RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საიუბილეო კომპრომისი თუ ანტიკრიზისული გამბიტი?

15.06.2009  |  09:12

3036.jpegქართულ ოპოზიციას დღეს ერთგვარი იუბილე აქვს. დაპირისპირების ორი თვის გასვლას აღნიშნავენ მსვლელობით და შინაგან საქმეთა სამინისტროს პიკეტირებით. ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო სააკაშვილის ჰიპოთეზური გადადგომის ვადა. ის კი არსად წასვლას არ აპირებს და კვლავ აცხადებს, რომ არანაირ არჩევნებს არ ჩაატარებს. მაგრამ იუბილე ვის გაუგია სიურპრიზების გარეშე? მოულოდნელად სააკაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს შეხვედრა შესთავაზა.

ოპოზიციონერების იუბილისადმი პატივისცემითა, თუ თბილისში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შემცვლელის ფილიპ გორდონის ვიზიტის გამო, პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა დღეს ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ იუწყებოდა გაზეთი „ალია". გამოცემის თანახმად, ოპოზიციამ ჯერჯერობით უარის თქმა გადაწყვიტა. თავად ლევან გაჩეჩილაძემ კი არ გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკება შეიძლება შედგეს და ის „გამჭვირვალე იქნება".

ქართველი პოლიტოლოგები კომენტარებისგან თავს იკავებენ, რადგანაც არავინ ფლობს სრულ ინფორმაციას: პრეზიდენტის აპარატში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ „ალიას" შეტყობინებას. აი რაც ნამდვილად არის ცნობილი, ეს ის არის, რომ ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე მალე გამოჩნდება „უზარმაზარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა". ამსი შესახებ ამ დღეებში განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ და დაამატა, რომ ეს იქნება სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმული დიდი ნაბიჯი.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის აზრით, აქციების გარდა აუცილებელია სტრუქტურირებული ძალა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესებზე. ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოების წარმომადგენლებს ამ ორგანიზაციაში შესვლისკენ მოუწოდა. ამას გარდა, ძმები ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები და პოეტი დავით მაღრაძე ქმნიან „წინააღმდეგობის მოძრაობას", რომელიც საკუთარ თავზე აიღებს ქუჩის აქციებზე პასუხისმგებლობას. ეს კი იმ დროს, როდესაც სახეზეა საპროტესტო ტალღის შესუსტება.

თავის პიკს პროტესტმა მიაღწია 26 მაისს: ოპოზიციამ მაშიმ დაახლოებით 100 000 მომხრე შეკრიბა. მაგრამ რადგანაც სააკაშვილის მოწინააღმდეგეები, ეს ხალხი კი ნადვილად ბევრია საქართველოში, არ დაელოდნენ გადამწყვეტ მოქმედებებს და კონკრეტულ გეგმას, მიტინგებზე დღიდითღე უფრო ნაკლები ხალხი მიდის. ოპოზიციის ლიდერები არც კი ცდილობენ ამ ფაქტის უარყოფას.

ლევან გაჩეჩილაძემ ასეთი განცხადებაც კი გააკეთა: „მე არ ვფარავ და ვაღიარებ, რომ 26 მაისის შემდეგ პროტესტის მუხტი იკლებს, მაგრამ ამაში არაფერია საგანგაშო. ხანადახნ მუხტი მაღალია, ხანდახან დაბალი, მთავარია, რომ ყოველდღ, მაშინაც კი როცა ცოტა ხალხი იქნება, ჩვენ აქ ვიდგებით". ამასთანავე ის დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ფილიპ გორდონის ვიზიტს და ოპოზიციას მასთან შესახვედრად ღირსეულად მომზადებისკენ მოუწოდებს.

გაჩეჩილაძემ ისიც აღნიშნა, რომ ევროპელი დიპლომატები უკვე სხვა პოზიციას იკავაბენ: „მათ უკვე საქართველო აინტერესებთ და არა სააკაშვილი, მათ უკვე ქვეყნის მომავალი აინტერესებთ და არა პოლიტიკური პოლიციის არსებობა ამ ქვეყანაში. ეს მათ სახეებზე აწერიათ."

მოკლედ, როგორც ჩანს, საქმე სულაც არ არის დიპლომატებისა ან „დასავლელი მეგობრების" პოზიციაში. თუმცა საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ევროინტეგრაციის საკითხებში დავით დარჩიაშვილი თვლის, რომ საქართველოში ფილიპ გორდონის ჩამოსვლა „საქართველოს ღია მხარდაჭერაა".

რაც არ უნდა თქვან ქართველმა პოლიტიკოსებმა, ევროპელი დიპლომატები და დასავლელი პოლიტიკური მოღვაწეები არ ჩქარობენ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიის გამოვლენას და შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში აქტიურობის გამოვლენას. მათ ახლა გარეპოლიტიკური გარცევებიც კარგად ყოფნით.

ყველასთვის ხომ ცნობილია, რომ დიპლომატია ეს არის მომავალ ასწლეულში გადარცენის საკითხი, პოლიტიკა კი მხოლოს მომავალ პარასკევამდე გადარჩენის საკითხია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100