RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გაერო კავკასიას ტოვებს

17.06.2009  |  10:30

3074.jpegგაეროს უსაფრთხოების საბჭომ ვერ მოახერხა სამხრეთ კავკასიაში ახალი რეზოლუციის დამტკიცება. რუსულმა მხარემ ვეტო დაადო რეგიონში მისიის მანდატის გაგრძელებას, რადგანაც ის ეყრდნობოდა საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობის" პრინციპებს. ახლა ორგანიზაციის დამკვირვებლებმა უნდა დატოვონ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ემშვიდობება სამხრეთ კავკასიას - მისიის თხუთხმეტ წლიანზე მეტი ისტორია საქართველოსა და აფხაზეთის საზღვარზე დასასრულს მიუახლოვდა. აქამდე ოფიციალურ სოხუმს სერიოზული იმედი ჰქონდა, რომ გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ იორკში მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ინტერესები დაუთმობდნენ არასტაბილურ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას. როგორც სხდომის შემდეგ რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა: „ჩვენმა პარტნიორებმა პოლიტიკური ქიმერების დევნა გააგრძელეს,- აცხადებდა დიპლომატი.- მათ წამალს შხამი ამჯობინეს".

მაგრამ ყველაფერს მიყოლებით მივყვეთ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იმით დაიწყო, რომ შვიდი ქვეყნისგან შემდგარმა ჯგუფმა განსახილველად გამოიტანა გაეროს მისიის ორი კვირით ტექნიკურად გაგრძელების გეგმა. საინტერესოა, რომ დოკუმენტი შეიცავდა პირდაპირ მითითებებს უსაფრთხოების საბჭოს მიერ ამ თემაზე შექმნილ სამ უკანასკნელ რეზოლუციაზე. თანაც ერთ-ერთი მათგანი მირებული იყო ჯერ კიდევ 2008 წლოის აგვისტომდე და ადასტურებდა საქართველოს „ტერიტორიულ მთლიანობას". რუსული მხარის რეაქციის წარმოდგენა რთული არ არის.

„ეს დოკუმენტი უარყოფს აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას,- აცხადებდა ჩურკინი.- აშკარაა, რომ ამაზე ჩვენ დათანხმება არ შეგვეძლო. ახლა რეგიონში ახალი პოლიტიკური რეალობაა". რუსმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ გაეროს ძველმა მანდატმა ფაქტიურად შეწყვიტა თავისი არსებობა საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთზე განხორციელებული აგრესიის შედეგად. „მანდატს აზრი არ აქვს, რადგან ის ძველ რეალიებზეა აგებული,- აღნიშნა ჩურკინმა.- საქართველოს მეზობლებისთვის უსაფრთხოების გარანტირება, სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ხელის შეწყობა ამ რეგიონში შეეძლო მხოლოდ უსაფრთხოების ახალ რეჟიმს ქართულ-აფხაზურ საზღვარზე".

რუსული მხარე დათმობებზე წავიდა და გაეროს შესტავაზა მისიის ტექნიკური გაგრძელების კომპრომისული ვარიანტი. მოსკოვის ინიციატივა არ შეიცავდა მითითებებს უსაფრთხოების საბჭოს წინა რეზოლუციებზე და დამკვირვებელტა მანდატს ერთი თვით ახანგრძლივებდა. „კიდევ ერთი ტექნიკური გაგრძელების იდეა არც ჩვენ და არც აფხაზებს არ მოგვწონს,- გაუკეთა პროექტს კომენტარი ჩურკინმა.- უსაფრთხოების საბჭო ამას დაუსრულებლად ვერ გააკეთებს. მაგრამ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს იდეა იმ პირობით, რომ მოიხსნება პოლიტიკურად მიუღებელი ასპექტები".

დათმობებზე წასვლით უსაფრთხოების საბჭო როგორც ჩანს გაეროს ახალი მანდატის შემუშავებისთვის დროს აძლევდა - ამისთვის ხომ ყველა საფუძველი არსებობდა. როგორც ცნობილია, ორგანიზაციის მდივანმა პან გი მუნმა თავის მაისის მოხსენებაში საკმაოდ დეტალურად აღწერა თავისი ხედვა სამხრეთ კავკასიის შესახებ. ამ ყველაფერს დადებითად გამოეხმაურნენ მოსკოვი და სოხუმი. მოსკოვის წინადადებაც მანდატის ტექნიკური გაგრძელების შესახებ პან გი მუნისგან მოდიოდა და შეიძლებოდა გამხდარიყო რეალური საფუძველი კონსტრუქციული საერთაშორისო ურთიერთქმედების გაგრძელებისთვის. მიუხედავად ამისა, მოსკოვის ინიციატივა უარყვეს.

„მალე ისეთი წინააღმდეგობები გამოჩნდა, რომლებიც შეუთავსებელი იყო მისიის ცხოვრებასთან და რეზოლუციის ახალი პროექტის მომზადებასთან, იქნებ უკეთესი იქნებოდა გვეცლია მისიისთვის თავისუფლად წასვლა?"- თქვა ვიტალი ჩურკინმა.

მართლაც, 15 ივნისს გაეროსთვის ჭეშმარიტების მომენტი დადგა, ამ ჭეშმარიტებამ კი ორგანიზაცია არც თუ ისე კარგად წარმოაჩინა. უსაფრთხოების საბჭომ არჩია, რომ არ გაეხსენებინა გასული წლის აგვისტოში ქართველების ოსებზე თავდასხმის ფაქტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100