RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული ტყვიები ყველაზე ჰუმანურია

08.06.2009  |  09:18

2965.jpegფაქტების ზეწოლის შედეგად საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები იძულებულები არიან აღიარონ, რომ 6 მაისს პოლიციის შენობასთან ხელკეტების გარდა ტყვიებიც იყო გამოყენებული. აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფდა მათ გამოყენებას, ახლა აცახდებს, რომ ისინი მსოფლიოში არსებულებიდან ყველაზე ჰუმანური იყო.

თბილისის პოლიცია „ჰუმანურ" ტყვიებს ისროდა, როდესაც 6 მაისს საპატრულო პოლიციის მთავარ შენობასთან ხალხის შეკავებას ცდილობდა. იმ დღეს გამოყენებული იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უჩვენა ჟურნალს „ლიბერალი".

ამ ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში 60 ადამიანზე მეტი აღმოჩნდა. ქართულმა ტელეარხებმა აჩვენეს ოპოზიციის ლიდერები დასისხლიანებული ტავებით. დაშავდა ოპოზიციის რამდნეიმე აქტივისტი, ერთი ოპერატორი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისრი და ნინო ბურჯანაძის დაცვის ორი წევრი. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათ რეზინის ტყვიები ესროლეს. მიტინგში მონაწილე ორ ადამიანს ტყვიები თვალში მოხვდა და მათ მხედველობა დაკარგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეზინის ტყვიების გამოყენება მაშინვე უარყო. მაგრამ „მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის" მაშინვე განაცხადა, რომ სარჩელს შეიტანდა ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლოში. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიამ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დამოუკიდებლად გამოეძიებინათ 6 მაისის ინციდენტი და დაეყენებინათ ყველას პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც იმ დღეს კანონი დაარღვია. საქმე ისაა, რომ პოლიციისთვის ნებადართული იარაღის ჩამონათვალში არის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები, მაგრამ არ არის ნახსენები რეზინის ტყვიები.

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" იოურისტი ლევან ჩხეიძე ყველა დაზარალებულს უფასო იურიდიული დახმარების გაწევას შეპირდა.

ან საერთაშორისო ჩარევის შიშმა, ან ბრალდებების თვალსაჩინოება აიძულა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეღიარებინა აკრძალული იარაღის გამოყენება. „ჩვენი ოფიციალური პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ არ გვეთქვა ამის შესახებ, რთა სიტუაცია არ დაძაბულიყო", - ახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძრვანელმა შოთა უტიაშვილმა ძალოვნების ქმედება.მაგრამ მან აღნიშნა როკ გამოიყენეს არა ის იარაღი რომელიც რეზინის ტყვიებს ისვრის, არამედ ის რომელიც გამოიყენება არალეტალური ტრავმატული ტყვიებისთვის.

მართლაც ოპოზიციის მიერ ნაპოვნი ტყვიები გავს კომპანია FN Herstal-ის ახალ გამოგონებას რომელიც ამერიკული პოლიციის შეიარაღებისთვის გამოიყენება. ის პეინტპოლის ბურთებს გავს, რომელშიც სხვადასხვა ნივთიერების ჩასხმა შეიძლება- წიწაკის ან სულაც საღებავის. ასეთი ტყვიის ბირთვი არის პლასტიკატიზგან დამზადებული, მისი გარსი მიზანში მოხვედრის შემდეგ ტყდება. ელექტრო შოკისგან და რეზინის ტყვიებიგან განსხვავებით მას არასოდეს მოაქვს სამწუხარო შედეგები. ფრენის ენერგია სახიფათო ზღვარს არ აღწევს.

 

ეს იარაღი 25 მეტრის მანძილიდან მაქსიმალური სიზუსტით ისვრის. მოხვედრის ალბათობა დიდია 50 მეტრის მანძილზეც. მის ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ დამიზნება არ შეიძლება თავში. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროი აცხადებს, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„ბნელოდა და სპეცრაზმელები იმ ხალხის მხოლოდ ზედა ნაწილს ხედავდნენ" , - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ჯანაშვილმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმით იმართლებენ თავს, რომ მათ ხალხისთვის ზიანის მიყენება არ უნდოდათ. მაგრამ საერთოდ ის ფაქტი, რომ მათ ინსტრუქცია არ წაუკითხავთ, სულაც არ ასუსტებს მათ დანაშაულს იმ ადამიანების წინაშე ვინც მხედველობა დაკარგა. ზოგი ამბობს რომ მათ არაფერი ესაქმებოდათ პოლიციის ეზოში. მაგრამ გააჩნია რა მხრიდან შევხედავთ. თუკი ვერანაირი კანონიერი გზით ვერ ახერხებს ხალხი ხელისუფლების მოშორება, რაღა დარჩენია? რათქმაუნდა, ბარიკადებზე ძრომა.

 

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100