RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს კონსტიტუცია შესაძლოა შესწორებებეის გარეშე დარჩეს

08.06.2009  |  09:35

2972.jpegსაქართველოს ხელისუფლებ და მათი შეურიგებელი ოპოპნენტები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ მოლაპარაკებების ჩატარების სურვილის უქონლობაში. დიალოგისკენ მორიგ მოწოდებასთან ერთად, მათ დასახმარებლად თბილისში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი პიტერ სემნები ჩამოფრინდა. მაგრამ, ოპოზიციის ლიდერებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მასთან შეხვედრამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. კონსტიტუციის რეფორმირებისათვის საერთო სახელმწიფო კომისიის შექმნის გეგემები, თვალსა და ხელს შუა ინგრევა. სიტუაციას კომენტარს უკეთებს პოლიტოლოგი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში პიტერ სემნები უკვე მეოთხედ ჩამოდის თბილისიში. მან კვლავ მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს დიალოგისკენ. მისი შეხვედრები ოპოზიციის მოღვაწეებთან არავისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ისაუბრეს მთავარ საკითხებზე - საქართველოს კრიზისიდან გამოყვანის გზებზე და ასევე განხილავდნენ მიხეილ სააკაშივისა და ოპოზიციის შესაძლო შეხვედრას.

"ჩვენ ავუხსენით ბატონ სემნებს, რომ შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით ხელისუფლების მხრიდან, რათა შეხვედრა შედგეს და ერთობლივად ვიპოვნოთ კრიზისიდან გამოსავალი. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მხრიდან მინიშნებაც კი არ ყოფილა შესაძლო შეხვედრის შესახებ. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ შეხვედრისთვის და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ვთხოვეთ მიიღოს უფრო აქტიური მონაწილეობა ამ პროცესის დაჩქარებაში და ასევე მანაც წამოაყენოს ეს საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას".- ქართული რადიო სადგური "კომერსანტი" ახდენს პარტია "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის ირაკლი ალასანიას ციტირებას.

პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისთვის დიალოგი - მხოლოდ თამაშია და მან მოუწოდა ბრიუსელს მეტად აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

ამჯერად გამძლეობამ ხელისუფლებას უმტყუნა და თავიანთ პოლიტიკურ ოპონენეტებს მათივე ბრალდება მიუბრუნეს. "თუ კი ოპოზიციას ნამდვილად უნდა კონკრეტული რეზულტატები და რეალური დიალოგი, მაშინ ისინი უნდა მორჩნენ ტელე-კამრებთან თავის მოწონებას" და სიტყვიერად უნდა განაცხადონ მოლაპარაკებებისათვის მზადყოფნა, დაე დაიწყონ მუშაობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში".- შეუფარავი წყენით ხმაში, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ შეურიგებელი ოპოზიცია უარს აცხადებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე, მმართველმა საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე წამოაყენეს კანდიდატურა მისი თავმჯდომარის პოსტზე. ეს გახლავთ დავით დემეტრაშვილი, რომელმაც შესწორებების საკუთარი პროექტიც კი წარმოადგინა, კერძოდ მან განაცხადა, რომ დააყენებს საკითხს საქართველოში ორ პალატიანი პარლამენტის შემოღების შესახებ. "ამ მოდელის შემოღებასთან ერთად პარლამენტის როლი უნდა გაიზარდოს. სრულფასოვანი გახდება მისი წარმომადგენლობითი ფუნქციები, საკანონმდებლო პროცესიც უფრო დახვეწილი იქნება, ვინაიდან ამ გზით გამოირიცხება კანონების სწრაფად მიღება",- დემეტრაშვილის ციტირებას ახდენს ქართული მასმედია.

საკუთარ განზრახვაზე, გაუნაწილოს პარლამენტს უფლებამოსილება, სააკაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადა. როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ისახებოდა საპროტესტო მუხტი. იმისათვის, რომ კონსტიტუაციაში ცვლილებები შევიდეს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკმარისია დეპუტატების საერთო რიცხვიდან ორი მესამედის ხმა. ამიტომაც საკონსტიტუციო რეფორმის ჩასატარებლად სააკაშვილს საკმარისი მხარდაჭერა აქვს.

მმართველ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არაერთხელ მოუწია საკუთარი აბსოლუტური უმრავლესობის მდგომარეობის გამოყენება. ნაციონალურ მოძრაობას ხომ პარლამენში 150 ადგილიდან 120 ეკუთვნის. უკანასკნელად შესწორებები კონსტიტუციაში 2008 წლის მარტში შეიტანეს, როდესაც საარჩევნო ბარეიერი იქნა შემცირებული 7 პროცენტიდან 5 პროცენტამდე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100