RSS
на русском en in english
13.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ალიკ ბჟანია გაქცევის შემდეგ გაათავისუფლეს

22.06.2009  |  09:25

3118.jpegუკანასკნელი სიახლე, რომელსაც იხილავს რუსული და უცხოური მასმედია არის ქართული ჯარის ლეიტენანტის ალიკ ბჟანიას საქციელი. მან რუსეთში პოლიტიკური თავშესაბარი ითხოვა.

"23 მაისს მე ჩემს მორიგეობას მოვრჩი, შემდეგ ჩავიცვი სამოქალაქო ფორმა. ფოთიდან მივედი პოსტებამდე, იქ ქართულ-აფხაზური საზღვარი გადავკვეთე. აფხაზურ პოსტს გავცდი და მივედი რუსულ პოსტებამდე. ჯარისკაცებს ვუთხარი, რომ ოფიცრებთან მსურდა საუბარი. როდესაც ოფიცერი მოვიდა, მე სიტუაცია ავიხსენი, ვუთხარი ვინც ვარ და პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე",- ყვებოდა ბჟანია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლაც დაადასტურეს, რომ ბჟანია სანაპიროს დაცვაში მუშაობდა სასაზღვრე პოლიციაში. "ალიკ ბჟანია მუშაონდა სანაპირო დაცვაში. ის 2009 წლის 12 ივნისის განკარგულებით გაათავისუფლეს",- აცხადებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შემდგომ კომენტარებზე იქ უარი განაცხადეს.

უცნაური შეუსაბამობები მოხდა. ბჟანიამ ქართულ-აფხაზური საზღვარი 23 მაისს გადაჭრა, ის კი სასაზღვრო პოლიციიდან მხოლოდ 12 ივნისს გაათავისუფლეს. ან საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში შეუძლიათ ოფიცრებს კვირაობით გაქრობა, ან თბილისში ეცადნენ სიმართლის დაფარვას. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი კი თვლის, რომ ბჟანიას ისტორია ძალიან იაფფასიანი პროვოკაციაა. "ქართული ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურების ასეთ ქმედებებს დასცინის. მათ უკეთესად შეეძლოთ ამის გაკეთება",- განაცხადა მინისტრმა.

თემურ იაკობაშვილის ფრაზაზე, თითქოს საქართველოში ამის თაობაზე იცინიან რუსეთში განაცხადეს, რომ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად არასასიამოვნოა მათთვის ის ფაქტი, რომ ქართველი ოფიცრები საქართველოდან გარბიან. თუკი ამაზე ეცინებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცილის გარდა აღარაფერი დარჩენიათ. ერთ-ერთი ოფიცერი აცხადებდა: "მე მაქვს რამდენიმე შეთავაზება ქართული ხელისუფლებისთვის - იმის შეტყობინება, რომ ასეთ იადამიანი და ოფიცერი ბუნებაში არ არსებობს, რომ ის სულიერად დაავადებულია, რომ ის გადაიღალა ამერიკელ ინსტრუქტორებთან ვარჯიშით. თუკი ის გაათავისუფლეს, რატომ არ ჩამოართვეს ოფიცრის წიგნაკი?"

ქართული ხელისუფლება ოფიცერი ალიკ ბჟანიას რუსეთსი გაქცევის ფაქტის ეჭვქვეშ დაყენებასაც არ ცდილობს. ის მხოლოდ "შეასწორეს" სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურში გაკეთებული პირველი განცხადების შეუსაბამობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა ოფიციალური განცხადებით იმის შესახებ, რომ ალიკ ბჟანია დისციპლინის არაერთხელ დარღვევის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან 2009 წლის 18 მაისს.

და კვლავ შეუსაბამობა. რადგანაც მაშინვე ჩნდება კითხვა, როგორ იყო მორიგეობაზე ოფიცერი 23 მაისს, თუკი ის ხუთი დღით ადრე გაათავისუფლეს?

რადგანაც ალიკ ბჟანია საზღვაო ოფიცერია და ის ფოთში მუშაობდა მას ვერაფრით მიაწერდნენ მუხროვანის აჯანყებაში მონაწილეობას და ვერ განაცხადებდნენ იმას, რომ ის იყო მოსკოვის აგენტი. ამიტომაც მას დისციპლინის არაერთგზის დარღვევა დააბრალეს. ეს რაში გამოიხატა არ არის ცნობილი.

თავისი რუსეთსი გაქცევის გადაწყვეტილება ალიკ ბჟანიამ ასე ახსნა: "მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ შემიძლია მის ტერიტორიაზე დარჩება, იმიტომ რომ შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ ანგრევს ქვეყანას მიხეილ სააკაშვილი. მე რუსეთს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ, ასევე ქართული ხელისუფლების დევნისგან დაცვას, რაც მას შემდეგ დაიწყება, რაც ამ ყველაფერს გაიგებენ. მე ვთხოვ რუსულ და საერთაშორისო წითელ ჯვარს, რომ დამეხმაროს ჩემი ოჯახის რუსეთში ჩამოყვანასა და პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაში".

საქართველოს ოფიცრის უკმაყოფილება შემთხვევითი არ არის. მიხეილ სააკაშვილი საიდუმლო პოლიცია უკვე დიდი ხანია იყენებს "მოღალატეთა" ოჯახების დაკავების პრაქტიკას. ამით მისი ქმედებები არაფრით განსხვავდება სამეფო დაცვის მეთოდებისგან, რომელიც ლეგენდარულ დათა თუთაშხიაზე ნადირობდა.

შეგახსენებთ, რომ პოლკოვნიკ კობა ოთანაძის ეჭვმიტანილად გამოცხადების შემდეგ, სააკაშვილის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა მისი ძმა ნუგზარ ოთანაძე. მოგვიანებით პოლიცია კობას მეორე ძმას ჯიმშერს აკავებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100