RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბუშის ქუჩა თბილისში ეს-ესაა ობამას ქუჩად გადაკეთდება

23.06.2009  |  10:55

3130.jpegქართული ხელისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ამერიკაში ვიზიტამდე საუბრობს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე და ვაშინგტონის მიერ 20 მლნ დოლარის გამოყოფაზე. ამასობაში ქართული ოპოზიცია ამერიკელებს საქართველოს საშინაო საქმეებში ზედმეტად ჩარევისთვის აკრიტიკებს. მას სირცხვილის მოშორებაც უნდა „ბუშის ქუჩის" სახით. ალბათ ხელისუფლება მათ ნებას შეასრულებს და სახელს შეცვლის ობამას ქუჩით.

23 ივნისს გრიგოლ ვაშაძე ჰილარი კლინტონთან შეხვედრას გეგმავს. სახემწიფო მდივანთან ის ჩაატარებს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს პირველ სხდომას. ვაშინგტონის მილაპარაკებები „გახდება ახალი, პრაქტიკული ეტაპი საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში", იმედი აქვს საქართველოს ელჩს შტატებში ბათუ ქუთელიას.

ეს შეხვედრა „საშუალებას მოგვცემს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის რეალიზაციაზე გადასვლის". ელჩი აღნიშნავს, რომ ამერიკის კონგრესმა ამ დღეებში მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომელიც ხელისუფლებაც ავალდებულებს, რომ პერიოდულად გააკეთოს მოხსენება პარტნიორობის რეალიზაციის საკითხების თაობაზე. მასში კი საქართველოს ისეთი სასიამოვნო დანაპირებებია, როგორიცაა თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა.

ვაშინგტონის რანდევუს არ დაელოდნენ და გიგა ბოკერიამ და ამერიკის ელჩმა ჯონ ტეფტმა უკვე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. „ამერიკა ჩვენი საიმედო პარტნიორია და ეს პარტნიორობა უკვე დიდი ხანია გრძელდება. ეს ის ქვეყანაა, რომელმაც ბოროტების იმპერიის (სსრკ) ნგრევაში დიდი როლი შეასრულა, ყოველთვის გვიწევდა დახმარებას თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის შენებაში, როგორც ეს ბალტიის ქვეყნებთა ხდებოდა",- ასეთი კომენტარი გაუკეთა ყველაზე „დემოკრატიული" ქვეყნის ელჩთან შეხვედრას ბოკერიამ. მან ამერიკელებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შემდეგ კი ტეფტმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ეკა ზღულაძესთან ერთად ხელი მოაწერა „კანონიერების გამტკიცების შესახებ" მოლაპარაკების მე-10 შესწორებას. ეს დოკუმენტი ამერიკის ხელისუფლებას ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებისთვის 20 მლნ დოლარის გადახდაში. მოლაპარაკების მიხედვით, „თანხა მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებისკენ, ასევე პროფრსიონალური შესაძლებლობების განვითარებისკენ". ძალიან დროული დახმარებაა, თუკი გავითვალისწინებთ რითი არის დაკავებული უკანასკნეი ორი თვის განმავლობაში თბილისის სამართალდამცავი უწყება. შეთანხმება, რომელსაც იმ დღეს მოეწერა ხელი, როდესაც ოპოზიციას სასამართლოში სარჩელი შეჰქონდა 15 ივნისს თანამშრომელტა ქცევის გამო, გამოიყურება როგორც ჟურნალისტებზე ძალადობისა და პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეთა ჩაქუჩებით ცემის წახალისება.

მოკლედ, ვარაუდი იმის შესახებ, რომ პოლიციამ ხელის აღმართვა გაბედა სააკაშვილის ამერიკელი მფარველების მითითებით, ოპოზიციაში ჯერ კიდევ 20 მილიონიანი ჩეკის გამოწერამდე გაჩნდა.

ტეფტის მისიის მწვავე კრიტიკით რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხაინდრავა. „ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩრდილს აყენებს ზუსტად ისეთი ხალხი, როგორიცაა ტეფტი და რიგი სხვა ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილის რეჟიმს საქართველოში. რაც მოხდა შინაგან საქმეთა შენობასთან, როდესაც პოლიციამ საპროტესტო აქცია დაარბია, იყო ჯონ ტეფტის მიერ მიცემული „მწვანე შუქის" შედეგი",- განაცხადა მან პარლამენტის წინ მიტინგზე.

ლეიბორისტებმა კი მოითხოვეს, რომ აეროპორტისკენ მიმავალი ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის დაერქმიათ ისევ ძველი სახელი - მელანის ქუჩა. ამერიკის ექს-პრეზიდენტი, ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივნის იოსებ შატბერაშვილის თქმით, დამნაშავეა იმაშუ, რომ საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგა. ხომ საიდუმლო არ არის, რომ ამერიკამ პირველმა დაუშვა ევროპული სახელმწიფოს სერბეთის ნგრევა. „თუკი ბუშის ქუჩას იგივე სახელი დარჩება, ჩვე აქციებს ჩავატარებთ",- დაიმუქრა შატბერაშვილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100