RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

თბილისში ამერიკიდან რევიზორი მოდის

09.06.2009  |  09:17

2986.jpegდაპირისპირების 2 თვის აღნიშვნას ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღით აპირებს: პარლამენტის წინ გაიმართება მიტინგი, შემდეგ კი მშვიდობიანი მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისკენ. ოპოზიციონერები, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებენ „გადაუწყვეტლობის" გამო, აპირებენ რომ ამეირკის სახელმწიფო მდივანს ფილიპ გორდონს აჩვენოს პრეზიდენტით უკმაყოფილები მასშტაბები. სააკაშვილი შეტევაზე გადავიდა და გააფრთხილა თავისი ოპონენტები შესაძლო შედეგების შესახებ.

ოპოზიციონერები არ ფარავენ, რომ ელიან დასავლეთისგან მხარდაჭერას. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა ევროსაბჭოს სპეცწარმმადგენელთან პიტერ სემნებისთან შეხვედრისას. მან ევროსაბჭოს ოუწოდა მეტი აქტიურობისკენ.

7 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მასშტაბური მშვიდობიანი აქციის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფილიპ გორდონი ჩამოსვლამდე საქართველოს საზოგადოებამ უნდა მოახდინოს სააკაშვილისა და მისი პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილების მუხტის დემონსტრირება.

9 ივნისს ფილიპ გორდონი უწყებს პოლიტიკურ ტურნეს ამიერკავკასიაში და თბილისში 11 ივნისს ჩამოვა. სწორედ 9 ივნისს გეგმავს ოპოზიცია მშვიდობიანი აქციის ჩატარებას. შეძლებს ოპოზიცია საკუთარი რეკორდის მოხსნას, როდესაც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიტინგზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მოვიდა? ყოველ შემტხვევაში, ახლა თბილისში საპროტესტო ტალღის ნელ, მაგრამ უეჭველ შემცირებას ვარაუდობენ. ქუჩებში გამუდმებული საცობებით შეწუხებული თბილისელების ზეწოლის გამო, ოპოზიციას თავისუფლების მოედნის საკნებისგან გათავისუფლება მოუწია. თანაც კარს ივნისია მომდგარი - არდადეგებისა და საოჯახო დასვენების დრო. ძალიან ცოტა თუ რჩება დედაქალაქში ზაფხულის ცხელ დღეებში.

პრეზიდენტი კი უკვე აღარ მალავს ოპოზიციის სიჯიუტით გამოწვეულ გაღიზიანებას. ორი თვის განნმავლობაში სააკაშვილი სიმშვიდის დემონსტრირებას ახდენდა, თუმცა ამ დღეებში მაინც ვერ შეიკავა თავი და დაემუქრა ოპოზიციონერებს. თუმცა არა ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით. ხელისუფლებისთვის სიტუაციის ასეთი შემობრუნება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ჩვეული მანერით შეახსენა ოპონენტებს მათი წარსული. თურმე, დრო მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ წაშლის.

ამის შესახებ პრეზიდენტმა 6 მაისს მარტვილის ჩაის გადამუშავების ფაბრიკის მონახულებისას განაცხადა."არავინ იფიქროს, რომ მათ ვინც ახლა ოპოზიციაშია, მანამდე კი ხელისუფლებაში იყო, კანონი რაიმეს აპატიებს. თუკი დამტიცდება უკანანონობა, ხელისუფლება უკან არ დაიხევს",- თქვა მან. პრეზიდენტის შეტევა მიმართული იყო ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელისკენ.

სააკაშვილის თქმით, ნოღაიდელს პასუხის გაცემა მოუწევს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფინანსების მითვისებაზე. „დღეს ნოღაიდელს ზალიან დიდი ფული აქვს და , სამწუხაროდ, ამ თანხის დიდი ნაწილი მან სააკაშვილის პრეზიდენტობისას მოიპოვა. ნოღაიდელმა ტანამდებობით ისარგებლა და ახლა ამ ფულით ხელისუფლების დასანტაჟებას ცდილობს",- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს მისი შეცდომა იყო.

პარლამენტის ყოფილ სპიკერზე ნინო ბურჯანაძეზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ოპოზიციაში იმიტომ წავიდა, რომ პრეზიდენტმა მას პრივილეგიები ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი მოკავშირე კორუმპირებილი კლანისთვის პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა: „მან საპარლამენტო სიაში შეიყვანა ნათესავები, ახლობლები, რომელთა შორისაც იყვნენ მიუღებელი პიროვნებები".

მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სულაც არ იყო მოულოდნელი. თბილისი დღემდე სავსეა ნინო ბურჯანაძის ხალხის და ნოღაიდელის ბიზნესის ჭორებით. ამბობენ, რომ სწორედ მან, პრემიერობის დროს, შემოიტანა სალარო აპარატები, შემდეგ კი განკარგულება გასცა, რომ ყველა მოვაჭრეს უნდა ესარგებლა ამით. საქართველოში წვრილ მოვაჭრეთა საპროტესტო ტალრა აგორდა. მაგრამ რომელი პოლიტიკოსია უცოდველი? ნინო ბურაჯანაძემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფისთვის სასამართლოში უჩივლა, ამჯერად არ გააკეთა კომენტარი. ‘

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100