RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული საზოგადოება ნიჰილიზმის ზღვარზეა

17.06.2009  |  10:22

3071.jpegზაფხულის დასაწყისი თბილისისთვის სიმშვიდეს მოასწავებდა. ექსპერტები ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირებაში ტაიმ-აუტს წინასწარმეტყველებდნენ. თუმცა გასული კვირის ბოლო ცნობილი გახდა კონფრონტაციის გაძლიერებით. საინფორმაციო სააგენტოები აჭრელებული იყო „კრიმინალურ-პოლიტიკური" სიახლეებით: დეპუტატებს ბოთლები და კვერცხები ესროლეს, პარლამენტთან ჩხუბი მოხდა, პოლიციამ ოპოზიციონერები დააკავა. პოლიტიკური ცხოვრების ახალი მოვლენა გახდა ოპოზიციონერების დაპირისპირება უცხოელ დიპლომატებთან. რა მოხდება შემდეგ?

გასული პარასკევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში კიდევ ერთი რყევა იყო. პრეზიდენტმა ან თავისი ძალის დმეონტრირების, ან ოპოზიციის უძლურების ჩვენების მიზნით, გასცა ბრძანება, რომ ჩატარებულიყო რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა. არა სადგმე რეგიონში, როგორც ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში ხდებოდა, არამედ პარლამენტის შენობაში.

დაახლოებით ერთი კვირის წინ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა მოუწოდა პარლამენტარებს, რომ ან განეახლებინათ მუშაობა ან საერთოდ უარი ეთქვათ მანდატებზე. როგორც ჩანს ოპოზიციონერებმა ძალლიან მტკივნეულად მიიღეს ხელისუფლების ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება. მათ გადაწყვიტეს პარლამენტის შენობის პიკეტირება, ამასთან ერთად კი საპროტესტო განწყობის გაძლიერებაც. თავის გადაწყვეტილებას ოპოზიცია იმით ამართლებდა, რომ ქვეყნის საზოგადოება არ იყო ინფორმირებული რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ.

პარლამენტარებმა სხდომა სამუსაო დღის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე - დილის 8 საათზე დაიწყეს. ქართული რალიების გათვალისწინებით მათ ასე ადრე ადგომით ფაქტიურად გმირობა ჩაიდინეს. თანაც არსაპარლამენტო ოპოზიციის გაფრთხილება სხდომის ჩატარების შესახებ საერთოდ გადაავიწყდათ. „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აღშფოთებას ვერ ფარავდა, როდესაც სხდომის ჩატარების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. საბოლოოდ კი სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის მხოლოოდ სამი წარმომადგენელი აღმოჩნდა - გია თორთლაძე, ჯონდი ბაღათურია და ნუგზარ ერგემლიძე.

როდესაც დეპუტატები პარლამენტს ტოვებდნენ, მათ ეგრეთ წოდებული სირცხვილის დერეფნები ელოდათ. თუმცა ტრადიციული სტვენითა და წამოძახილებით ამჯერად არ შემოიფარგლნენ ოპოზიციონერები. თავიდან ახალგაზრდა აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს პარლამენტის სპიკერს დავიტ ბაქრაძეს. მისი ღირსების დასაცავად თავი მისმა დაცვამ გამოიდო. შემდეგ კი ურთიერთობებს მუშტებით არკვევდნენ.

ამ დროს არც საქართველოში ჩეხეთის ელჩს გაუფრთხილდნენ. მას ქართულად რამდენიმე უცენზურო სიტყვის ათვისებაც მოუწია. საბოლოოდ დიპლომატიური კორპუსი ქვეყნის ხელისუფლების დასაცავად გამოვიდა. უფრო სწორად, ოპოზიციის გასაკრიტიკებლად. საფრანგეთის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ ოპოზიციონერებმა ქართულ დემოკრატიას შეუარცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი ამერიკის ელჩმა საქართველოში სპეციალურ განცახდებაში თქვა, რომ „ამერიკის საელჩო წუხს, რომ საპროტესტო აქციის რამდნეიმე ლიდერმა ხალხზე და მათ ქონებაზე თავდასხმას მხარი დაუჭირა".

დიპლომატებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდეს, რომ სასწრაფოდ განეახლებინათ კონსტრუქციული მოლაპარაკებები და დიალოგი. ქართულმა ოპოზიციამ პასუხი არ დააყოვნა. ლევან გაჩეჩილაძემ საერთაშორისო საზოგადოებას და უცხოელ დიპლომატებს მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინათ „პროვოკაციული განცხადებებისგან". მათ, ვისაც სიმართლე აინტერესებთ, შეუძლიათ შექმნან საგამოძიებო კომისიები იმის შესაფასებლად, თუ რა სახის პროვოკაციებს ახორციელებდა საქართველოს ხელისუფლება, თქვა მან.

„ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ამერიკის ელოჩი საქართველოში ჯონ ტეფტი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ფონზე არაადეკვატურ განცახდებებს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტები საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები არ არიან, მათი ლიდერი სალვა ნათელაშვილი ყველაზე განრისხებული გამოვიდა.

მისი თქმით, უცხოელ ელჩებს ძალადობა 2003 წელს უნდა განესაჯათ, როდესაც სააკაშვილი პარლამენტში შეიჭრა. „მაშინ მათ უნდა გაეგოთ, რომ ეს „ვარდების რევოლუცია" კი არა, ნამდვილი ძალადობა იყო",- თქვა მან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100