RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პოლიტპატიმრები. მთელი იმედები ოპოზიციაზეა?

05.06.2009  |  17:06

2957.jpegქართული ოპოზიცია კვლავ ადანაშაულებს ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების დევნაში. კონსერვატორებმა მოუწოდეს მუხროვანის აჯანყებაში ეჭვმიტანილებისთვის ეწოდებინათ პოლიტპატიმრები. ოპოზიციონერთა აზრს იზიარებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. ქვეყნის ხელისუფლება სულ სხვანაირად ფიქრობს - საკნებში მხოლოდ ბოროტმოქმედები არიან, არანაირი პოლიტიკა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით კი ქართველთა 3,6%-მა ქვეყანა პოლიტიკური მოტივებით დატოვა.

მუხროვანის ამბოხი ახლანდელი პოლიტიკური დაპირისპირების შავი ლაქაა. კონსერვატორთა ლიდერებმა ამ დღეებში მოითხოვეს გენერალ კობა კობალაძისა და პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკის ზაზა ბრეგვაძის პოლიტპატიმრებად ცნობა. კონსერვატორები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს, რომ კობალაძეს პირადი კონფლიქტი ჰქონდა სააკაშვილთან, რომელმაც პირადად უწოდა გენერალს კრიმინალური ელემენტი.

„საქართველოს ხელისუფლებამ დანერგა პრაქტიკა, რომლის დროსაც საქართველოში საპროტესტო აქციების ჩატარებისას რუსეთის მიერ სამხედრო აჯანყების დაგეგმვით აპელირებს. მუხროვანის ორ საათიანი ამბოხი დაემთხვა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ გზების პიკეტირებას",- აღნიშნავენ კონსერვატორები და გვახსენებენ, რომ ანალოგიური სიტუაცია განმეორდა 2007 წელს ოპოზიციის აქციების დროს. მაშინ ოპოზიციური ლიდერები რუსეთთან ჯაშუშურ კავშირში დაადანაშაულეს, მაგრამ დღემდე არცერთი ბრალდება არ არის დამტკიცებული.

თუმცა მუხროვანის აჯანყებით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის პრეტენზიები არ იწურება. ახლა მემარჯვენეთა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ 3 ივნისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთის რაიონის პოლიციამ დააკავა მისი პარტიის წევრები. მისი თქმით, დაფიქსირებულია ხელისუფლების მიერ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე ზეწოლის უამრავი ფაქტი. „სამართლადამცავები მოქმედებენ კრიმინალური მეთოდებით და კანონმდებლობას ყურადღებას არ აქცევენ",- აცხადებდა ნაჭყებია.

მანანა ნაჭყებიამ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შეწყვიტოს ხალხის დევნა პოლიტიკური მოტივებით. „ჩვენ მიერ უკვე გაკეთდა არაერთი განცხადება მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს იმოქმედონ მხოლოდ კანონის შესაბამისად და არ იქცნენ ხელისუფლების პოლიტიკური გასწორების იარაღად",- განაცხადა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ახალ მემარჯვენეთა წევრები მონაწილეობდნენ არეულობებში და დაკავებულები არიან ჩხუბის დროს.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მოითხოვს პოლიტიკური დევნის ფაქტების გამოძიებას. ყველა მის ხელთ არსებული მასალა ომბუდსმენმა გაუგზავნა იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას.

ხელისუფლება კი თვლის, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები საერთოდ არ ჰყავთ. ალბათ ამიტომაც არ მონაწილეობდნენ მთავრობის წარმომადგენლები გასულ კვირას გამართულ დისკუსიებში სახელწოდებით - „პოლიტპატიმრები საქართველოში: მითი თუ რეალობა?"

ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ციხეებში რამდენიმე ათეული პოლიტპატიმარია. „დაკავებულთა მთლიანი რიცხვიდან რამდენიმე ათასი უკანონოდ არის დაპატიმრებული, რამდენიმე ათეული კი პოლიტპატიმარია",- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა ნესტან კირთაძემ, რომელმაც ქვეყანაში არსებულ სიტუაციას „ევროპის უაკანასკნელი ავტორიტარული რეჟიმი" უწოდა.

მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ირწმუნებოდა, რომ საქართველოში პოლიტპატიმართა უმრავლესობა ნარკოტიკის ან იარაღის ჩაგდებით დააკავეს. „თუკი მსგავსი პრაქტიკა გაგრძელდა, ქვეყანაში პოლიტპატიმართა რიცხვი გაიზრდება",- აცხადებდა ის. კონსერვატორმა კახა კუკავამ აღნიშნა, რომ მისი პარტიის მონაცემებით, საქართველოში 25 პოლიტპატიმარია.

გამოდის, რომ ოპოზიცია ამჯერად მართლაც ხალხის აზრს გამოხატავს.

და თუმცა მკვეთრი ზღვარი პოლიტიკური და არაპოლიტიკური მოტივებით დაკავებულებს შორის არ არის განსაზღვრული, ქართულ საზოგადოებაში ბატონობს აზრი, რომ განსხვავებულად მოაზროვნეებმა ქვეყანა უნდა დატოვონ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100