RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული ოპოზიცია ცვლის სტრატეგიას

22.06.2009  |  09:21

3116.jpegჯერ კიდევ გუშინ ისე ჩანდა, თითქოს საქართველოში სიტუაცია წყნარდება: არც ტრადიციული საპროტესტო აქციები, არც მიტინგები. პოლიციამ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაწმინდა საკნებისგან სახელმწიფო კანცელარიამდე მისასვლელი ქუჩა. მთავრობის სხდომამაც ბოთლებისა და კვერცხების სროლის გარეშე ჩაიარა. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამინდითაც აიხსნას: ხუთი დღეა დედაქალაქში განუწყვეტლივ წვიმს. მაგრამ ოპოზიციამ კიდვ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას ვერაფერი შეაჩერებს. კვლავ დაინიშნა საპროტესტო აქცია პოლიციის შენობასთან. მოქმედების სამომავლო გეგმებს კი ოპოზიცია 22 ივნისს გაახმოვანებს.

ინგოროყვას ქუჩაზე, კანცელარიასთან, მოძრაობა გაიხსნა. საპატრულო პოლიციამ ოპოზიციის საკნები ტროტუარზე გადაიტანა. პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიატა, 15 ივნისისგან განსხვავებით, როდესაც ოპოზიციის განცხადებით, საკნები უცხო პირებმა ხელისუფლების დავალებით დაარბიეს.

ამჯერად ოპოზიციამ პოლიციის ქმედებები გასაოცრად ინერტულად მიიღო. კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია თავად აპირებდა ინგოროყვას ქუჩის გათავისუფლებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ინფორმაციამ "გაჟონა" და საპატრულო პოლიციამ მათ უბრალოდ დაასწრო, რათა "ქულები დაეწერა" ხელმძღვანელობის თვალში.

მოგვიანებით ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი საზოგადოებას ახალ სამოქმედო გეგმას შესთავაზებდნენ. კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა აღიარა: აქციებს ნოვაციები სჭირდება. რა იგულისხმება ნოვაციებში, კონსერვატორს არ უთქვამს. ეკა ბესელია უფრო კონკრეტული აღმოჩნდა. მისი თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიცია ახალ სტრატეგიას 22 ივნისს გაახმოვანებს.

ამასობაში ჯერ კიდევ გუშინ საღამოს უკვე იგრძნობოდა დაპირისპირების ტალღის გაზრდა. ოპოზიციის ლიდერები, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ფართომასშტაბიანი მიტინგები არ იგეგმებოდა, შესაშურ აქტიურობას იჩენდნენ. სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მხრიდან მისი პარტიის წევრებისა და მისი მომხრეების შანტაჟის შესახებ განაცხადა. მისი პარტიის წარმომადგენელთა ოჯახის წევრებს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ, განაცხადა მან.

"ალიანსმა საქართველოსთვის" 17 ივნისს განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცავებმა დააკავეს ალიანსის 10 აქტივისტი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში, ძირითადად, იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით, ერთ-ერთის დაკავება კი დაკავშირებულია ნარკოტიკებთან.

"ამ ხალხის უკან ხომ კიდევ ბევრი სხვა დგას - მათი ოჯახები, მეგობრები, მომხრეები. ნუ გააღიზიანებენ ქართულ საზოგადოებას, თორემ ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებით. პასუხი იქნება ძალიან მძიმე და ადეკვატური,- აცხადებდა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი.- სააკაშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ როგორ წავა ხელისუფლებიდან: წავა ისე, როგორც წავიდა მისი მასწავლებელი ედუარდ შევარდნაძე, თუ წავა ისე, როგორც წავიდნენ დიქტატორები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან".

თანამებრძოლებს მხარი ირაკლი ალასანიამაც კი დაუჭირა ვაშინგტონიდან, სადაც ის ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის მიწვევით ჩავიდა. თითქოსდა რეჟიმთან აქტიურ ბრძოლას მოშორებულმა ალასანიამ საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა 15 ივნისს მომიტინგეთა და მისი გუნდის წევრის ზურაბ აბაშიძის ცემა. მისი აზრით, ეს ტერორის განხორციელებაა სხვანაირად მოაზროვნე პოლიტიკოსებზე. ასეთი ტენდენცია "იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ აარჩია 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობრივი გზა, რათა გადაეჭრა უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი".

რადგანაც საწინააღმდეგოდ მოქმედების სტრატეგიამ უკვე არაერთხელ იხსნა სააკაშვილი, მან გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ესარგებლა ამ აპრობირებული მეთოდით. მშვიდობა იმით დაირღვა, რომ გასულღამეს, სამართალდამცავმა ორგანოებმა კვლავ შეუტიეს კანეცლარიასთან გამართულ საკნების ქალაქს და იქიდან საკნები გამოიტანეს. როგორც ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, ინციდენტი დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა. მისი თქმით, საკნებში 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომლებსაც პოლიციელებმა მობილური ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები წაართვეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100