RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართველი პოლიტპატიმრები

01.06.2009  |  11:00

2893.jpegზუგდიდში დაკავებული რუსის ვლადიმერ ვახანიას საქმე, რომლის დასაცავადაც ახლახან მოსკოვში პიკეტი გაიმართა, იხილავს საქართველოს ომბუდსმენის აპარატი. მოსკოველი ბიზნესმენი, იურისტი, სამხედრო მსახურთა უფლებათა დამცველი ბრალდებულია იარაღის შენახვაში და ეჭვი აქვთ, რომ მას კავშირი ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან.

ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში ქართულმა სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადის მესამე თვე, რუს იურისტს კი არც ათავისუფლებენ და არც ასამართლებენ. როგორც ჩანს, ვერაფრით მოიპოვეს მისი სპეცსამსახურებთან კავშირის დამადასტურებელი მასალა.

ერთი კვირის წინ ვლადიმერ ვახანიამ „თავისუფლას გაზეთში" გამოაქვეყნა ღია წერილი თავისი თანამემამულეებისა და მეგობრებისთვის. ის იწყებოდა სინანულის სიტყვებით იმის გამო, რომ ერთმანეთისგან გაიყო ქართული და რუსული ერი:"მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების მომხრეები ვართ... ვდარდობთ 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ თითოეულ ადამიანზე",- წერს ვახანია. მაგრამ მას სჯერა, რომ ქართველებსა და რუსებს შორის სითბო შენარჩუნებულია. ამ აზრების ხალხამდე მიტანას ის ხშირად ეცადა, როდესაც გამოდიოდა „მრგვალი მაგიდების" სხდომებზე, პასუხობდა მოსკველ ჟურნალისტებს, ურთიერთობა ჰქონდა ახლობლებთან მშობლიურ ზუგდიდში.

ვახანია კარგად არის ცნობილი მოსკოვში როგორც ყოფილი შემცვლელი მოსკოვის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორისა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, უბინაო ოფიცრების უფლებების დამცველი. საქართველოშიც იცნობენ მას იმდენად, რომ გამონაკლისის დაშვებით მას საქართველოს მოქალაქეობა მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე იყო რუსეთის მოქალაქე.

მაგრამ მაშინ არაფერს ეჭვობდნენ. ამ წლის გაზაფხულზე კი, რუსეთთან საინფორმაციო ომის დროს, ქართულმა ხლეისუფლებამ იფიქრა: ვლადიმერ ვახანია ხომ ჯაშუში შეიძლება იყოს! პირველ რიგში, ის ადრე რუსეთის პროკურატურაში მუშაობდა. მეორე რიგში, ჟურნალისტთა კავშირის წევრი იყო. მესამე რიგში, ხელმძღვანელობდა სამხედრო მსახურთა და მოსკოვის ოლქის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების პროფკავშირს. მეოთხე რიგში, გამოდიოდა საქართველოს ნატოში შესვლის წინააღმდეგ, თანაც ვარაუდობდა, რომ ეს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრებოდა. ხელისუფლების მისდამი მოთმინების უკანასკნელი წვეთი, როგორც ჩანს, გახდა პარტიის „მთლიანი საქართველო" შექმნა. ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ჩაატარა ყრილობა 11 მარტს, სწორედ ამ დღეს აღიძრა ვლადიმერ ვახანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

მაგრამ ვახანიას პრობლემები ნახევარი წლით ადრე დაიწყო. როგორ იუწყება საიტი „თავისუფლება ვლადიმერ ვახანიას" , ის დააკავეს თბილისის აეროპორტში, როდესაც ჯდებოდა ბაქომდე რეისში, 2008 წლის ოქტომბერში, ორმაგი მოქალაქეობის უკანონოდ ქონის გამო. ოჯახი სამი ბავშვით მან მოსკოვში გაგზავნა, თავად კი დარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მას ჩამოართვეს რუსული და ქართული პასპორტები. არც დაუბრუნებიათ, თუმცა კანონის მიხედვით უბრალოდ მისი დეპორტაცია უნდა მოეხდინათ ქვეყნიდან, დოკუმენტების გარეშე, ბუნებრივია, ის დამოუკიდებლად ვეღარ დაბრუნდებოდა მოსკოვში, მაგრამ რამდენჯერაც არ მიმართა ვახანიამ საქართველოს პრეზიდენტს, პროკურატურას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მას არავინ დაეხმარა.

მარტში კი ქართველი სამართალდამცავებისგან ახალი შეტევა წამოვიდა. დაკავების მიზეზი, ბუნებრივია, არ იყო დაკავშირებული „ერთიანი საქართველოს" შექმნასთან. უბრალოდ ვირაც ჟურნალისტმა ზუგდიდის გაზეთიდან, შეიტანა ვახანიაზე სარჩელი, თითქოს მან ჟურნალისტს მაგნიტოფონის კასეტა წაართვა, რომელზეც თავად ვახანიას ინტერვიუ იყო ჩაწერილი. კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელების ნაწილი მის სახლში შეიჭრა, რა თქმა უნდა ყოველგვარი სასამართლო სანქციებისა და ორდერების გარეშე, ვითომ კასეტის ძიებაში და იპოვეს ორი კალაშნიკოვის ავტომატი და ორი ნაღმი.

რა თქმა უნდა, სხვა რა შეიძლებოდა ჰქონოდა სახლში პროფესრორს, რუსს, რომელიც ქვეყნიდან ვერ გადიოდა დოკუმენტების უქონლობის გამო?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100