RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პრეზიდენტისა და მოქალაქის პირისპირ საუბრის შესახებ

11.06.2009  |  14:57

3025.jpegთბილისური დაპირისპირების ორი თვის იუბილე ცნობილი გახდა ძველი კონკურენტების შეხვედრით - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციის არაპარტიული ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის. შეხვედრას, რომელიც გაიმართა გუშინწინ საღამოს ცხრა საათზე, ოპოზიციაში ელოდნენ: ზოგი მასზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა, სხვები მასში განხეთქილების საფრთხეს ხედავდნენ, ზოგიც ამას მორიგ ფუჭ საუბრად მიიჩნევდა. ვისი პროგნოზები გამართლდა და როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში? ჩვენი კორესპონდენტის კითხვებზე ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა უპასუხეს.

მიხეილ სააკაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა სამ საათზე მეტი გაგრძელდა. უნდა აღინიშნის, რომ გაჩეჩილაძე, თითქმის ერთადერთი ოპოზიციური მოღვაწეა, რომელსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მაღალი თანამდებობა არ დაუკავებია. 2007 წლის ნოემბერში ის გახდა გაერთიანებული ოპოზიციის ერთობლივი კანდიდატი 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. მან სააკაშვილს დაუთმო, რომელმაც ხმების 52% მოაგროვა. ახლა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იმ არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო.

მაშ რაზე ისაუბრეს ძველმა კონკურენტებმა? ცნობილია, რომ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება საქმეების გადახედვაზე ან იმ პირების გათავისუფლებაზე, რომლებიც დაკავებულები არიან სხვადასხვა ბრალდებებით აქციების მიმდინარეობისას. ამის შესახებ განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ შეხვედრის დამთავრების შემდეგ. ზუსტად ვისი გათავისუფლების პირობა დადო სააკაშვილმა ჯერ უცნობია. ოპოზიციისა და სამართალდამცავი ორგანიზაციების ვერსიით, პოლიტიკური მოტივებით ახლა ციხეში 28 ადამიანი ზის.

თავად გაჩეჩილაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: „სიმართლის,სამართლიანობის გაგება მიხეილ სააკაშვილსა და მისი გადაყენების მსურველებს სხვადასხვანაირი აქვთ. მიუხედავად ამისა, შეხვედრაზე მიდიოდა საუბარი პრობლემებზე, რომლებიც ხალხის დაკავებას ეხებოდა. ჩემი აზრით, ისინი მალე ოჯახებს დაუბრუნდებოდნენ". ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს ამ ხალხის სიას გაუგზავნიდა.

როგორც ჩანს, ეს ერთადერთი მიღწეული რეზულტატია. სხვა შეხების წერტილები ოპონენტებმა ვერ იპოვეს. ვერ მოილაპარაკეს ადგილობრივ არჩევნებზეც. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული განლაგება ოპოზიციას არ აწყობდა. „საუბარი კვლავ იყო ადგილობრივ არჩევნებზე, მე ვუთხარი, რომ მერის არჩევნების ჩატარება ვერ განმუხტავს სიტუაციას, ისევე როგორც ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკიდან წასვლა ვერ განმუხტავს. არ არის პრობლემა ერთ ან რამდენიმე ადამიანში. პრობლემა არის უნდობლობაში, რომელიც მასსა და ხალხს შორის არის",- უთხრა ოპიციონერმა ჟურნალისტებს, რომლებიც მას შავნაბადაზე ელოდებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სერიოზული ცვლილებებისთვის არ არის მზად, ამიტომაც ოპოზიციის აქციები გაგრძელდება. „ის ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას სულ სხვანაირად აღიქვამს... ჩვენი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და უფრო რადიკალური უნდა გახდეს",- განაცხადა გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" პირდაპირ ეთერში. მან არ გამორიცხა, რომ მისი პრეზიდენტთან შეხვედრა შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კრიტიკის საგანი გახდეს, მაგრამ, გაჩეჩილაძის თქმით, ამ შეხვედრის უკან ქვეყნის ინტერესები იდგა.

მართლაც სააკაშვილისა და გაჩეჩილაძის შეხვედრის შესახებ განცხადება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ოპოზიციის ლიდერები შეხვედრამდე მას სხვადასხვანაირად ახასიათებდნენ. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთიდან გამოეხმაურა სააკაშვილისა და გაჩეჩილაძის შეხვედრას. მან განაცხადა, რომ შეხვედრა აუცილებელია, მაგრამ უნდა შედგეს სახალხოდ და იმ შემადგენლობით, რომელსაც ოპოზიციისა და ხალხის მანდატი ექნება. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტისა და გაჩეჩილაძის პირისპირ საუბარს არ უნდა ვუწოდოთ ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრა, რადგანაც გაჩეჩილაძეს ოპოზიციის მანდატი არ გააჩნია.

კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, თუკი გაჩეჩილაძისა და სააკაშვილის საუბარი რეზულტატური იქნება, შეიძლება პოლიტიკური პროტესტი შეწყდეს. რამდენი ლიდერიცაა იმდენი აზრია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100