RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქართველებსა და რუსებს სიტყვა მისცა

09.06.2009  |  17:23

2997.jpegრამდენიმე მომსკოვსა და თბილისში მცხოვრები საზოგადო მოღვაწე შეხვდა რუს სენატორებს. ისინი ერთად ეძებდნენ ორ ქვეყანას შორის უთანხმოებების მოგვარებისა და სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გზებს.

ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ შეხვედრა 3 ივნისს ჩატარდა ფედერაციის საბჭოს შენობაში, მაგრამ ის უფრო მეტად „ეროვნული დიპლომატიის" მაგალითს შეესაბამებოდა, ვიდრე ოფიციალურ კონტაქტებს.

რუსულ მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენდა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის შემცვლელი სვეტლანა ორლოვა. მან დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პოზიცია აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელმაც საბოლოოდ დააშორა ერთმანეთს ორი ქვეყანა: „სამხრეთ ოსეთის მოვლენებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აღელვებს, საბოლოო შეფასება მიეცა. რუსეთი არავის დასხმია თავს და მსოფლიომ ეს იცის".

ბუნებრივია, ბევრი ქართველისთვის, მიუხედავად საკუთარი ხლეისუფლების შეცდომის გააზრებისა, რთულია ორი ტერიტორიის დაკარგვასთან შეგუება. მაგრამ ამ ჯერ კიდევ მტკივნეულმა საკიტხმაც კი ვერ უნდა შეუშალოს ურთიერთობების აღდგენას. ამის დაწყება კი, როგორც რუსეთსა და საქართველოში აღნიშნავენ, საჭიროა არაოფიციალური შეხვედრებითა და პრობლემების ერთობლივი განხილვით.

როგორც სვეტლანა ორლოვამ განაცხადა, ფედერაციის საბჭოს მუშაობას საქართველოოს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ ყველანი ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ, მაგრამ არსებობს ჭეშმარიტება ეროვნულობის გარეშე. სამწუხაროდ, სიმართლე ახლა ძალიან დოზირებულია. ყოველთვის არ გვაქვს მომხდარის ობიექტური შეფასება. ეს ჩვენს ურთიერთობებს ხელს უშლის. დღეს საჭიროა ურთიერთობების დალაგებასა და სტაბილიზაციაზე საუბარი საზოგადოებრივი აზრის დახმარებით",- დაადასტურა ორლოვას განცხადება ფედერაციის საბჭოს საინფორმაცი პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარემ ლიუდმილა ნარუსოვამ. მისი თქმით, საქართველო და რუსეთი ისტორიულად ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულები და ამის დავიწყება შეუძლებელია.

საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენას მეორე მხრიდან შეიძლება მივუდგეთ - ეკონომიკური ურთიერთობების განახლების. ქართველი ექსპერტები ტყუილად კი არ ამბობენ, რომ საქართველოს საკონტროლო პაკეტი, თუკი მას როგფორც სააქციო საზოგადოებას განვიხილავთ, უკვე დიდი ხანია ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენების ხელშია. რუსული მხარის წარმომადგენელმა, ფედერაციის საბჭოს თანამსრომელმა მაქსიმ ქავჟარაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში იმის მიღწევაა საჭირო, რომ ქართული საქონელი ჩამოვიდეს რუსულ ბაზარზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც. „ამით იწყება დიდი პოლიტიკა",- დარწმუნებულია ქართული გვარის მქონე სენატორი, რომელიც რუსეთში დაიბადა და გაიზარდა.

თავიანთი აზრი რუსეთისა და საქართველოს შერიგების შესახებ გამოთქვეს რუსეთში საქართველოს დიასპორის წამრომადგენლებმა და სტუმრებმა თბილისიდან, რომელთა შორისაც იყვნენ რევაზ ჩხეიძე, პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე, იურისტი ნუგზარ კახნიაური, ქართული ერის მსოფლო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი ბადრი მელაძე და მღვდელთმსახურები ამირან გვაზავა და გივი დადუნაშვილი.

რევაზ ჩხეიძემ განაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ რომელ მხარეს წავა. „სტუდენტებსა და ახლაზრდობას ყველაფერი ძალიან იციან და ხედავენ, ვინაა მეგობარი და ვინ - მტერი",- აღნიშნა მან.

რეჟისორის აზრით, მიუხედავად საქართველოში შინაგანი განხეთქილებისა, ყველა ქართველს მართლმადიდებლური ეკლესია აერთიანებს. სწორედ მან შეიძლება ითამაშოს მესამე გამაერთიანებელი ფაქტორის როლი რუსებისა და ქართველებისთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100