RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო მარტო რჩება

16.06.2009  |  10:19

3057.jpegსაქართველოში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ მეორე პლანზე გადასწია ეკონომიკური რეალიები, რომლებთანაც ქვეყანას მოუწევს შეჯახება 2009 წლის 18 აგვისტოს დსთ-დან ოფიციალურად გამოსვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ რვადღიანი ომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ საქართველო დსთ-ს ტოვებს. „ჩვენ საბოლოოდ ვემშვიდობებით საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირი აქ აღარასოდეს დაბრუნდება",- თქვა სააკაშვილმა გასული წლის 12 აგვისტოს 100 ათას კაციან მიტინგზე.

„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას და სხვა ქვეყნებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვებისკენ, სადაც დომინანტის როლს რუსეთი ასრულებს",- აცხადებდა სააკაშვილი შეკრებილთა ოვაციების ქვეშ. თუმცა სხვა წევრმა ქვეყნებმა რატომღაც არ მიაქციეს ყურადღება მის მოწოდებას და კვლავაც ამ ორგანიზაციაში რჩებიან.

როგორც ცნობილია დსთ შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მასში შედის 12 სახელმწიფო. მისი შექმნის შესახებ დეკლარაციას ხელი მოეწერა 1993 წლის ბოლოს, მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვის შემდეგ. ახლა ახლოვდება თარიღი, როდესაც საქართველო საბოლოოს ამოეწერება დსთ-ს წევრებიდან. მიმართვა ორგანიზაციის დატოვების შესახებ ძალაში შედის მისი დაწერიდან ერთი წლის შემდეგ.

„საქართველო გამოვიდა დსთ-დან. სიმართლე რომ ვთქვათ დიდ მონაწილეობას არც არასოდეს იღებდა",- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, როდესაც ქართული ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკეთებდა კომენტარს.

მისი აზრით, „ამ ბოლო წლებში საქართველოს ქმედებები თანამეგობრობაში მისი კონსოლიდაციის ნაცვლად, ამ ორგანიზაციის ეროზიისკენ უფრო იყო მიმართული", ამიტომაც, თვლის მინისტრი, საქართველოს გასვლას თანამეგობრობიდან არანაირი გავლენა არ ექნება მის მოღვაწეობაზე.

აი საქართველოსთვის როგორ შედეგებს მოიტანს თანამეგობრობიდან გასვლა?

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამეგობრობიდან გასვლის შემდეგ საქართველო მის წევრ ქვეყნებთან ახლა მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს შეინარჩუნებს. ქალბატონმა მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომლებიც უფლებას რთავს საქართველოს ისარგებლოს საქონლის თვაისუფაი გადაადგილების მექანიზმებით გარკვეულ ქვეყნებთან. „დღესდღეობით საქართველოს დსთ-ს რვა წევრ ქვეყანასთან უკვე გაფორმებული აქვს შეთანხმებები თავისუფალ ვაჭრობაზე. ამასთანავე აზერბაიჯანთან და სუამთან( საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვეთი) საქართველოს გაფორმებული აქვს შეთანხმება თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ". მან დაამატა, რომ ამ ორი ქვეყანაზე მოდის საქართველოს ექსპორტის 65%.

ამერიკელი პოლიტოლოგი ჯონ დეილი ბევრად ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი ვიდრე ქალბატონი მაჭავარიანი.

„საქართველოს იმედი აქვს, რომ შეინარჩუნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს დსთ-ს წევრ ქვეყნებთან მას შემდეგ, რაც 18 აგვისტოს გამოვა ამ ორგანიზაციიდან,- წერს ამერიკელი ექსპერტი.- თუკი ყურადღებას მივაქცევთ მისი რუსეთთან შეჯახების შედეგებს, მაშინ ეს იმედი შეიძლება გათვლილი იყოს, რადგანაც კონფრონტაციამ შეახსენა კავკასიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს აზერბაიჯაბს და სომხეთ იმის შესახებ, რომ მოსკოვი აპირებს თავისი პრივილეგირებული ინტერესების დაცვას პოსტსაბჭოთა სივრცეში".

ჯონ დეილი კი მსჯელობს სიტუაციაზე, რომელიც შეიქმნა ამ რეგიონში ომის შემდეგ.

„ახლა დასავლეთს არ შეუძლია გამოხატოს დაუინტერესებლობა, რადგანაც ბაქო-თბილისი ჯეიჰანის გაზსადენი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მისთვის, კვეთს საქართველოს ტერიტორიას 155 მილზე და შეიცავს რვა სადგურს",- წერს ჯონ დეილი.

ახლა საქართველოში არასტაბილური სიტუაციის და მილსადენზე მომხდარი რამდენიმე საშიში ინციდენტის გამო მისი მუშაობა ნაწილობრივ პარალიზებულია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100