RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

აფეთქება რკინიგზაზე მუხროვანის აჯანყებას უტოლდება?

03.06.2009  |  10:19

2925.jpegმატარებლის გამოჩენამდე ნახევარი საათით ადრე გუშინ დილით სარკინიგზო ლიანდაგები აფეთქდა ზუგდიდთან ახლოს. ამ ინციდენტს განსაკუთრებული ზიანი არ მოუტანია. ელექტრომატარებლებმა მალევე აღადგინეს მოძრაობა. ვისთვის იყო ხელსაყრელი აფეთქება: „აფხაზი დივერსანტებისთვის", ქართული ოპოზიციისთვის თუ სააკაშვილის ძალოვნებისთვის?

დღის 12 საათისთვის სპეციალისტება დაასრულეს გზის დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება. შეჩერებული მატარებლებიც მაშინვე დაიძრა.

აფეთქების ხმა დილით ადრე გაისმა, როდესაც ლიანდაგებზე არც მატარებლები და არც ხალხი არ დადიოდა. მან მწყობრიდან რკინიგზის რამდენიმე მეტრი გამოიყვანა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს განლაგებულ სახლებში შუშები ჩაიმტვრა.

გეკსაგენით და ტროტილით შეკეთებულ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე საათის მექანიზმი ამუშავდა. რკინიგზის მუსაკები ფიქრობენ, რომ აფეთქება ორი საათით გვიან რომ მომხდარიყო, სამგზავრო მატარებლის გავლისას, ის აუცილებლად დახოცავდა ხალხს. ეს კი ნიშმავს, რომ ასაფეტქბელი ნივთიერება ან იმ ხალხმა დადო, ვინც არ იცოდა მატარებლების განრიგი, ან უბრალოდ ამ ააფეთქების მიზანი არ ყოფილა ვინმეს მოკვლა. ვიღაცას შიშისა და დაძაბულობის გამოწვევა სურდა რეგიონში.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტმა აფეთქება დივერსია უწოდა. ვისზე აქვთ ეჭვი ჯერ ცნობილი არ არის. მაგრამ ვინაიდან დივერსია თავისი მნიშვნელობით გულისხმობს უცხოელი აგენტების მუშაობას დანაშაულის ჩადენით სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შესაქმნელად, ზუგდიდი კი ემეზობლება გალის რაიონს, სადაც ხშირად ხდება აფეთქებები, შეგვიძლია ვივარაუდოტ, რომ გამოძიება აფხაზურ კვალს დაადგება.

ტელეკომპანია „იმედმა" უკვე ივარაუდა, რომ რკინიგზის აფეთქებასთან აფხაზებს აქვთ კავშირი. მისი მონაცემებით სოფელ ინგირში დაზიანდა სასტუმროს შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.

ამ ვერსიაში არანირი ლოგიკა არ არის. აფხაზები, რომლებმაც სულ ახლახან რუსეთის დახმარებით მიაღწიეს დიპლომატიურ წარმატებას გაეროსთან მოლაპარაკებებში, საერთოდ არ არიან დაინტერესებულები სიტუაციის დესტაბილიზაციით.

მაშ ვის აძლევს ხელს აფხაზეთის საზღვართან სიტუაციის დესტაბილიზაცია? თუკი ეს აფეთქება მართლაც აფხაზების მოწყობილია, მაშინ ხომ მსოფლიო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს რესპუბლიკის ახლანდელი ხელისუფლება. ის თავს ასეთი დივერსიების უფლებას აძლევს მეზობელი საქართველოს წინააღმდეგ!

სხვათა შორის, მაისის შუა რიცხვებში აფახაზეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ქართული სპეცსამსახურები აპირებენ დივერსიული მოღვაწეობის გააქტიურებას აფხაზეთში, რათა მოახდნინონ ადგილობრივი სამართალდამცავების არაკომპეტენტურობის დემონსტრირება. ამ განცხადებას წინ უსწრებდა გალის რაიონში 13 მაისს მანქანის აფეთქება. მასში ისხდნენ Siemens-ის თანამშრომლები, რომლებიც ენგურ ჰესს არემონტებდნენ.

ქართული ტელეარხის ბრალდებაზე აფხაზეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ უპასუხა: „საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს მესამე ძალის გაკეთებულია, მაგრამ სინამდვილეში მსგავსი აქციები მათ მიერვე არის ორგანიზებული, რათა შემდეგ გარეშე ძალები დაადანაშაულონ".

მან არც ის გამორიცხა, რომ აფეთქება საქართველოს საშინაო სიტუაციასთან არის დაკავშირებული: „ეს ტერორისტული აქტი სარკინიგზო გზების ბლოკირების აქციაშიც კარგად ჯდება".

ქართული სპეცსამსახურები ჯერჯერობით თავს იკავებენ აფეტქების თაობაზე კომენტარების გაკეთებისგან. მაგრამ მათ თავისუფლად შეუძლიათ ოპოზიციის დადანაშაულებაც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიციონერებმა თავიანთი მოთხოვნები რკინიგზის ბლოკირებით გაამყარეს. მათ ჩაატარეს „გამაფრთხილებელი აქცია" თბილისის სადგურის ტერიტორიაზე. 4 საათის განმავლობაში მატარებლები ვერ გადიოდნენ და სემოდიოდნენ სადგურში. რადგანაც ლიანდაგებზე ხალხი იდგა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100