RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პეტერბურგელი ქართველების იუბილე „პოლიტიკურ კონტექსტში“

03.06.2009  |  10:15

2923.jpegსანკტ-პეტერბურგის ქართულმა დიასპორამ გასულ შაბათ-კვირას აღნიშნა თავისი ოცი წლის იუბილე. ტრადიციულმა საზეიმო ღონისძიებებმა, ახლანდელი ქართულ-რუსული ურთიერთობების გათვალისწინებით, პოლიტიკური ელფერი შეიძინეს. ქართველი და რუსი ხალხის ერთობის ფონდის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ხომერიკმა ჩვენ მომხდარზე მოგვიყვა.

უნდა ითქვას, რომ ქართველები პეტერბურგში მისი დაარსების დღიდან ცხოვრობენ. დღეისათვის რუსეთის ჩრდილოეტ დედაქალაქში ცხოვრობს 40 000 ქართველი. ქართული დიასპორის ოცი წლის იუბილეზე ცავიდნენ სტუმრები მოსკოვიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან.

საზეიმო ღონისძიებები ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი ბადრო კაკაბაძე. ის ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში 1973 წლიდან, როდესაც პეტერურგს ჯერ კიდევ ლენინგრადი ერქვა, მოძმე რესპუბლიკებს კი არაფერი ჰქონდათ გასაყოფი. „შინაგანად მე რუსეთის მოქალაქე ვარ,- არაერთხელ თქვა კაკაბაძემ.- მაგრამ მე ნამდვიი ქართველი ვარ, ჩემი სამშობლო საქართველოა, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს".

კაკაბაძე დღესაც კარგად არის ცნობილი საქართველოს საქმიან წრეებში. 1990 წლიდან მოყოლებული იყო საქართველოში რიგი კომერციული ორგანიზაციების მფლობელი. უკანასკნელ დროს რუსული „ვნეშტორგბანკის" შვილობილი სტრუქტურების ხელმძღვანელობა ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული.

კაკაბაძის მიერ ორგანიზებულმა ღონისძიებამ ბევრი ჭორი გამოიწვია. ქართულ მასმედიაში ასეთი ინფორმაცია გამოჩნდა: რუსეთი შეეცდება შეამოწმოს, რამდენად მზად არის საქართველოს მოსახლეობა მიიღოს პრეზიდენტობის პრორუსული კანდიდატი. ქართველმა ექსპერტმა ანდრო ბარნოვმა ასე შეაფასა გავლენიანი ქართველების გააქტიურება რუსეთში.

„რუსეთი შეეცდება დისკუსიის გაბმას, რამდენად მზად არის საზოგადოება განიხილოს პრორუსული კანდიდატი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებისთვის. თუკი ქართული საზოგადოება მზად აღმოჩნდება ამისთვის, მაშინ გამოჩნდება რუსეთის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი კანდიდატურა",- განაცხადა ბარნოვმა. ექსპერტის თქმით, რუსეთი ამას გვერდიდან დააკვირდება.

ასე რომ სანკტ-პეტერბურგის საზეიმო ღონისძიებებიდან კულტურისა და ტრადიციების ამბების მაგივრად პოლიტიკური სიახლეების ნაკადი მოდიოდა. პეტერბურგელი ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის პოლიტიკური ამბიციები ქართული მასმედიის რიგი წარმომადგენლებისთვის მთავარ სიახლედ იქცა. ერთდორულად სამმა ხელისუფლების მომხრე არხმა, „რუსთავი 2", „იმედი" და „საზოგადოებრივი მაუწყებელი", გაავრცელეს ებრალიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მის საპრეზიდენტო პროგრამაში შედის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ალექსანდრე ებრალიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა რამდენიმე ქართული არხის შესყიდვის სურვილი. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ტავისი საპრეზიდენტო ამბიციები. მას სულაც არ აბნევს ის ფაქტი, რომ სამართლებრივი შეზღიდვები არ აძლევს მას უფლებას სახელმწიფოს ლიდერობაზე განაცხადოს პრეტენზია. ახლანდელმა ქართულმა მთავრობამ კი უკვე მოასწრო მისი დადანაშაულება სამხედრო გადატრიალების მოწყობასთან კავშირში.

საპასუხოდ ერეკლე მეორეს საზოგადოებამ მასემდიას მოუწოდა, რომ არ ეცადა საზღვარგარეთ ქართული დიასპორის დისკრედიტირება და არ წარმოედგინა ის, როგორც განცალკევებული „ერის მტერი", რუსეთის ხელისუფლებასთან მეგობრობის გამო. ამის შესახებ არის საუბარი ორგანიზაციის განცხადებაში.

მაგალითად ორგანიზაციას მოჰყავს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის რეპორტაჟი. თურმე, არხმა რუსეთში მცხოვრები ქართველი ალექსანდრე ებრალიძე მუხროვანის სამხედრო აჯანყებაში მონაწილეობაში დაადანაშაულა. ამას არ მოჰყოლია რაიმე დამამატკიცებელი საბუთი ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ამით უდანაშაულოს პრეზუმცია დაირღვა. „ერეკლე მეორეს საზოგადოება თვლის, რომ მსგავსი ჭორიკანა სიუჟეტები მიმართულია არა მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესებისკენ, არამედ ქართული დიასპორის დისკრედიტაციისკენაც",- ამტკიცებენ დოკუმენტის ავტორები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100