატეხის ასაკი დასრულდება და საქართველოში ხალხი ძველებურად იცხოვრებს - მშვიდად, ტრადიციული სუფრებით, სიმღერებით და ცეკვებით.

მაგრამ როგორც რუსი მწერალი ედუარდ სერვუსი წერა, მომავალი ბადებს იმედებს, აწმყო მათ ან ასაზრდოებს ან მარხავს. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ ახლა საქართველოში. დღევანდელ დღეს ოპოზიციამ „ეპოქალური" უწოდა. 9 აპრილიდან მოყოლებული ქვეყანაში მიტინგები და საპროტესტი აქციებია. ოპოზიცია ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დემოკრატიულ რეფორმებს. შეუპოვარი ოპოზიციიონერები პირობას დებენ, რომ ხელისუფლების შეცვლა კონსტიტუციური გზით მოხდება - არანაირი რევოლუცია, სისხლისღვრა და ახალი კერპები. ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ქვეყანაში 3 პრეზიდენტი შეიცვალა. ხელისუფლების კონსტიტუციურად გადაცემის ფაქტები კი ჯერ არ დაფიქსირებულა. ერთ მთავრობას აუცილებლად მეორე აგდებდა. მოკლედ, ასე იყო შორეულ 18 წელსაც, გასულ XX საუკუნეში.

სწორედ 1918 წლის 26 მაისის ხსოვნის გამო აღინიშნება სამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანეკობით გაახმოვანა დამოუკიდებლობა. ამ სტატუსით ქვეყანამ 1921 წლამდე იცხოვრა. შემდეგ კი ახალი მთავრობა შეპირდა საქართველოს ნათელ მომავალს საბჭოთა რესპუბლიკაში. მაგრამ ისტორიის ბრუნვის პრინციპი ვერავინ შეცვალა. 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 31 მარტს, რეფერენდუმის კითხვაზე - „თანახმა ხართ თუ არა, რომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგეს საქართველოს სახელმწიფო თავისუფლება?"- კეთილი საბჭოთა ტრადიციით მოსახლეობის უმეტესობამ, 98-მა პროცენტმა, უპასუხა „დიახ".

გასული 18 წლის განმავლობაში ქვეყანამ აღმავლობა და ვარდნა განიცადა, იმედები და იმედგაცრუებები, კუმირების შექმნა და კერპების მსხვრევა. ზეიმის „საქართველოს გაუმარჯოს" შეერია მრავალტანჯული ქვეყნის გადარჩენაზ ლოცვას. ვერ ჩამოთვლი ყველა უბედურებას რაც ამ წლების განმავლობაში ქართველებმა გადაიტანეს. ყველა კატაკლიზმა რომ აღვწეროთ რაც ქვეყანას შეეხო, მრავალტომიანი გამოცემა გამოვიდოდა.

დღეს მხოლოდ ერთი რამის თქმა არის შესაძლებელი - საქართველო სიმწიფის გამოცდას აბარებს. რუსთვაელის გამზირზე, სადაც ტრადიციულად სამხედრო აღლუმი ტარდება ხოლმე დამოუკიდბელობის დღეს, ახლა „სახალხო აღლუმი" შედგა, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული. ოპოზიციის წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ ხელსუფლებამ მათ რუსთაველის გამზირი დასავლეთის თხოვნით დაუთმო. მოხერხდება თუ არა პროვოკაციების თავიდან აცილება და საპროტესტი ტალღის კონსტიტუციურ ჩარჩოებში შეკავება? სწორედ ეს არის გამოცდა, რომელსაც დღეს კვლავ აბარებს საქართველო. ‘

„26 მაისი იქნება ყველა დიდი საპროტესტო დღე",- განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. „ამ დღეს ჩვენ უამრავ სიურპრიზს შემოგთავაზებთ",- ეს უკვე მეორე ლიდერის, დავით გამყრელიძის, სიტყვებია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100